четверг, 2 июня 2016 г.

მათემატიკის გაკვეთილი მე-5 ა კლასში პედაგოგი ჟუჟუნა თოდიძე

    სსიპ ქალაქ ქუთაისის N36 საჯარო სკოლაში   გრძელდება G-PRIED-ის პროექტის 
ფარგლებში ჩაატარებული  გაკვეთილების მასწავლებლის საქმიანობაზე დაკვირვებისა და შესაბამისი მონაცემების შეგროვების პროცესი31 მაისს მე-5 ა კლასში მათემატიკის პედაგოგის ჟუჟუნა თოდიძის მიერ ჩატარდა კიდევ ერთი საინტერესო გაკვეთილი, თემაზე:   სიგრძის საზომი ერთეულები. კავშირი მათ შორის.
     მიზანი: მოსწავლემ გაიხსენოს სიგრძის საზომი ერთეულები. კავშირი მათ შორის. გამოიყენოს ეს კავშირები ამოცანების ამოხსნისა და პრაქტიკული სავარჯიშოების შესრულებისას. განივითაროს სხვადასხვა ობიექტის გასაზომად სიგრძის ხელსაყრელი ერთეულის შერჩევის უნარი. ობიექტის ზომის შეფასებისა და თავისი ვარაუდის ხელსაწყოებით  შემოწმების უნარი. მოსწავლეს უნდა შეეძლოს თითების ან ხელების დახმარებით სხვებს წარმოდგენა შეუქმნას სანტიმეტრზე , მეტრზე , დეციმეტრზე.



    გამოყენებული იყო შემდეგი რესურსები:   მოსწავლის სახელმძღვანელო , რვეულები , საწერი კალამი , დაფა , ცარცი , სახაზავი , თვალსაჩინოება , მათემატიკური ბარათები.

გაკვეთილი წარიმართა სამფაზიანი მოდელის გამოყენებით . 
        I ფაზა - ‘’წინასწარ’’
წინარე ცოდნა: წარმოდგენა სხვადასხვა სიდიდეებზე , მათ გაზომვებზე. სიგრძის საზომი ერთეულების გახსენება.
    მთელ კლასთან ინტერაქციით მოხდა წინა მასალის ცოდნის გააქტიურება , რისთვისაც კითხვა-პასუხის რეჟიმში მოსწავლეები იმეორებდნენ სიგრძის საზომ ერთეულებს , დამოკიდებულებას დიდ და მცირე სიდიდეებს შორის და პირიქით. პარალელურად საშინაო დავალების თითოეული ამოცანის გარჩევით მოსწავლეების გონება მოემზადა ახალი ცოდნის მისაღებად.




      II ფაზა  - ‘’განმავლობაში’’
     მოსწავლეებს ეცნობა გაკვეთილის თემა , მიზანი.
მოსწავლეებმა  ამომწურავად გასცეს პასუხი შემდეგ კითხვებს: რა ერთეულებში გაზომავ შენი მერხის სიგრძეს ? - რომელია უფრო მოსახერხებელი შენთვის ?
რა ერთეულებში გაზომავ მანძილს ქუთაისიდან ზესტაფონამდე ? თბილისამდე ? - როგორ შეასრულებ გაზომვას ? 

    პედაგოგს გამოყენებული ჰქონდა სხვადასხვა აქტოვობები, რომლის მეშვეობით მოსწავლეემა მოახდინეს სხვადასხვა ნივთების გაზომვა. გაივითარეს ცოდნა გაზომვისას სხვადასხვა საზომი ერთეულების გამოყენებით.



     III ფაზა - ‘’შემდგომ’’

   ამ ფაზაში მოხდა მოსწავლეების მიღებული ცოდნის შეჯამება-რეფლექსია, ახალი მასალის განმტკიცება. მისი გამოყენება პრაქტიკულ ამოცანებში.
მათ ინდივიდუალურად დაურიგდათ  მცირე ‘’დიაგნოსტიკური’’ ტესტები ახალი მასალის ათვისების დონის შესამოწმებლად. ტესტის შედეგების შეჯამების გათვალისწინებით შეიქმნა მოსწავლეთა დიფერენცირებული ჯგუფები (მაღალი , საშუალო და დაბალი დონის)




მოსწავლეები მუშაობდნენ დონეების მიხედვით შედგენილ ამოცანებზე. მასწავლებელი აკვირდებოდა მათ მუშაობას და საჭიროების შემთხვევაში ეხმარებოდა მათ. 






მუშაობის სემდეგ მოსწავლეებმა წარმოადგინეს  პრეზენტაციები - მასწავლებლის სათანადო კომენტარებით, რომლის შემდეგაც  მოხდა გაკვეთილის შეჯამება. გამოიკვეთა ძლიერი მხარეები. ასევე საჭიროებები , რომელიც გათვალისწინებული იქნება შემდეგი გაკვეთილების დაგეგმვისას. 



 

     მასწავლებელი გაკვეთილის მსვლელობისას ახდენდა განმავითარებელ შეფასებას ასევე აწარმოებდა ინდივიდუალურ დაკვირვებას რამდენიმე მოსწავლეზე შეფასების რუბრიკის მიხედვით , რომელსაც ინიშნავდა მონიტორინგის რვეულში. გაკვეთილის ბოლოს კი მოსწავლეთა ნაწილს მისცა განმსაზღვრელი შეფასება  (ქულებით) - სათანადო კონკრეტული არგუმენტებითა და რჩევებით.
გაკვეთილი იყო საინტერესო, შინაარსიანი და შედეგიანი.



იხილეთ გაკვეთილის მსვლელობისას გადაღებული ფოტომასალა 



суббота, 28 мая 2016 г.

„ბოლო ზარი“

20 მაისს სსიპ ქალაქ ქუთაისის N36 საჯარო სკოლაში მეთორმეტე კლასელებისთვისბოლო ზარიდაირეკა. სპეციალურად ამ დღისთვის, სკოლის მოსწავლეებმა მოამზადეს მინი იუმორისტული სკეჩები, „ფლეშმობი“, გაიხსენეს სკოლაში გატარებული დრო, სახალისო ამბები, იმხიარულეს სხვადასხვა წლებში გადაღებული ფოტოებით... 
ჩვენი მოსწავლეებისათვის დასრულდა ერთი მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული ეტაპი და დაიწყო შემდეგი. ვულოცავთ ჩვენს მოსწავლეებს სკოლის დამთავრებას და ცხოვრების ახალ საფეხურზე დიდ წარმატებებს ვუსურვებთ.


G-PRIED მე-5ა კლასი პედაგოგი რუსუდან კუბლაშვილი

     სკოლის დირექტორის მიერ  გრძელდება G-PRIED-ის ფარგლებში მასწავლებლის საქმიანობაზე დაკვირვებისა და შესაბამისი მონაცემების შეგროვების პროცესი. 27 მაისს სსიპ ქალაქ ქუთაისის N36 საჯარო სკოლაში ქართული ენასა და ლიტერატურის პედაგოგის, რუსუდან კუბლაშვილის მიერ  ჩატარდა გაკვეთილი მე-5 კლასში, რომელსაც ესწრებოდა სკოლის დირექტორი თენგიზ თაბუკაშვილი.

გაკვეთილის თემა: "ადამიანი და ბუნება" რევაზ ინანიშვილის მოთხრობა „ბიჭი მალხაზის“ მიხედვით.


გაკვეთილის მიზანი:
  •  დამოუკიდებლად წაკითხული ტექსტის გააზრება და შინაარსის გადმოცემა
  •  ტექსტში ძირითადი საკითხის გამოკვეთა
  •   საკუთარი აზრის დასაბუთება, კრიტიკული აზროვნების განვითარება
  •  ფაქტებისა და მოვლენების ერთმანეთთან დაკავშირება და დასკვნების გაკეთება
  •  სახელთა კლასიფიკაცია



   მოსწავლეებმა იმსჯელეს ნაწარმოებში ასახულ ამბავსა და პერსონაჟებზე,ათთვის საინტერესო და მნიშვნელოვან საკითხებზე,  დაასახელეს ტექსტიდან ესთეტიკურად ღირებულ ადგილები, შეაფასეს და თავიანთი მოსაზრებები ჩამოაყალიბეს გმირის საქციელზე, პერსონაჟის მოქმედებას დაუკავშირეს პირად ცხოვრებისეულ გამოცდილება და გაისხენეს მსგავს სიტუაციები. თითქმის ყველა მოსწავლე ჩაერთო  გამართულ დისკუსიაში, გამოხატეს  საკუთარ ემოციები და განცდები.  



გაკვეთილზე პედაგოგის მიერ გამოყენებული ბარათები იყო ძალიან ეფექტური, რამაც მოსწავლეებს ფიქრისა და პრობლემის გადაჭრის გზების ძიების სტიმული მისცა,
უფრო გააქტიურა და მოტივირებული გახადა ისინი.  


     წერილობითი დავალებების შესრულებას მოსწავლეები დიდი ინტერესით  შეუდგნენ. გამოავლინეს შემეცნებითი შესაძლებლობები,  კრიტიკული აზროვნებ და 
დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.

четверг, 5 мая 2016 г.

ღონისძიებები

გაზაფხული ჩვენს სკოლაში - IVა კლასი, დამრიგებელი - რუსუდან ვარდოსანიძე


21 აპრილს ჩვენი სკოლის სააქტო დარბაზში გაზაფხულის შემობრძანებისადმი მიძღვნილი ზეიმი გაიმართა. ეს იყო საოცარი სანახაობა, რომელიც მოაწყო IVკლასმა, შემოქმედნი კი გახლდნენ: კლასის დამრიგებელი - რუსუდან ვარდოსანიძე, მუსიკის პედაგოგი- ქეთევან გუბელაძე და ცეკვის პედაგოგი-დავით გელაშვილი.



საზეიმო განწყობის შესაქმნელად სცენისათვის თვალის შევლებაც კი კმაროდა.თვითნაკეთი დეკორაციებით მორთული, მწვანე სუროსა და მინდვრის ყვავილებში ჩაფლული სცენა შუაგულ ტყეში გაგრძნობინებდა თავს. გაზაფხულის სურნელიც კი ტრიალებდა დარბაზში. ნამდვილმა გაზაფხულის სითბომ და სინაზემ შემოაბიჯა დარბაზში.



სცენა და მაყურებლის ყურადღება ერთბაშად დაიპყრეს გალანტური ჭაბუკებისა და დახვეწილი გოგონების წყვილებმა, რომლებმაც კიდევ ერთხელ გაგვახსენეს, რარიგ ლამაზია და განსაკუთრებული გაზაფხული, როგორ გმუხტავს სიცოცხლის ენერგიით და განგაწყობს სიყვარულისთვის.

.


ცოტა ხანში კი გოგო-ბიჭები კუდმაკრატელა მერცხლებად და ჭრელა-ჭრულა ყვავილებად გარდაიქმნენ და ქონდრის ჭალაში გამართულ მეჯლისზე მიგვიწვიეს. აქ კი ერთმანეთს ცვლიდა ლექსი და სიმღერა , ეროვნული და უცხოური ცეკვა, იყო ნაღვლიანი „ჩიტი-ჩიორა“ და ხალისიანი „ოქროს სხივებიც“, ნატიფი „სამაიაც“ და ენერგიული „მტიულური“ თუ „ჯაივიც“, იყო ნაზი იის სიმორცხვეც და ეშხიანი ყაყაჩოს გამომწვევი კეკლუცობაც. გამუდმებით ტრიალებდა იდუმალი ოჩოპინდრეს კომბალი...





 რაც მთავარია, იყო გადამდები მხიარულება და ლამაზი ქართული სიტყვის ნამდვილი ზეიმი, მეტყველი და დასამახსოვრებელი საღამო.


вторник, 26 апреля 2016 г.

მათემატიკა სესია N14 დიფერენცირებული სწავლების მართვა და მოსწავლეთა შეფასება, ფასილიტატორი რუსუდან ლომიძე



  2016 წლის 22 აპრილს სასკოლო ვიზიტის ფარგლებში სკოლას ეწვია G-Pried-ის ტრენერიქუთაისის აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის პროფესორი ბატონი იაგორ ბალანჩივაძე, რომელიც დაესწრო მათემატიკის საინტერესო გაკვეთილებს. გაკვეთილების შემდეგ კი დაესწრო რიგით მე-14 სესიას, რომელიც ეხებოდა დიფერენცირებული სწავლების მართვას და მოსწავლეთა შეფასებას, მის აღრიცხვას, დროის ნაყოფიერად გამოყენებას, დიფერენცირებული სწავლების მართვის საფუძვლებს. სეასიას აგრეთვე ესწრებოდა სკოლის დირექტორი თენგიზ თაბუკაშვილი, ხოლო უძღვებოდა ფასილიტატორი  რუსუდან ლომიძე.




აუდიტორიას წარმოადგენდა I- IV  კლასების მათემატიკის მასწავლებლები, სესიის ხანგრძლივობა: 160 წთ. სესიის დასაწყისშივე ფასილიტატორმა პედაგოგებს თემის ირგვლივ წარუდგინა რეზენტაცია. 



  გაეცვნენ დიფერენცირებული სწავლებისას სასწავლო პროცესის დაგეგმვა-განხორციელების დროს წარმოშობილ გარკვეულ სირთულეებს  ე. წ. ,,ცხელ წერტილებს“, მათი წარმოქმნის სხვადასხვა ფაქტორებსა და მათი თავიდან აშორების გზებს, ,,ღუზის ჩაშვების“ აქტივობის ნიმუშებს, ასევე  დროის ნაყოფიერად გამოყენებას დიფერენცირებული სწავლებისას, მოსწავლეთა შეფასებას და მის აღრიცხვას, დიფერენცირებული სწავლების მართვის საფუძვლებს. მიიღეს აუცილებელი რეკომენდაციები დიფერენცირებული სწავლების წარმატებულად განხორციელებისთვის. შეასრულეს ქვიზი, რომლიც დასრულების შემდეგ მოუსმინეს ლექტორის კომენტარებს ქვიზის შეკითხვებთან და სწორ პასუხებთან  დაკავშირებით .