суббота, 5 марта 2016 г.

გასვლითი აქტივობები

ღონისძიებები

N-ოვაცია-2015”

   


ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატული თეატრში ქალაქ ქუთაისის სასკოლო-თეატრალური ფესტივალი “N-ოვაცია-2015”- გაიხსნა. გამარჯვებულებს 17 ნომინაციაში 5 კაციანი ჟიური გამოავლენს.ჟიურის წევრებია:ნუცა ბლიაძე-თეატრმცოდნე, ეკა მჟავანაძე-მსახიობი, ვაჟა ჯუღელი-მერიის კულტურის, სპორტის, განათლების, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის სამსახური უფროსი,გიორგი სიხარულიძე-ადო მესხიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი და ჟიურის თავმჯდომარე ნიკა წულუკიძე-თეატრმცოდნე. ფესტივალი 2009 წელს დაარსდა. აარსების დღიდან მასში აქტიურადაა ჩართული ჩვენი სკოლაც. 20 დეკემბერს ადო მესხიშვილის თეატრში გაიმართა ჩვენი სკოლის საკონკურსო სპექტაკლის 'ჰენრის ,,უკანასკნელი ფოთოლი"-  ჩვენება, რომლის რეჟისორი არის მსახიობი და ჩვენი სკოლის თეატრალური ხელოვნების პედაგოგი ვახტანგ ამანათიძე. სპექტაკლში დაკავებული იყვნენ მე-11კლასი მოსწავლეებისალომე ფრუიძე, მაია ფირცხალავა, მარიამ გეგუჩაძე, მე-10 კლასიდან გიორგი ენდელაძე,ქეთი კვირიკაძე, მე-10 კლასიდან კი  ხატია გეგუჩაძე.





საინტერესო აღმოჩნდა მოსწავლეთათვის სპეკტაკლის დადგმის პროცესი,  ნაწარმოების მთავარი სათქმელი - უანგარო სიკეთის კეთებაა. საკმარისია ამ  მოსწავლეების  მიერ განხორციელებული  ეს სპექტაკლი ერთხელ მაინც ნახო და აუცილებლად სიკეთის გაკეთება მოგინდებათ, რადგან მართლაც ძალიან შთამბეჭდავი, განსაკუთრებული და საინტერესო იყო მათ მიერ შესრულებული  ყოველი როლი.  ჩანდა მათი და რეჟისორის თავდაუზოგავი შრომა და მონდომება.  მოსწავლეები  ისეთი გულმოდგინებით, დიდი შრომით და გარჯით ასრულებდნენ თავიანთ როლებს, რომ გეგონებოდათ სცენაზე გამოცდილი მსახიობები იდგნენ.





სპექტაკლი დამთავრდა.  აპლოდისმენტებს დასასრული არ ჰქონდა. სპექტაკლმა ჟიურის მოწონება დაიმსახურა. ბედნიერები იყავნენ მოსწავლეები, ამაყი რეჟისორი  და ნასიამოვნები მაყურებელი. 








განსაკუთრებული მადლობა ბატონ ვახტანგს, დაუღალავი შრომისათვის და მის პატარა მსახიობებს, რეჟისორის ჩანაფიქრის მაღალ დონეზე შესრულებისათვის

.






"Red Riding Hood" - წითელქუდა


   მე-53კლასმა საინტერესო პროექტი წარმოადგინა ინგლისურ ენაში (პედაგოგი-ირმა ლომიძე) პროექტის სათაური იყო-,,წითელქუდა"-"Red Riding Hood". მოსწავლეებმა  კიდევ ერთხელ გაიხსენეს წითელქუდას ზღაპარი და ნასწავლი გრამატიკული დრო Past Continuous Tense. კლასი იყო სამ გუნდად დაყოფილისამივე ჯგუფმა შემოგვთავაზა სპექტაკლითითოეულ ჯგუფს სპექტაკლში გამოყენებული ჰქონდა საკუთარი ხელით დამზადებული აქსესუარები და რეკვიზიტებიპროექტგაკვეთილმა დაუვიწყარი შთაბეჭდილება მოახდინა მოსწავლეებზე.









,,Tunnels and Bridges" (გვირაბები და ხიდები)


    ინგლისურის მასწავლებელმა ფერიდე არაბიძემ ჩაატარა ღია გაკვეთილი მე-5ა  კლასში.გაკვეთილი უცნაური და ძალზე საინტერესო იყო.გაკვეთილის თემა იყო ,,Tunnels and Bridges" (გვირაბები და ხიდები), რაც კარგად შეესაბამა თაბუკაშვილის ქუჩაზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოებს.სწორედ ამიტომ გაკვეთილი ღია ცის ქვეშ ჩატარდა.მოსწავლეებმა ახლოს ნახეს ყველა ის ტექნიკა ,რომლის საშუალებითაც მიმდინარეობს წყლის სისტემის რეაბილიტაცია და რომელთა ინგლისური თარგმანები საკმაოდ კარგად ჰქონდათ შესწავლილი...  მოსწავლეებმა იმსჯელეს, თუ როგორ იგება გვირაბები, სად არის ყველაზე დიდი გვირაბი მსოფლიოში, როგორი ტიპის ხიდები არსებობს და ა.შ.  მოსწავლებმა უფრო გაიმდიდრეს ლექსიკური მარაგი, რომელიც შემდგომ კომუნიკაციის დროს გამოადგებათ.