четверг, 5 мая 2016 г.

გაზაფხული ჩვენს სკოლაში - IVა კლასი, დამრიგებელი - რუსუდან ვარდოსანიძე


21 აპრილს ჩვენი სკოლის სააქტო დარბაზში გაზაფხულის შემობრძანებისადმი მიძღვნილი ზეიმი გაიმართა. ეს იყო საოცარი სანახაობა, რომელიც მოაწყო IVკლასმა, შემოქმედნი კი გახლდნენ: კლასის დამრიგებელი - რუსუდან ვარდოსანიძე, მუსიკის პედაგოგი- ქეთევან გუბელაძე და ცეკვის პედაგოგი-დავით გელაშვილი.



საზეიმო განწყობის შესაქმნელად სცენისათვის თვალის შევლებაც კი კმაროდა.თვითნაკეთი დეკორაციებით მორთული, მწვანე სუროსა და მინდვრის ყვავილებში ჩაფლული სცენა შუაგულ ტყეში გაგრძნობინებდა თავს. გაზაფხულის სურნელიც კი ტრიალებდა დარბაზში. ნამდვილმა გაზაფხულის სითბომ და სინაზემ შემოაბიჯა დარბაზში.



სცენა და მაყურებლის ყურადღება ერთბაშად დაიპყრეს გალანტური ჭაბუკებისა და დახვეწილი გოგონების წყვილებმა, რომლებმაც კიდევ ერთხელ გაგვახსენეს, რარიგ ლამაზია და განსაკუთრებული გაზაფხული, როგორ გმუხტავს სიცოცხლის ენერგიით და განგაწყობს სიყვარულისთვის.

.


ცოტა ხანში კი გოგო-ბიჭები კუდმაკრატელა მერცხლებად და ჭრელა-ჭრულა ყვავილებად გარდაიქმნენ და ქონდრის ჭალაში გამართულ მეჯლისზე მიგვიწვიეს. აქ კი ერთმანეთს ცვლიდა ლექსი და სიმღერა , ეროვნული და უცხოური ცეკვა, იყო ნაღვლიანი „ჩიტი-ჩიორა“ და ხალისიანი „ოქროს სხივებიც“, ნატიფი „სამაიაც“ და ენერგიული „მტიულური“ თუ „ჯაივიც“, იყო ნაზი იის სიმორცხვეც და ეშხიანი ყაყაჩოს გამომწვევი კეკლუცობაც. გამუდმებით ტრიალებდა იდუმალი ოჩოპინდრეს კომბალი...





 რაც მთავარია, იყო გადამდები მხიარულება და ლამაზი ქართული სიტყვის ნამდვილი ზეიმი, მეტყველი და დასამახსოვრებელი საღამო.


1 комментарий: