ჩვენს სკოლაში, G-priEd-ის პროექტის ფარგლებში თითქმის ყოველდღიურად ტარდება სხვადასხვა სახის აქტივობები. დღეს, 20 აპრილს სკოლის მე-4 გ კლასში ქართული ენასა და ლიტერატურის გაკვეთილზე პედაგოგმა ლელა ჟოჟოლიანმა ,,G-PRIED"-ის აქტივობების გამოყენებით ჩაატარა გაკვეთილი თემაზე „კეთილი უჩინმაჩინები“, სადაც გამოყენებული იყო ვოლფ ფრენეკის მხატვრული ჟანრის ტექსტი მხიარული ამბავი მოსწავლეთა ცხოვრებიდან.
გაკვეთილის მიზანს წარმოადგენდა:
- მახტვრული ტექსტების კითხვა და ანალიზი
- გაბმული მეტყველების განვითარება
- ლიტერატურული პერსონაჟების მარტივი დახასიათება
- წაკითხულის შეფასება, დასკვნების გაკეთება და საკუთარი აზრის დასაბუთება
- ლექსიკური მარაგის გამდიდრება
- წერითი მეტყველების განვითარება
გაკვეთილი საინტერესოდ წარიმართა. მასწავლებელმა გამოიყენა საინტერესო მეთოდები და აქტივობები: ტექსტის მიმოხილვა, მნიშვნელოვანი სიტყვები. შესაძლო წინადადებები საკვანძო სიტყვების გამოყენებით, სიტყვებზე რეაგირება ( მონიშვნა, რეაგირება), სიტყვის ვერბალური და ფიზიკური ასოციაციების სქემა, ცნების რუკა, სიტყვების პირამიდა, ხმამაღალი საჩვენებელი წაკითხვა, ინდივიდუალური, მინიშნებით და ჩუმი კითხვა,ფუნქციური წერა და სხვა.
მოსწავლეები აქტიურობდნენ, სიამოვნებითა და სიხარულით იყვნენ ჩართული საკლასო აქტივობებში. ტექსტის შინაარსი სწორად გაიგეს, რაც ნათლად ჩანდა პედაგოგის მიერ მიცემული დავალებების შესრულებისას. მოსწავლეებმა ჯგუფების მიხედვით ლოგიკურად, თანმიმდევრულად გადმოცეს ტექსტის შინაარსი, სწორად და გააზრებულად გამოხატეს ტექსტის მიმართ საკუთარი დამოკიდებულება, გაიმართა დისკუსია, ერთმანეთს დაუსვეს სხვადასხვა დონის შეკითხვები...
მოსწავლეები აქტიურობდნენ, სიამოვნებითა და სიხარულით იყვნენ ჩართული საკლასო აქტივობებში. ტექსტის შინაარსი სწორად გაიგეს, რაც ნათლად ჩანდა პედაგოგის მიერ მიცემული დავალებების შესრულებისას. მოსწავლეებმა ჯგუფების მიხედვით ლოგიკურად, თანმიმდევრულად გადმოცეს ტექსტის შინაარსი, სწორად და გააზრებულად გამოხატეს ტექსტის მიმართ საკუთარი დამოკიდებულება, გაიმართა დისკუსია, ერთმანეთს დაუსვეს სხვადასხვა დონის შეკითხვები...
თხრობისას მოსწავლეები იყენებდნენ ავტორისეულ ლექსიკას, მიჰყვებოდნენ
მხატვრული ნაწარმოების სიუჟეტურ ხაზს და თანამიმდევრობით გადმოსცემდნენ ფაქტებსა და მოვლენებს, მსჯელობდნენ ნაწარმოებში
ასახულ ამბავსა და პერსონაჟებზე მათთვის საინტერესო
და მნიშვნელოვანი კუთხით; აფასებდნენ გმირის საქციელს და გამოხატავდნენ თავანთ დამოკიდებულებას. უკავშირებდნენ პერსონაჟის მოქმედებას პირად ცხოვრებისეულ გამოცდილებას და იხსენებდნენ მსგავს სიტუაციებს.
ისაუბრეს
სიკეთის მნიშვნელობაზე, გაიხსენეს ნასწავლი, განვლილი პროგრამიდან ტექსტები და გაავლეს
პარალელები. გაკვეთილი საინტერესო და შემოქმედებითად იყო დატვირთული. საინტერესო იყო ჯგუფური მუშაობა, რომელიც გათვლილი იყო მოსწავლეთა მზაობასა და საჭიროებებზე. პედაგოგი ყოველი ჯგუფის მუშაობას აკვირდებოდა, იყენებდა
დაკვირვების ფორმას, რომელიც მას საშუალებას აძლევდა
ყველა მნიშვნელოვანი საკითხის შესახებ ინფორმაცია შეეგროვებინა.
საინტერესო გამოდგა თითოეული ჯგუფის მიერ წარმოდგენილი პრეზენტაცია. გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეებმა საბარათე ჯიბაკებში მოათავსეს თავიანთი ნააზრევი "მე მივხვდი..."
აღნიშნული მეთოდებით ჩატარებული გაკვეთილები უფრო საინტერესოს ხდის საკლასო საქმიანობას და სწავლების პროცესს. ეს გაკვეთილი მოსწავლეებისთვის იყო ადვილად
აღსაქმელი, სახალისო და
შედეგიანი, რაც ფოტომასალიდან
კარგად ჩანს.
იხილეთ სრული ფოტომასალა
იხილეთ სრული ფოტომასალა