пятница, 19 февраля 2016 г.

ჩვენი წარჩინებულები

მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლების მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო არაერთ პროექტს ახორციელებს, მათ შორისაა წარჩინებული კურსდამთავრებულთა ოქროსა და ვერცხლის მედლებით დაჯილდოების პროგრამა. პროგრამის მიზანია მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების წახალისება და წარჩინებულ მოსწავლეთა წარმოჩენა.



2008-2009 სასწავლო წელი

ოქრო - . ამბროლაძე
ვერცხლი - . სუთიძე, . რობაქიძე, . გაბუნია, . ბენდელიანი, . ფაილოძე


2009-2010 სასწავლო წელი

ოქრო - . აბრამიძე
ვერცხლი - . მოსეშვილი, . ტორაძე


2010-2011 სასწავლო წელი

ოქრო - . ლეჟავა


2012-2013 სასწავლო წელი

ოქრო - . სალდაძე, . სალდაძე, . სალდაძე, . ფხაკაძე, . მუშკუდიანი, . კვირიკაშვილი, . ღურჯია





                     2013-2014 სასწავლო წელი


     საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ “განსაკუთრებით ნიჭიერი ბავშვებისა და ახალგაზრდების მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში, წარჩინებულ კურსდამთავრებულებს ოქროს მედლები გადასცა.

 2014 წელს საქართველოს მასშტაბით 1208 ოქროსა და 872 ვერცხლის მედალი გაიცა.  მედალოსან კანდიდატთა შერჩევის კრიტერიუმები  ეროვნული სასწავლო გეგმით რეგულირდება. მოსწავლე, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულაა 10 დამრგვალების გარეშე და მიიღებს დადებით შეფასებას სკოლის გამოსაშვებ გამოცდებზე, იღებს სრული ზოგადი განათლების ოქროს მედალოსნის ატესტატს.  მოსწავლე, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა არის 9.8 ან მეტი და მიიღებს დადებით შეფასებას სკოლის გამოსაშვებ გამოცდებზე, იღებს სრული ზოგადი განათლების ვერცხლის მედალოსნის ატესტატს. 2013-2014 სასწავლო წლის წარჩინებით სკოლადამთავრებულებისათვის სახელობითი  ოქროსა და ვერცხლის მედლები დამზადდა.  სახელისა და გვარის გარდა მათზე მითითებულია შესაბამისი წელი. ამ წელს ოქროს მედლით დაჯილდოვდა სკოლის შემდეგი მოსწავლეები : ზვიად რევიშვილი, ანა ბობოხიძე, თამარ მახარაძე და ანა გუმბერიძე, ხოლო ვერცხლით - ლაშა კვიცარიძე, ანა ჭარხალაშვილი



2014-2015 სასწავლო წელი



მარიამ სინაურიძე

23 იანვარს ქუთაისის სკოლების 2014-2015 სასწავლო წლის წარჩინებული კურსდამთავრებულები ოქროსა და ვერცხლის მედლებით დაჯილდოვდნენ. კურსდამთავრებულები ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ და საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დვალმა დააჯილდოვა.მათ შორის ჩვენი სკოლის 4 კურსდამთავრებულია.მარიამ სინაურიძე, ანა რევიშვილი და ნინო შაშიაშვილი ოქროს მედლით დაჯილდოვდა,ხოლო მარიამ კეთილაძე ვერცხლის მედლით.გილოცავთ ბავშვებო...მომავალშიც სულ წარმატებები გქონოდეთ.თქვენი სკოლა ყოველთვის იამაყებს თქვენი წარმატებებით!






ანი რევიშვილი

G-Pried-ის პროექტის ფარგლებში განხორციელებული გაკვეთილი მე-4 კლასში, პედაგოგი დარეჯან ლურსმანაშვილი



    დაწყებითი განათლეის პროექტი G-Pried ხელს უწყობს სკოლის ბაზაზე პროფესიული განვითარების მოდელის შემუშავებასა და დანერგვას, რაც ითვალისწინებს მასწავლებელთა სასწავლო ჯგუფების შექმნას მასწავლებელი ფასილიტატორების ხელმძღვანელობით და პროცესში სკოლის ადმინისტაცის მხარდაჭერას. პროექტი ხელს უწყობს სასწავლო პროცესში საზოგადოებისა და მშობელთა ჩართულობას, რასაც დიდი წვლილი შეაქვს საჯარო სკოლებში მდიდარი სასწავლო გარემოს შექმნაში.
   5 თებერვალს, სკოლაში აღნიშნული პროექტის ფარგლებში ჩატარდა ღია გაკვეთილი მე-4 კლასში ქართულ ენასა და ლიტერატურაში, პედაგოგი დარეჯან ლურსმანაშვილი. გაკვეთილს ესწრებოდა პროექტ ,,G-Pried"-ის ტრენერი პედაგოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, ქალბატონი მალვინა შანიძე.
      პროცესი წარიმართა ძალიან საინტერესოდ, გამოყენებული იყო ბევრი საჭირო აქტივობა, როგორც ვერბალური, ისე ვიზუალური. ნაყოფიერი იყო მოსწავლეთა მუშაობა სქემებში, ბავშვებს უყვართ სქემების შევსება, რაც ტექსტის სრულყოფილად გააზრებაში ეხმარებათ. აღნიშნულმა დღემ წარმატებით ჩაიარაწარმატებები თქვენს პატარებთან ერთად... 
ინფორმაცია დაწყებითი განათლების პროექტის შესახებ განთავსებულია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ვებ-გვერდზე, ეწვიეთ ბმულს






















ერთი ლამაზი დღე მე-5 კლასი დამრიგებელი ინეზა კაციტაძე

ერთი ლამაზი დღე


მე-51 კლასის მოსწავლეებმა დამრიგებელთან ერთად მოინახულეს ქუთაისის ბაგრატის ტაძარი, ძველი ქართული არქიტექტურის ერთ–ერთი ყველაზე ღირებული და მნიშვნელოვანი ძეგლი. ისტორიის პედაგოგმა ინეზა კაციტაძემ მოსწავლეებს გააცნო ბაგრატის ტაძრის ისტორია, ისაუბრა ამ ძეგლის ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობაზე. მოსწავლეებმა მოილოცეს ეკლესიის სიწმინდეები. შემდეგ ესტუმრნენ ქალაქ ქუთაისის ბოტანიკურ ბაღს, ისინი ნამდვილ ბუნების ჯადოსნურ სამყაროში აღოჩნდნენ. ბავშვებს განსაკუთრებით დაამახსოვრდათ სამსაუკუნოვანი მუხის ხეში გამოკვეთილი ღვთისმშობლის სახელობის პატარა სამლოცველო .