пятница, 25 марта 2016 г.

მე- 3ბ კლასი ქართულ ენასა და ლიტერეტურა-პედაგოგი მარინა ტვილდიანი


     პედაგოგმა მარინა ტვილდიანმა ჩაატარა ღია გაკვეთილი მე- 32  კლასში ქართულ ენასა და ლიტერეტურაში. გაკვეთილის თემა იყო აკობ გოგებაშვილის ,,თამარ მეფე".


ღია გაკვეთილი ჩატარდა პროექტ ,,G-Pried"-ის ფარგლებში. გაკვეთილზე გამოყენებულ იქნა კითხვის სხვადასხვა მეთოდი, მოსწავლეებმა იმუშავეს სქემის შევსებაზე ,,რა ვიცი? რა გავიგე? რა გვაინტერესებს?", გამოყენებული იყო ჯგუფური მუშობა, საიდანაც კარგად გაირკვა რა ინფორმაციას ფლობენ მოსწავლეები საქართველოს მეფეების შესახებ. შესწავლილი მოთხრობების მიხედვით გაისხენეს და ისაუბრეს დავით აღმაშენებლი და  ერეკლე მეფე.



    გაკვეთილი საინტერესოდ წარიმართა მიზანი რომელიც ისახავდა  თამარ მეფის შესახებ მარტივი საგანმანათლებლო
ინფორმაციის მიწოდება და ეჯამებას მშვენივრად იყო მიღწეული. მასწავლებელი მოსწავლეებს ესაუბრა თამარ მეფის მეფობის წლებზე, თამარისდროინდელ ძლიერ საქართველოსზე, მის ღირსებებზე, ჩამომავლობაზე, მიღწევებზე...


აქტივობები, რომლებიც გამოყენებული იყო გაკვეთილზე ხელს უწყობს მოსწავლეებს ჩამოუყალიბდეთ დამოუკიდებელი და შემოქმედებითი აზროვნების უნარი, გამოუმუშავდეთ  დამოუკიდებელი გააზრებისათვის უნარჩვევები.



მოსწავლეები დიდი ინტესესით უსმენდნენ  თამარ მეფის ალბომის პრეზენტაციას.

აქტივობა-,,ჩვენ ვკითხულობთ" მე-2ბ კლასი პედაგოგი ირმა ჩირგაძე

   კითხვის დღესთან დაკავშირებით მე-22 კლასში პედაგოგმა ირმა ჩირგაძემ ჩაატარა სახალისო აქტივობა ,,ჩვენ ვკითხულობთ". ჯგუფებს წინასწარ ქონდათ დარიგებული ზღაპრები. ამ აქტივობაში ასევე აქტიურად იყვნენ ჩართული მშობლებიც.   ჯგუფის წევრებმა იმუშავეს მშობლებთან ერთად, რათა უფრო მაღალ დონეზე წარმოედგინათ თავიანთი პრეზენტაციები. მათ ისაუბრეს ზღაპრის გმირებზე, იმსჯელეს სიკეთესა და ბოროტებაზე და გააცოცხლეს მათ მიერ შექმნილი თოჯინებით ზღაპრის გმირები.


    ასეთი აქტივობები ეხმარება მოსწავლეებს, გამოიმუშაონ კონ­კრეტულ საკომუნიკაციო სიტუაციაში შესაბამისი ქცევის უნარი. იგი ხელს უწყობს, ერთი მხრივ, გამომეტყველებითი კითხვის, მეორე მხრივ, კრიტიკული მოსმენის უნარ-ჩვევების განვითარებას (თანაკლასელების გამოსვლებზე დაკვირვებისა და შეფასების გზით). გარდა ამისა, აქტივობა ეფექტურია კრიტიკული კითხვის უნარ-ჩვევების განვითარების თვალსაზრისითაც _ იგი ბიძგს აძლევს მოსწავლეებს, ღრმად გაიაზრონ ტექსტის შინაარსი.


აქტივობის მიზანია:

ü  კრიტიკული აზროვნების/კითხვის უნარ-ჩვევების განვითარება;
ü  გამომეტყველებითი კითხვის უნარ-ჩვევების განვითარება;
ü  კრიტიკული მოსმენის უნარ-ჩვევების განვითარება.

  მოსწავლეებმა მშვენივრად გაიაზრეს თავიანთი ტესტები, გამომეტყველებითა და შესაბამისი ინტონაციის კითხულობდნენ მას.

   მშობლებმა კმაყოფილება გამოთქვეს ასეთ აქტივობებში მონაწილეობისათვის და აღნიშნეს, რომ მომავალში განსაკუთრებული აქტიურობით ჩაერთვებიან მსგავს აქტივობებში და გაითვალისწინებენ მასწავლებლების რეკომენდაციებს.
ასეთი აქტივობები ეხმარება მასწავლებელს დაახლოვდეს მშობლებთან, გააქტიუროს ისინი და დაინახოს რამდენად კარგად აითვისეს ბავშვებმა წაკითხული მასალა.

   მასწავლებელს ეძლევა  შესაძლებლობა აქტივობების მსვლელობისას ასწავლოს მშობელს როგორ უნდა ჩაერთოს იგი სწორედ სწავლის პროცესში და როგორ უნდა შეუწყოს ხელი შვილის აკადემიური მიღწევების გაუმჯობესებას.