2016 წლის 22 აპრილს სასკოლო ვიზიტის ფარგლებში სკოლას ეწვია G-Pried-ის ტრენერი, ქუთაისის აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის პროფესორი ბატონი იაგორ ბალანჩივაძე, რომელიც დაესწრო მათემატიკის საინტერესო გაკვეთილებს. გაკვეთილების შემდეგ კი დაესწრო რიგით მე-14 სესიას, რომელიც ეხებოდა დიფერენცირებული სწავლების მართვას და მოსწავლეთა შეფასებას, მის აღრიცხვას, დროის ნაყოფიერად გამოყენებას, დიფერენცირებული სწავლების მართვის საფუძვლებს. სეასიას აგრეთვე ესწრებოდა სკოლის დირექტორი თენგიზ თაბუკაშვილი, ხოლო უძღვებოდა ფასილიტატორი რუსუდან ლომიძე.
აუდიტორიას წარმოადგენდა I- IV კლასების მათემატიკის მასწავლებლები, სესიის ხანგრძლივობა: 160 წთ. სესიის დასაწყისშივე ფასილიტატორმა პედაგოგებს თემის ირგვლივ წარუდგინა რეზენტაცია.
გაეცვნენ დიფერენცირებული სწავლებისას სასწავლო პროცესის დაგეგმვა-განხორციელების დროს წარმოშობილ გარკვეულ სირთულეებს ე. წ. ,,ცხელ წერტილებს“, მათი წარმოქმნის სხვადასხვა ფაქტორებსა და მათი თავიდან აშორების გზებს, ,,ღუზის ჩაშვების“ აქტივობის ნიმუშებს, ასევე დროის ნაყოფიერად გამოყენებას დიფერენცირებული სწავლებისას, მოსწავლეთა შეფასებას და მის აღრიცხვას, დიფერენცირებული სწავლების მართვის საფუძვლებს. მიიღეს აუცილებელი რეკომენდაციები დიფერენცირებული სწავლების წარმატებულად განხორციელებისთვის. შეასრულეს ქვიზი, რომლიც დასრულების შემდეგ მოუსმინეს ლექტორის კომენტარებს ქვიზის შეკითხვებთან და სწორ პასუხებთან დაკავშირებით .
Комментариев нет:
Отправить комментарий