четверг, 3 марта 2016 г.

სკოლის ისტორია



1983  წლის პირველ სექტემბერს მთელი ქვეყნის მასშტაბით ახალი სასწავლო წელი დაიწყოქალაქ ქუთაისის N36  საშუალო  სკოლაში პირველად გაისმა სკოლის ზარი. 

ახალი სკოლის გახსნა მოსწავლეებს, პედაგოგებსა და მშობლებს მიულოცა სკოლის დირექტორმა იაზი ჭურაძემ, ქალაქის განათლების განყოფილების უფროსმა ნ. ხანთაძემ, მოწვეულმა საპატიო სტუმრებმა: ი. ვაშაკიძემ, გ. მეფისაშვილმა, ზ. ცირამუამ, ნ. ქუთათელაძემ, ლ. ნუცუბიძემ, ზ. ებანოიძემ და სხვ. 



სკოლის აღსაზრდელებისათვის კომფორტული კლიმატის შექმნა ერთ-ერთი პრიორიტეტული საქმიანობაა. სწორედ, ამ მიზნით ახლად დანიშნულ დირექტორს, ერთგულად ამოუდგნენ მხარში მოადგილეები: რეზო სირბილაძე, ნუნუ ცაავა, მასწავლებლები: იმედა ზარქუა, ნატო კემულარია, ავთანდილ რევიშვილი, რუსუდან ჭეიშვილი, ლელა გრძელიშვილი, როზა თოდრია, დალიდა ასათიანი, ციცინო ჭეიშვილი, ვალენტინა მელივაძე, გელა ამბროლაძე, მზიური გოლეთიანი, ეთერ მესხი, ჯონი ქართველიშვილი, ნანა აბულაძე, გია იობიძე, ფერიდე არაბიძე, გია ბოხუა, ნანა რიმნისთაველი, ლალი ნიქაბაძე (ლუბა ფხაკაძე), მანანა სოფრომაძე,  მადონა ასათიანი,  და სხვანი.
შემდგომ წლებში სკოლამ პედაგოგთა დაუღალავი შრომითა და ხელმძღვანელის მიერ გატარებული ღონისძიებების წყალობით ისეთი ავტორიტეტი მოხვეჭ, რომ აღსაზრდელთა კონტიგენტმა გაცილებით იმატა. სწავლის მაღალი ხარისხის მიღწევას ხელს უწყობდა კეთილმოწყობილი სასწავლო კაბინეტები და ლაბორატორიები, შინაარსიანი და მიმზიდველი კლასგარეშე და სკოლისგარეშე საქმიანობა, წრეები, რაც მთავარია მასწავლებელთა ჩინებული შემადგენლობა და მუდამ მაღალ დონეზე ჩატარებული გაკვეთილები.  წარმატებას აგრეთვე განაპირობებდა პირველი დირექტორის, იაზი ჭურაძის სკოლის ეფექ­ტურად მართვა და ინოვაციური სასწავლო სტრატეგიების გამოყე­ნე­ბა.




განათლების სამინისტრომ  სკოლის დირექციას  გასული საუკუნის 80-90-იან წლებში ნება დართო  ექსპერიმენტის სახით განეხორციელებინა მრავალი პროექტი, რაც იმ დროს მეტად თამამი ნაბიჯი იყო. პროექტებს შორის აღსანიშნავია:
  • კომპიუტერული სწავლება;
  • რელიგიის სწავლება მოწვეული სასულიერო პირის მიერ;
  • პროფესიონალის მიერ თეატრალური და კინოხელოვნების სწავლება;
  • ფინანსური საქმიანობის დამოუკიდებლად წარმართვა

კომპიუტერულ სწავლებას უძღვებოდა ახალგაზრდა, ნიჭიერი პედაგოგი ავთანდილ რევიშვილი. ახლა, როცა ძალიან ადვილია კომპიუტერული ტექნიკის შეძენა და, თან, ძალიან კარგი ხარისხის, ასე არ იყო ოციოდე წლის წინ. თუნდაც ის კომპიუტერი (პენტიუმ 1 და პენტიუმ 2), რაც იმ პერიოდისათვის მნიშვნელოვანი მოვლენა იყო სკოლაში კომპიუტერული ტექნოლოგიების სწავლებისათვის, იყო ყველაზე მნიშვნელოვანი ნივთი სკოლაში, რომლითაც დაიწყო  თანამედროვეობასთან ფეხის აწყობის ეტაპი.


სკოლაში რელიგიურ სწავლებას მოწვეული სასულიერო პირი უძღვებოდა. დირექციის აზრით შეუწყნარებლობა და უმცირესობების უპატივცემულობა სწორედ ნაკლები რელიგიური განათლების შედეგია. სკოლის მიზანი იყო ჩვენს მრავალფეროვან საზოგადოებაში მოსწავლეებს  დაძლიათ არსებული გაუცხოება და ამის კარგ საშუალებად სკოლაში რელიგიური სწავლება მიაჩნდათ. საწყის ეტაპზე მოსწავლეებს უხსიდნენ თუ რა არის, ზოგადად,  რელიგიის ფენომენი და რას ნიშნავს რწმენა, ხოლო შემდგომ ასწავლიდნენ, რა შინაარსისაა ესა თუ ის რელიგია. სკოლაში მოეწყო სალოცავი ოთახი, რომელიც აკურთხა მეუფე კალისტრატემ.
სკოლაში ტარდებოდა კინოსა და თეატრის  გაკვეთილები, რაც მოზარდების მხატვრულ-ესთეთიკური აღზრდის, სულიერ სამყაროს ყოველმხრივ განვითარებას უწყობდა ხელს.  ამ საქმეს უძღვებოდა მოწვეული  სპეციალისტი. მისი დახმარებით სკოლაში არაერთი ღონისძიება და სპექტაკლი დაიდგა.


განათლების სამინისტროსთან ერთად გადადგმულმა ამ თამამმა ნაბიჯებმა გაამართლა, რაც მოგვიანებით საქართველოს მასშტაბით განათლების სფეროში წარმატებით დაინერგა .
bატონი იაზი ჭურაძის მეთაურობითა და დარეჯან ზვიადაძის ხელმძღვანელობით 1989-90 წელს გაიხსნა სამუსიკო სტუდია, რომელმაც თავისი ხიბლი შემატა სკოლას. ქალბატონი დარეჯანი 15 წელი ხელმძღვანელობდა. მისი მუშაობის პერიოდში არაე სკოლა დიდი წარმატება მოუპოვა.

1983 წლიდან ფურცელ-ფურცელ იწერება სკოლის მატიანე. იხილეთ შთაბეჭდილების წიგნი.

სკოლამ თავისი არსებობის მანძილზე არა ერთი რთული თუ წარმატებული პერიოდი განვლო. იცვლებოდნენ მოსწავლეთა, მასწავლებელთა, ხელმძღვანელთა თაობები, არ შეიცვალა სკოლის სტატუსი,  სახე და სახელი.


1994 წლიდან 2007 წლის აგვისტომდე სკოლას ხელმძღვანელობდა ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალისტი რუსუდან ჭეიშვილი. მისი დირექტორობის დროს სკოლა უფრო განვითარდა. 

ნე­ბის­მი­­რი სკო­ლის წარმა­ტე­ბა დიდ­წი­ლად დამოკიდებულია დირექ­ტორზე ანუ რამ­დე­ნად წარ­მა­ტე­ბუ­ლია სკოლის დი­რექ­ტო­რი. კარგ დირექ­ტორს, კარგ მენე­ჯერს ყოველ­­ვის აქვს უნა­რი, კარ­გად უხელ­­ძღ­ვა­ნე­ლოს სკო­ლას

სწორედ, ასეთი დირექტორი აღმოჩნდა ქალბატონი რუსუდანი, მისი მხნეობითა და ორგანიზატორული უნარით, მუხლჩაუხრელი მუშაობითა და საქმისადმი ერთგულებით, უდიდესი პასუხისმგებლობით ქალაქ ქუთაისის N36 საჯარო სკოლა უფრო მეტად წარმატებული გახდა. ქალბატონი რუსუდანი იყო ის პიროვნება, რომელიც იძლეოდა საშუალებას მასწავლებელს თავისი შეხედულებების და უნარის მიხედვით წარემართა გაკვეთილები, მაგრამ, რა თქმა უნდა, არსებული პროგრამის ფარგლებში. ამ პირობებში მასწავლებელს ჰქონდა სრული შემოქმედებითი თავისუფლება, რომელიც ძალიან მიმზიდველი და საინტერესო იყო ყველა პედაგოგისათვის.

მიუხედავად ამისა, იგი მუდმივად ახორციელებდა ზედამხედველობა სკოლის საქმიანობაზე, აფასებდა სწავლებისა და სწავლის სტანდარტებ და უზრუნველყოფდა შესაბამისი პროფესიული სტანდარტების მიღწევა და მის შენარჩუნება.
მოსწავლეების მიმართ ქალბატონი რუსუდანი მუდამ ყურადღებიანი იყო, მისგან ყოველთვის იგრძნობოდა ხელის შეწყობა მოსწავლეთა მოტივაციის, წარმატების, თანასწორობისა და მაღალი მოლოდინებისაკენ მისწრაფების დამკვიდრებისა. ამიტომაც  უყვარდათ იგი და პატივს სცემდნენ. სწორედ, ასეთი დამოკიდებულება განაპირობებდა სკოლის სიძლიერეს.  


2007 წლიდან ქალაქ ქუთაისის N36 საჯარო სკოლas ხელმძღვანელობს  თენგიზ თაბუკაშვილი. 



ბატონი თენგიზის სკოლაში მოსვლის დღიდანვე სკოლის უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს სწავლასა და ცოდნაზე ორიენტირებული უსაფრთხო გარემო, მოსწავლეებში ნიჭისა და შემოქმედებითობის ხელშეწყობა და განვითარება, მოსწავლეების პატრიოტ და ღირსეულ მოქალაქეობად ჩამოყალიბება, გლობალიზაციის პროცესში ღირსეული და აქტიური ინტეგრიტებისათვის შესაბამისი თანამედროვე ტექნოლოგიების დაუფლება და საჭირო უნარ–ჩვევების ჩამოყალიბება.


2023 წლის ნოემბრიდან სკოლას სათავეში ჩაუდგა ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალისტი ეკატერინე დოლიძე.