пятница, 18 марта 2016 г.

ღონისძიებები

       3 დეკემბერი  

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების უფლებების

დაცვის საერთაშორისო დღეა 


   3 დეკემბერი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღედ (International Day of Persons with Disabilities) გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინიციატივით 1992 წლიდან იქნა დაწესებული და მისი მიზანია კიდევ ერთხელ გაამახვილოს ყურადღება იმ მრავალსაუკუნოვან დისკრიმინაციასა და უგულვებელყოფაზე, რომელსაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები განიცდიან.

   მიუხედავად იმისა, რომ მთელი მსოფლიოს მასშტაბით ამ მიმართულებით დიდი ძალისხმევაა გაწეული, შეზღუდული შესაძებლობის მქონე პირებს კვლავაც ექმნებათ გადაადგილების, განათლების, დასაქმების, რესურსებზე ხელმისაწვდომობისა და სხვა ტიპის პრობლემები. ეს პრობლემა განსაკუთრებით მძაფრად ჩანს ისეთ ქვეყნებში, როგორიც საქართველოა. შეზღუდული შესაძებლობის მქონე პირებს ყოველდღიურად უწევთ დიდი დაბრკოლებების გადალახვა, რომელიც ვერ ჩაითვლება ღირსეულ ცხოვრებად. შშმ პირების ნაწილი ამის გამო გამოკეტილია დახურულ სივრცეში და ვერ ახდენს საზოგადოების ნაწილად საკუთარი თავის აღქმას, ნაწილი კი მძიმე საზოგადოებრივი სტიგმის მსხვერპლია. სწორედ ამიტომ, დღეს როგორც არასდროს ჩვენ უნდა გვესმოდეს თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს საზოგადოების თითოეული წევრის ცნობიერებასა და სოლიდარობას შშმ პირების მიმართ.


     აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით 
სკოლის სპეც. პედაგოგებმა ია კაშიამ და ირმა კოჭბიანმა მოსწავლეებს აჩვენეს ორგანიზაცია „ყველა ყველასათვის“ მიერ რეჟისორ გიორგი გვიშიანის გადაღებული დოკუმენტური ფილმი“როგორ ინგრევა კედელი“. ფილმში ასახულია შვიდი ადამიანის წარმატებული ისტორია, რომლებმაც მიუხედავად იმ დაბრკოლებისა, რომელსაც ცხოვრების მანძილზე აწყდებოდნენ, შესძლეს თვითრეალიზაცია და ირგვლივ იმ სტერეოტიპებისა და ცრუწარმოდგენების ნგრევა, რომელიც არსებობს ინვალიდობის მიმართ საზოგადოებაში. 


    ეს არ არის საზეიმო დღე, ეს არის უბრალოდ თარიღი, რომელიც კიდევ ერთხელ გვა ხსენებს, რომ უნდა ვიყოთ ტოლერანტულები ჩვენს გარშემო მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე თანამოქალაქეების მიმართ.

    მიუხედავად შშმ პირთა მიმართებაში გადადგმული პროგრესული ნაბიჯებისა, მდგომარეობა სავალალოა: ხშირად ირღვევა საზოგადოების ამ ფენის უფლებები, არ არსებობს შესაბამისი კანონმდებლობა , დაბალია საზოგადოების ცნობიერება, არ არის ადაპტირებული გარემო, მოუგვარებელია შშმ პირთა დასაქმების, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საკითხები, თავად შშმ პირები იზოლირებული არიან სოციუმისგან და .. ქართული საზოგადოება ამ კუთხით საკმაოდ პასიური და არაინფორმირებულია

     ფილმების ჩვენების შემდეგ გაიმართა დისკუსია მოსწავლეებმა ერთად მოახდინეს რეფლექსია, იმსჯელეს იმ აქტუალურ პრობლემებზე რომელებიც დღესაც ბარიერს უქმნის შშმ პირების სრულფასოვან ინტეგრაციას საზოგადოებაში. გამოკვეთეს ინფრასტრუქ-ტურული ბარიერები. 

     შშმ პირების ადაპტაციასა და მათ ინტეგრაციისათვის საზოგადოებაში, პირველი ეტაპზე ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციაა საჭირო. თუ ქვეყანაში მოხდება რეაბილიტაცია, საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპები შშმ პირებზე ნელ-ნელა წარსულს ჩაბარდება, საზოგადოებაც ბევრად ტოლერანტული გახდება შშმ პირების მიმართ და ხალხიც ისწავლის მათთან ერთად ცხოვრებას

   დისკუსიის შემდეგ მოსწავლეებმა შექმნეს ერთობლივი ნამუშევარი ჩვენ ერთნი ვართ.

 

ასევე სკოლის თვითმართველობამ გამოიჩინა ინიციატივა და 3 დეკემბრის კვირეულის ფარგლებში კლასებს შორის კონკურსი გამოაცხადა : „ვამზადებთ რესურს ოთახისათვის“. 

     ეს იქნება მოსწავლეების მიერ დამზადებული თვალასაჩინოება, რომლითაც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეები ისარგებლებენ. 



ინკლუზიური განათლება

ინფორმაცია ინკლუზიურ განათლებაზე



   ინკლუზიური განათლება (Inclusive education) არის საგანმანათლებლო მიდგომა და იდეა, რომლის ფარგლებშიც განათლების სისტემა უზრუნველყოფს ყველა ბავშვის თუ მოზარდის ხარისხიან განათლებას ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში იმის მიუხედავად, თუ რა ფიზიკური, შემეცნებითი, სოციალური, ემოციური, ლინგვისტური, ეთნიკური, რასობრივი, რელიგიური, სქესობრივი თუ სხვა მახასიათებელი გააჩნიათ. ინკლუზიური განათლებასთან დაკავშირებული მომსახურება (Inclusive Education Related Services) ის ყველა ტიპის მომსახურება, რომელიც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიიროების მქონე ბავშვს დაეხმარება სწავლასა და ადაპტაციაში და მოიცავს ფსიქოლოგიური, ლოგოპედური, ფიზიკური, სატრანსპორტო და სხვა სახის მომსახურებას
   ინკლუზიური განათლების კოორდინატორი (Inclusive education coordinator)  არის სკოლის მიერ არჩეული პიროვნება, რომელიც პასუხისმგებელია სკოლაში ინკლუზიური განათლების საკითხების კოორდინირებაზე. ინკლუზიური განათლების მულტიდისციპლინური გუნდი  (Inclusive education multidiciplinary team) ეს ის  სპეციალისტების გუნდია, რომლის შემადგენლობაში შედიან: ფსიქოლოგი, ოკუპაციური თერაპევტი, მეტყველების თერაპევტი, სპეციალური პედაგოგი და ზოგადი განათლების პედაგოგი. გუნდის შემადგენლობა შეიძლება იცვლებოდეს საჭიროებისდა მიხედვით. მულტიდისციპლინური გუნდი ახდენს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე ბავშვების იდენტიფიკაციასა და შეფასებას, მშობლებისა და მასწავლებლების კონსულტირებას სსსმ ბავშვის სწავლას, სწავლებასა და ქცევასთან დაკავშირებით,
    ამრიგად, ინკლუზიური განათლება არ გულისხმობს მხოლოდ ფიზიკური, გონებრივი და ინტელექტუალური შეზღუდვების მქონე ბავშვებისა და მოზარდების ინტეგრაციას ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში. ინკლუზიური განათლება არის სწავლის პროცესში აქტიურობის და სწავლების დამაბრკოლებელი ბარიერების განსაზღვრის, შემცირების ან აღმოფხვრის ორმხრივი პროცესი. ინკლუზიური განათლების სტრატეგიები გულისხმობს კავშირს მოსწავლესა და მის ირგვლივ არსებულ გარემოს შორის. ეს პროცესი მიზნად ისახავს ყველა მოსწავლის საჭიროებების და აუცილებლობების დადგენას და უზრუნველყოფას. აღნიშნული პროცესი წარმოშობს ცვლილებებს შინაარსის, მეთოდოლოგიის, სტრუქტურისა და სწავლების სტრატეგიების თვალსაზრისით.
ჩვენს ქვეყანაში ინკლუზიური განათლების მიმართულება შეიქმნა 2009 წლის აგისტოში მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში. მიმართულების მიზანია სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეთა განათლების ხარისხის გაუმჯობესების ხელშეწყობა ზოგადსაგანმანათლებლო, მათ შორის სპეციალიზირებული პროფილის მქონე სკოლებში, რათა  მათ მიიღონ აქტიური მონაწილოება ინკლუზიური განათლების დანერგვაში.
ინკლუზიური განათლების მიმართულების ფარგლებში შეიქმნა სპეციალური მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი. შემუშავდა სპეციალური მასწავლებლის სამუშაო აღწერილობა და განმარტება. სპეციალური მასწავლებლის განმარტება აისახა საქართველოს კანონში ზოგადი განათლების შესახებ.
სპეციალური მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტზე დაყრდნობით შეიქმნა სატრენინგო მოდული, მომზადდა რეკომენდაციები სპეციალური მასწავლებლის საუნივერსიტეტო განათლებასა და სერტიფიცირებასთან დაკავშირებით.
საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს პროექტის "ინკლუზიური განათლების დანარგვა საქართველოს ცხრა რეგიონის საჯარო სკოლებშიწარმომადგენლაბთან თანამშრომლობით და მათი მხარდაჭერით  ჩატარდა რეგიონული კონფერენციები ინკლუზიური განათლების შესახებ საქართველოს 4 რეგიონში: შიდა ქართლი, კახეთი, იმერეთი და აჭარა. კონფერენციები გაიმართა თელავის, გორის, ქუთაისის და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტებში.

საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს ზოგადი და პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტთან და სახალხო დამცველის აპარატთან აქტიური თანამშრომლობით მომზადდა ცვლილებები საქართველოს კანონში ზოგადი განათლების შეასხებ ინკლუზიური განათლების საკითხებთან დაკავშირებით.