20
მაისს სსიპ ქალაქ ქუთაისის N36 საჯარო სკოლაში მეთორმეტე კლასელებისათვის „ბოლო ზარი“ დაირეკა. სპეციალურად ამ დღისთვის, სკოლის მოსწავლეებმა მოამზადეს მინი იუმორისტული სკეჩები, „ფლეშმობი“, გაიხსენეს სკოლაში გატარებული დრო, სახალისო ამბები, იმხიარულეს სხვადასხვა წლებში გადაღებული ფოტოებით...
ჩვენი მოსწავლეებისათვის დასრულდა ერთი მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული ეტაპი და დაიწყო შემდეგი. ვულოცავთ ჩვენს მოსწავლეებს სკოლის დამთავრებას და ცხოვრების ახალ საფეხურზე დიდ წარმატებებს ვუსურვებთ.
Комментариев нет:
Отправить комментарий