5 აპრილს, ქალაქ ქუთაისის N36 საჯარო სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა მაკა ბობოხიძემ მე-53კლასში ჩაატარა ღია გაკვეთილი ,,G-PRIED"-ის აქტივობების გამოყენებით. თემაზე ,,სახლები" (საინფორმაციო ტექსტი).გაკვეთილი
წარიმართა სამფაზიანი მოდელით, რომელიც ეფექტური სასწავლო პროცესის ძირითად საფეხურებს მოიცავს და მათ თანმიმდევრულ განხორციელებას გულისხმობს. სამფაზიანი მოდელის საფეხურებია:
- მოლოდინის განსაზღვრა( გამოწვევა)
- ცოდნის კონსტრუირება( შინაარსის რეალიზება)
- გამთლიანება (რეფლექსია)
მასწავლებელმა პირველი ფაზა-მოსწავლეთა
გამოსაწვევად გამოიყენა, კერძოდ მოსწავლებს მოასმენინა მუსიკიდან ფრაგმენტი, რაც ასოციაციურად უკავშირდებოდა გაკვეთილის თემას.
მეორე ფაზა-ცოდნის კონსტრუირებისათვის პედაგოგმა
გამოიყენა კოგნიტური (ცოდნის მოპოვება და გადამუშავება) სოციალური სტრატეგიები (დიფერენცირებული
სწავლების მიზნით გამოიყენა ჯგუფებში მუშაობა, ინდივიდუალური მუშაოაბა,
თანამშრომლობითი სწავლება)
მესამე ფაზა-რეფლექსია-გამთლიანების
ფაზაზე პედაგოგის მიერ გამოყენებული იყო კოგნიტური (ცოდნის გამოყენების სტრატეგია). მოსწავლეებმა
წარმოადგინეს პრეზენტაციები...
გაკვეთილი იყო
მოსწავლეებისათვის საინტეერსო. მასწავლებელის მიერ გამოყენებული იყო მრავალფეროვანი რესურსები, მეთოდები და აქტივობები.
საგაკვეთილო პროცესში ასეთი ტიპის
რესურსების გამოყენება დადებითად მოქმედებს მოსწავლეთა მოტივაციაზე.
სწორედ ამიტომ, ისინი აქტიურად იყვნენ ჩართული საგაკვეთილო
პროცეში. მოსწალეებმა შეძლეს საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენა. მოსწავლეთა
შეფასება მოხდა როგორც განმავითარებელი კომენტარით, ისე განმსაზღვრელი შეფასებით.
უდვაოა, რომ გაკვეთილის ეფექტური ჩატარებისთვის მნიშვნელოვანია მისი დაგეგმვა. საწავლების სამფაზიანი მოდელი კი
გაკვეთილის სასწავლო პროექტის მსვლელობის ერთგვარი უნივერსალური ჩარჩოა. ის ეხმარება
მოსწავლეებს სწორად გაიაზრონ წაკითხული ტესტი და მიღებული ცოდნა ეფექტურად
გამოიყენონ განსხვავებულ კონტექსტში, სხვადასხვა დავალების შესრულების დროს.
სამფაზიანი მოდელის პირველი ფაზის გამოყენებით პედაგოგმა შეძლო მოზარდების გააქტიურება და მათი ინტერესების
გაზრდა.
მეორე ფაზით მასწავლებელმა შეზლო მოსწავლეთა გაღვივებული ინტერესისა და იმპულსის შენარჩუნება, საძიებელი და ასათვისებელი მასალის შესახებ დისკუსიის წარმართვა, კრიტიკული
ანალიზი, თვალსაზრისთა შეპირისპირებ და შეჯერება.
მესამე ფაზის გამოყენებით მასწავლებელი გავიდა შედეგზე, კერძოდ, მოსწავლეებისგან მიიღო: მიზანმიმართული გააზრება, მიღებული ინფორმაციის განზოგადება, ახალი ცოდნის, ახალი ინფორმაციის ათვისება, თითოეული მოსწავლის მიერ საკუთარი დამოკიდებულების ჩამოყალიბება შესასწავლი მასალის მიმართ,
მოსწავლეებს შორის აზრთა ჯანსაღი გაცვლა–გამოცვლა ამის საფუძველზე მათი თვალსაზრისის გამომხატველი ლექსიკის გამდიდრება.
გაკვეთილმა ურთიერთთანამშრომლობის, მსჯელობის, კამათისა და აზრთა გაზიარების რეჟიმში ჩაიარა. საგაკვეთილო პროცესში ჩართული იყო ყველა მოსწავლე, სსსმ მოსწავლე ნიკოლოზ მესხიშვილს მიეცა დავალებები მისი შესაძლებლობებიდან გამომდინარე, რომლებსაც თავი მშვენივრად გაართვა. ძალიან წახალისდა და მისი სურვილით ჯგუფურ მუშაობაშიც ჩაერთო.