ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა ნანა გორდეზიანმა მე-6 ბ კლასში, პროექტი G-Pried-ის ფარგლებში, ჩაატარა ღია გაკვეთილი, რომლის მიზანი იყო მოსწავლეს შეძლებოდა მხატვრული ტექსტის (ნინო სურმავას „გიჟი მარუსა და ბავშვები“ ) გაგება-გააზრება, მასში ასახული ინფორმაციის,
თემების, იდეებისა და პრობლემატიკის წარმოჩენა.
გაკვეთილი
საინტერესოდ წარიმართა, სადაც თანმიმდევრულად იყო გამოყენებული შემდეგი
აქტივობები:
- Ø სურათებით ტექსტის წინასწარი მიმოხილვა
- Ø ვარაუდების გამოთქმა
- Ø მნიშვნელოვანი სიტყვები
- Ø ტესტის შედგენა საკვანძო სიტყვების გამოყენებით
- Ø მოდელირებული კითხვა
- Ø სიტყვის ვერბალური და ვიზუალური ასოციაციების სქემა
- Ø წყვილებში წაკითხვა
- Ø დისკუსია
- Ø ტექსტზე მუშაობა
- Ø ფუნქციური წერა
დასაწყისშივე მოსწავლეების მოტივაციის ასამაღლებლად მასწავლებლის
მიერ მიწოდებული იქნა ილუსტრაცია, რამაც ბავშვები
განაწყო გაკვეთილისთვის, მათ შეძლეს ტექსტის შესაძლო შინაარსის შესახებ საინტერესო
ვარაუდების გამოთქმა.
თითქმის ყველა მოსწავლე ჩაერთო აქტივობების განხორციელებაში, რამაც ხელი შეუწყო მოსწავლეების თანამშრომლობას. აქტიური და მოტივირებული იყო მთელი კლასი ერთმანეთთან თანამშრომლობისათვის, რის გამოც არ გასჭირვებიათ ემუშავათ წყვილებში და წარმოედგინათ პრეზენტაციები, დაეხასიათებინათ პერსონაჟები, საკვანძო სიტყვების გამოყენებით შეედგინათ ტექსტი... მათ შეძლეს ყურადღების გამახვილება იმ ძირითად მახასიათებლებზე, რაც გამოარჩევდა პერსონაჟებს ერთმანეთისაგან...
თითქმის ყველა მოსწავლე ჩაერთო აქტივობების განხორციელებაში, რამაც ხელი შეუწყო მოსწავლეების თანამშრომლობას. აქტიური და მოტივირებული იყო მთელი კლასი ერთმანეთთან თანამშრომლობისათვის, რის გამოც არ გასჭირვებიათ ემუშავათ წყვილებში და წარმოედგინათ პრეზენტაციები, დაეხასიათებინათ პერსონაჟები, საკვანძო სიტყვების გამოყენებით შეედგინათ ტექსტი... მათ შეძლეს ყურადღების გამახვილება იმ ძირითად მახასიათებლებზე, რაც გამოარჩევდა პერსონაჟებს ერთმანეთისაგან...
გაკვეთილის მიზნამდე მისვლას ხელი შეუწყო მრავალფეროვანი აქტივობების ეფექტურმა გამოყენებამ. მოსწავლეებისთვის საინტერესო იყო წყვილებში მუშაობა, კითხვა-პასუხი, ფუნქციურ წერაზე მუშაობა, დისკუსია... გამოიკვეთა ისეთი მოსწავლეები, რომლებსაც კარგად არ ჰქონდათ წაკითხული ტექსტი, მაგრამ სურვილი ჰქონდათ და მაინც ცილობდენენ კლასში მოსმენილი თემებიდან გამომდინარე გამოეთქვათ საკუთარი აზრი.
წყვილებში
მუშაობის დროს მოსწავლეებმა შეძლეს ტექსტის მთავარი აზრის გაგება, თითოეული
პერსონაჟის შინაგანი სამყაროს გაცნობა, მათი სატკივარის-შიშის ამოცნობა და თავიანთი დამოკიდებულების
განსაზღვრა აღნიშნული საკითხის ირგვლივ.
მოსწავლეებმა
ჯგუფების მიხედვით საკლასო სამუშაოს შესრულებისას წერილობით
წარმოადგინეს თავიანთი აზრი: „მიწერე წერილი ავტორს“, „დაწერე
საგაზეთო სტატია მომხდარის შესახებ“, „მიეცით რეკომენდაციები თანატოლებს, რატომ უნდა წაიკითხონ ეს წიგნი“, "წარმოიდგინეთ, რომ ზაფხულობით ჩადიხართ იმ სოფელში და ამ ბავშვებს იცნობ ურჩიეთ ბავშვებს, როგორ დაავიწყონ მარუსას მზის შიში".
მოსწავლეთა
ნაწერებში იგრძნობოდა მართებული მიდგომა აღნიშნული საკითხის მიმართ .
მცირე
ესეების წერით მოსწავლეები სწავლობენ არგუმენტირებულ მსჯელობას, საკუთარი
მოსაზრების თამამად გაცნობას აუდიტორიისთვის. აღნიშნული აქტივობები ხელს უწყობს
პედაგოგს შედეგის მიღწევაში.
პედაგოგმა შეაჯამა
საგაკვეთილო თემა და მოსწავლეებს ესუბრა ძირითად ღირებულ საკითხებზე, ნაწარმოების
მნიშვნელობასა და მთავარი სათქმელის სიცხადეზე. საბოლოო ჯამში გაკვეთილი
უაღრესად საინტერესოდ წარიმართა, დრო მუშაობაში ისე გავიდა, რომ მოსწავლეებს გული
დაწყდათ გაკვეთილის დამთავრების გამო. ეს იყო ერთი ძალიან კარგი, თანამედროვე მეთოდებითა და აქტივობებით გამდიდრებული გაკვეთილი,
რომელიც წინასწარ დაგეგმილი და მორგებული იყო თითოეულ მოსწავლეზე. ყველაზე სუსტი, გაუბედავი მოსწავლეც კი გაბედულად მონაწილეობდა საგაკვეთილო პროცესში. ახალი საინტერესო მასალა გარკვევით იქნა მიწოდებული,
მოსწავლების მოსაზრებები იყო პრიორიტეტული, მასწავლებელმა მოახდინა მათი მანიპულირება, გამართა დისკუსიები და მოსწავლეთაგან მიიღო არგუმენტირებული პასუხები.
იხილეთ სრული ფოტომასალა
იხილეთ სრული ფოტომასალა