четверг, 10 марта 2016 г.

სპორტული აქტივობები

2016 წლის სასკოლო სპორტული ოლიმპიადა



    საქართველოს სასკოლო სპორტული ოლიმპიადის შეჯიბრებები ტარდება საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების გუნდებს შორის. ოლიმპიადა ტარდება საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მხარდაჭერით. 


   ორგანიზატორია საქართველოს ბავშვთა და მოსწავლე ახალგაზრდობის სპორტის ეროვნული ფედერაცია.
    ოლიმპიადა ტარდება შეჯიბრებებში წარმოდგენილი სპორტის შესაბამისი სახეობების ეროვნული და საერთაშორისო ფედერაციების მოქმედი წესების მიხედვით და ოლიმპიადის საშეჯიბრო დებულებების შესაბამისად.


2016 წლის სასკოლო სპორტული ოლიმპიადის საშეჯიბრო სახეობები:
1.
მინი ფეხბურთი (ვაჟები)
2.
კალათბურთი 3x3 (გოგონები, ვაჟები)
3.
მაგიდის ჩოგბურთი (გოგონები, ვაჟები)
4.
გეზრბენი, იგივე კროსი (გოგონები, ვაჟები)
5.
ხელბურთი (გოგონები, ვაჟები)
6.
ფრენბურთი (გოგონები, ვაჟები)
7.
ბადმინტონი (გოგონები, ვაჟები)
8.
ჩერლიდინგი (გოგონები)
9.
მოძრავი თამაშები - მხიარული სტარტები 
10.
სპორტულ-შემეცნებითი ოლიმპიადა 


    სასკოლო ოლიმპიადის ფარგლებში 4 მარტს ალაქ ქუთაისში გაიმართა საკალათბურთო ტურნირი გოგონებში. ოლიმპიადის ფინალში ასპარეზობის უფლება ქუთაისის N36- და N41- სკოლებმა მოიპოვეს. 36- სკოლამ ტურნირს საკმაოდ ძლიერი მეტოქეები 31-, 32- და მე-2 სკოლები გამოთიშა, ხოლო 41- სკოლამ მე-12 და 23- სკოლები. მესამე ადგილისათვის მატჩში სადაც ერთმანეთს 23- და მე-2 სკოლები დაუპირისპირდნენ გამარჯვება 23- სკოლას დარჩა. ფინალური მატჩი 26 მარტს სპორტის სასახლეში გაიმართება.
  გოგონებმა: ელა სოფრომაძემ, ნინო სვანიძემ, ლილე ნარეშელაშვილმა და მარი შარვაშიძემ დახვეწილი თამაში აჩვენეს, რამაც ამ ტურნირის მოგება განაპირობა. მადლობა გოგონებს და სპორტის პედაგოგ კახაბერ ტყეშელაშვილს. ვუსურვოთ ჩვენი სკოლის გუნდს წარმატებები 26 მარტს. 


,,მასწავლებელი-კალამი" Iგ კლასის დამრიგებელი რუსუდან ლომიძე-გაბუნია

     სკოლაში შესვლისთანავე ბავშვის წინაშე დგება უმნიშვნელოვანესი ამოცანა  წერა-კითხვის შესწავლა. პირველი სასკოლო გამოცდილება (თუ როგორ შეაფასებენ მშობლები და პედაგოგები ბავშვის წინსვლას კითხვის, წერისა თუ ანგარიშის შესწავლისას, წაახალისებენ თუ არა მას) ბავშვის არა მარტო შემეცნებითი, არამედ სოციალურ-ემოციური განვითარების მნიშვნელოვან საფუძველს წარმოადგენს. თუ ეს გამოცდილება დადებითია, მაშინ ბავშვი საკუთარ შესაძლებლობებში რწმუნდება და მეტ წარმატებასაც აღწევს.
   წერა-კითხვის შესწავლაში წარმატებას მნიშვნელოვანწილად განაპირობებს მასწავლებლის მიერ სწორად შერჩეული სწავლების სტრატეგია. იმისთვის, რომ მოსწავლემ დაწყებით საფეხურზე შეძლოს გააზრებული წერა-კითხვა, საჭიროა მიზანმიმართული, მრავალფეროვანი და მრავალმხრივი აქტივოვები, ეს აქტივობები მოითხოვს, როგორც მოსწავლის აქტიურ და გააზრებულ ჩართულობას, ისე მასწავლებლის მიერ სწავლა-სწავლების ეფექტური და თანამედროვე მეთოდების გამოყენებას.
      ამ კუთხით საინტერესო გამოდგა, საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტ ,,G-PRIED"-ის ფარგლებში განახორციელებული ენობრივი პრაქტიკის აქტივობა ,,მასწავლებელი-კალამი" I3 კლასის დამრიგებელის რუსუდან ლომიძე-გაბუნიას მიერ.  ტექსტის სათაურად შეარჩიულ იქნა ,,კეთილი მუხა". მოსწავლეების მიერ ტექსტის შექმნის პროცესს  წარმართავდა თავად პედაგოგი. 


    ბავშვები სათითაოდ კარნახობდნენ წინადადებებს და მასწავლებელი მას აფიქსირებდა დაფაზე. ნაცნობ სიტყვებს თავად ბავშვები წერდნენ. მოსწავლეები ხალისით ჩაერთვნენ  მოთხრობის წერის პროცესში. 



   გაკვეთილი ძალზედ  მრავალფეროვანი, საინტერესო და სახალისოა გამოდგა. მსგავი ტიპის გაკვეთილები მოსწავლის მოტივაციასაც უწყობს ხელს და შემდგომში წიგნების უზარმაზარ ლაბირინთში გზის გაკვალვის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. 

   

   რუსუდან მასწავლებლის მიერ წარმოდგენილი სტრატეგიის განხორციელების შედეგად ჩვენს პატარებს მომავალში გაუადვილდებათ სხვადასხვა ტიპის ტექსტების შინაარსის გაგება-გააზრება, ტექსტში ძირითადისა თუ მეორეხარისხოვანის გარჩევა და მათთვის ნაცნობ თემებზე სხვადასხვა ხასიათის ტექსტების გამართულად წერა-კითხვა. შესაბამისად  განუვითარდებათ ინფორმაციის ადეკვატურად აღქმისა და დამუშავების, ლოგიკურ მსჯელობის, მოვლენათა შორის არსებითი მიმართებების წვდომის უნარი, ეს კი ცხოვრებისეულ მოთხოვნებზე რეაგირების ანუ გარემოსთან ადაპტაციის საშუალებაა. 


ვფიქრობთ, ასეთი აქტივობები ხელს უწყობს პატარების წიგნებთან დამეგობრებას და შედეგად შემდგომში აზრის გამოსახატავად ჩვენი მოსწავლეები კალამსაც თვითონვე აიღებენ ხელში.