пятница, 15 апреля 2016 г.

პროფესიული ორიენტაციის და კარიერის დაგეგმვის მე-7 გაკვეთილი- ედვარდ დე ბონოს „ექვსი მოაზროვნე ქუდი“


  2016 წლის  15 აპრილ ქალაქ ქუთაისის N36 საჯარო სკოლის  IXა და  IXკლასებში პედაგოგმა ირმა ლომიძემ ჩაატარა პროფესიული ორიენტაციის და კარიერის დაგეგმვის რიგით მე-7 გაკვეთილი, რომლის მიზანს წარმოადგენდა მოსწავლეეებში გადაწყვეტილების მიღების უნარის გაუმჯობესება.




     გაკვეთილის მსვლელობის დროს პედაგოგმა  გამოიყენ შემდეგი აქტივობები :

·     ინტერაქტიული მინი-ლექცია
·    გონებრივი იერიში, დისკუსია
·  „კარიერული გადაწყვეტილების მიღების პროცესი „ მეთოდის გაცნობა
·    ჯგუფური მუშაობა
·    პრეზენტაცია 
·    კითხვა-პასუხი




გაკვეთილებს სტუმრების სტატუსით, ესწრებოდა ვარლამ მინდელი ( პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის კურატორი), სკოლის დირექტორი თენგიზ თაბუკაშვილი.  
გაკვეთილი  წარიმართა აზროვნების ტიპების გაცნობით ედვარდ დე ბონოს „ექვსი მოაზროვნე ქუდის“ მიხედვით.  "ექვსი მოაზროვნე ქუდი"  არის ეფექტური მეთოდი, მიაჩვიო ადამიანები იფიქრონ სხვადასხვა კუთხით.  აზროვნების სწავლა ნიშნავს აღქმის, აზროვნების ნაკადის მიმართულების შეცვლას. მნიშვნელოვანია შეგეძლოს საკუთარი უნარების განვითარება სიტუაციისა და მოთხოვნის შესაბამისად.
   პედაგოგმა მოსწავლეეებს გააცნო, რომ ბონოს "ექვსი მოაზროვნე ქუდის" მიხედვით, აზროვნება ექვს სხვადასხვა რეჟიმად იყოფა, ყოველ მათგანს კი განსხვავებული ფერის ქუდი შეეფერება. 

 

   თეთრი ქუდი – ინფორმაციაზე კონცენტრირება, მიუკერძოებლობა  ფაქტების, ციფრების, მოვლენების წინაშე, ემოციებისაგან გათავისუფლება ;
წითელი ქუდი - გრძნობების, ემოციის თავისუფლად გამოხატვა.
   შავი ქუდი -  მოვლენათა სუსტი მხარე. ნებისმიერ ინფორმაციას ეჭვის თვალით ყურება, უარყოფითის ძიება. ნეგატიურ ასპექტზე ყურადღების გამახვილება, კრიტიკა, შეფასება, სიფრთხილე.
  ყვითელი ქუდი -  ძლიერი მხარეების იდენტიფიცირება, რესურსების მოძიება, სიტუაციის დადებითი მხარეების გაცნობიერება. ხედვა აუცილებლად უნდა დასაბუთდეს. 
  მწვანე ქუდი - შემოქმედებითი აზროვნების გააქტიურება, არასტანდარტული მიდგომების გამოყენება, ახალი ხერხებისა და მეთოდების მოძიება
    ლურჯი ქუდი -   პროცესის ორგანიზება, კონტროლი და მართვა.  იგი მართავს, აჯამებს და შემდგომ მიმართულებებს სახავს.
   პედაგოგმა კლასი დაყო 5 ჯგუფად. ყველა ჯგუფს მიეცა აქტივობა - „ელენეს შემთხვევა“.  თითოეულმა  ჯგუფმა დახურული ყუთიდან ამოიღო ქუდი და მისი შეფერილობის შესაბამისად  მოსწავლეებს უნდა ემსჯელათ განსახილვევი საკითხის- ელენეს შემთხვევაზე ორი მიმართულებით: იმ შემთხვევაში თუ ელენე ჩააბარებს  საექთნო კოლეჯში და  იმ შემთხვევაში თუ ელენე არ ჩააბარებს  საექთნო კოლეჯში.  



იხილეთ მე-9ა კლასის მუშაობის ამსახველი ფოტომასალა  
                               
იხილეთ მე-9ბ კლასის მუშაობის ამსახველი ფოტომასალა             


   მსჯელობა საინტერესოდ წარიმართა. აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად მოსწავლეები შეჯერდნენ ერთ საკითხზე და თითოეულმა ჯგუფმა, პრეზენტატორმა, წარმოადგინა საკუთარი ჯგუფის იდეა.




 პრეზენტაციების წარმოდგენის შემდეგ მასწავლებელმა მოსწავლეებს შესთავაზა „ლურჯი ქუდი“ (აზროვნების პროცესის ორგანიზება, კონტროლი და მართვა) და მიღებული ინფორმაციის დაყრდნობით სთხოვა დაფიქრებულიყვნენ „უნდა ჩაებარებინა თუ არა ელენეს საექთნო კოლეჯში“. პედაგოგმა მოსწავლეებს სთხოვა „მომხრეები“ და „მოწინააღმფდეგეები“ გუნდებად გადანაწილებულიყვნენ. 



 მოსწავლეები გამოთქვამდნენ საკუთარ არგუმენტებს, თითოეული გუნდიდან მოსწავლეებს შეეძლოთ არგუმენტების მოსმენის შემდეგ შეეცვალათ თავიანთი პოზიცია და გადასულიყვნენ მეორე გუნდში, თუმცა პირვანდელი პოზიცია არავის შეუცვლია. დისკუსია მეტად საინტერესოდ წარიმართა, მასში მოსწავლეებთან ერთად სკოლის დირექტორი თენგიზ თაბუკაშვილი და სტუმარი ვარლამ მინდელიც ჩაერთო.




გაკვეთილის დასასრულს პედაგოგმა მოსწავლეებს დაურიგა კარიერული გადაწყვეტილებების მიღების მოდელი, ესაუბრა სქემის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ ეს სქემა დაეხმარება მათ ისწავლონ მომავლის დაგეგმვის ტექნიკა და მიიღონ გაცნობიერებული გადაწყვეტილება. 
ვარლამ მინდელმა საინტერესო გაკვეთილისათვის მადლობა გადაუხადა პედაგოგს და სკოლის დირექციას, მოსწავლეებს კი უსურვა  წარმატებული კარიერა.