სკოლის ბიბლიოთეკას უკვე მრავალი წელია ხელმძღვანელობს ბიბლიოთეკარი, ქალბატონი ნანული ასათიანი. იგი ეხმარება მოსწავლეებს საჭირო ლიტერატურის მოძიებასა და ცოდნის გაღრმავებაში. ბიბლიოთეკის მომსახურეობით სარგებლობენ არამარტო მოსწავლეები, არამედ მასწავლებლები და მშობლები. წიგნადი ფონდი მოიცავს როგორც სასკოლო სახელმძღვანელოებს, ისე თანამედროვე ლიტერატურას, სახელმძღვანელოებსა და დამხმარე სახელმძღვანელოებს; იგი აღჭურვილია ანბანური და სისტემური კატალოგებით .
ქალბატონი ნანული ზრუნავს წიგნის ფონდის გამდიდრებაზე, მისი აქტიური მოთხოვნით და დირექციის მხარდაჭერით, შეძენილი იქნა ენციკლოპედიები, ლექსიკონები, ქართველი კლასიკოსების ტომეულები და მრავალი სხვა, რაც ემსახურება იმას, რომ მრავალფეროვანი წიგნის ფონდის წყალობით სკოლის მოსწავლეებს არ უწევთ სკოლის გარეთ ლიტერატურის ძიება, რადგანაც ბიბლიოთეკაში დაცულია 13 000-მდე წიგნი.
სკოლის ყოველდღიურ ცხოვრებაში ბიბლიოთეკა აქტიურადაა ჩართული:
ბიბლიოთეკის
ამოცანები და ფუნქციები
- ბიბლიოთეკის ძირითად ამოცანას შეადგენს სასწავლო აღმზრდელობითი პროცესის ინფორმაციული უზრუნველყოფა მოსწავლეთა და პედაგოგთა საბიბლიოთეკო და საინფორმაციო–ბიბლიოგრაფიული მომსახურების ფორმებისა და მეთოდების გამოყენებით;
- ბიბლიოთეკა ფლობს სხვადასხვა დარგის სასწავლო, სამეცნიერო–პოპულარულ, მხატვრულ და მეთოდური შინაარსის პროფილური საბიბლიოთეკო დოკუმენტების ფონდებს. მათი გამოყენება, სარგებლობის წესები და საბიბლიოთეკო მომსახურების ფორმები განისაზღვრება ბიბლიოთეკის შინაგანაწესით;
- თავისი ამოცანების შესასრულებლად ბიბლიოთეკა:
– იძენს, იცავს და ხელმისაწვდომს ხდის
საბიბლიოთეკო დოკუმენტების ფონდებს
სკოლის სასწავლო, საგანმანათლებლო და აღმზრდელობითი ამოცანების
გათვალისწინებით;
–
სისტემატურად ანახლებს საბიბლიოთეკო დოკუმენტების
ფონდებს მათში ტრადიციული და ელექტრონული ინფორმაციის წყაროების წარმოდგენით;
–
აწარმოებს
მოსწავლეთა , პედაგოგთა და სხვა კატეგორიის მკითხველთა საბიბლიოთეკო და
საინფორმაციო– ბიბლიოგრაფიულ მომსახურებას;
–
სწავლობს მოსწავლეთა საბიბლიოთეკო კითხვაში ჩაბმის
მდგომარეობას, აკეთებს ანალიზს და რეკომენდაციებს წარუდგენს სკოლის დირექციას;
–
საბიბლიოთეკო დოკუმენტების შეძენის, შეფასებისა და
ჩამოწერის საკითხებს ათანხმებს სკოლაში მოქმედ შესაბამის კომისიასთან, სკოლის
დირექციასთან;
–
ეწევა კულტურულ–საგანმანათლებლო და საინფორმაციო
მუშაობას, იყენებს რა ამ მიმართულებით მასობრივი მუშაობის ტრადიციულ და ინოვაციურ
მეთოდებს;
–
ნერგავს ახალ საბიბლიოთეკო ტექნოლოგიებს.
– ქმნის კატალოგებისა და კარტოთეკების სისტემას თანამედროვე სტანდარტების მოთხოვნათა
შესაბამისად;
–
ქმნის საბიბლიოთეკო დოკუმენტების დაცვისათვის
ხელსაყრელ პირობებს; აწარმოებს ფონდების ინვენტარიზაციას დადგენილი წესების
შესაბამისად; ათავისუფლებს ბიბლიოთეკას სხვადასხვა საფუძვლებით მოძველებული
საბიბლიოთეკო დოკუმენტებისაგან;
–
საბიბლიოთეკო ფონდების დარგობრივ შემადგენლობასა და
ეგზემპლართა რაოდენობას განსაზღვრავს ბიბლიოთეკის პროფილისა და სკოლის კონტინგენტის
მიხედვით, მხედველობაში ღებულობს რა სპეციალისტთა რჩევას და კონსულტაციებს;
–
აღრიცხავს საბიბლიოთეკო დოკუმენტებს დადგენილი
ფორმებისა და წესების შესაბამისად; აწარმოებს ფონდების სტრუქტურული შემადგენლობის
ანალიზს ხარვეზების გამოვლენისა და უარების შემცირების მიზნით;
–
მოსწავლეთა და პედაგოგთა თემატური დაკვეთების
საფუძველზე ადგენს წერილობით ბიბლიოგრაფიულ ცნობებს. ამ მიმართულებით იყენებს
ბიბლიოთეკის საცნობარო–ბიბლიოგრაფიულ ფონდებს, კომპიუტერულ ტექნოლოგიებს;
–
აწარმოებს ყოველდღიური სამუშაო პროცესების
აღრიცხვას დადგენილი ფორმით; დირექციას წარუდგენს ბიბლიოთეკის წლიურ სამუშაო
გეგმებსა და ანგარიშებს;
ბიბლიოთეკა ძაან გვეხმარება ბევრი რამეს გაგებაში ნინო მარგველაშვილი
ОтветитьУдалить