четверг, 7 апреля 2016 г.

მე-6ა კლასი, ქართული ენა და ლიტერატურა- პედაგოგი ხათუნა გეწაძე-რუხვაძე

 7 აპრილს ქალაქ ქუთაისის N36 საჯარო სკოლის მე-61 კლასში, ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა, ხათუნა გეწაძე-რუხვაძემ ,,G-PRIED"-ის აქტივობების 
გამოყენებით ჩაატარა ღია გაკვეთილი თემაზე „პლანეტების აღლუმი“.  გაკვეთილზე გამოყენებული იყო   საინფორმაციო  ჟანრის  ტექსტი.  გაკვეთილს ჰქონდა სამფაზიანი სტრუქტურა: წაკითხვამდე, კითხვის დროს, წაკითხვის შემდეგ. მასწავლებელი და მოსწავლეები მთელი გაკვეთილის განმავლობაში აქტიურად იყვნენ ჩართულ ფიქრის, ვარაუდების გამოთქმის, კითხვის, მსჯელობისა და ერთობლივი შემოქმედების პროცესში.

  
      

   გაკვეთილის დასაწყისშივე მოტივაციის ასამაღლებლად და ინტერესის გასაზრდელად პედაგოგმა მოსწავლეებს აჩვენა ვიდეო მასალიდან ნაწყვეტი  პლანეტების განლაგების შესახებ. მოსწავლეებს გააჩნიათ დიდი ინტერესი კოსმოსის მიმართ. გამოყენებული იყო მრავალფეროვან სასწავლო საშუალებებ და რესურსებ, მათ შორისელექტრონული რესურსები,  დავალების ბარათები... 

 

  პედაგოგის მიერ შერჩეულმა  მეთოდებმა გაამართლა, მოსწავლეები აქტიურად ჩაერთვნენ საგაკვეთილო პროცესში.  მეთოდები ნამდვილად შეესაბამებოდა  როგორც აქტივობას, ასევე მოსწავლეთა შესაძლებლობებსა და გამოცდილებას. 
გათვალისწინებული  იყო  მოსწავლეთა საჭიროები, შესაძლებლობებ... 


  
 

დავალების ბარათმა მოსწავლეებს ფიქრისა და პრობლემის გადაჭრის გზების ძიების სტიმული  მისც, ხელი შეუწყო კითხვების დასმა, წაახალის ზეპირი და წერილობითი კომუნიკაცია, თანამშრომლობა. 

 
 

  გაკვეთილზე წარმოდგენილი მასალები  მოსწავლეებ მხოლოდ კონკრეტული საკითხის შესახებ ცოდნის მიღებაში კი არ დაეხმარა, არამედ გაუღვივა კომუნიკაციის, პრეზენტაციის,  თანამშრომლობის უნარები.  
   ამ სამფაზიანი სტრუქტურის ერთ-ერთი დადებითი მხარე ის არის, რომ მას თითქმის ყველა მოსწავლე მიჰყავს წარმატებამდე, განურჩევლად მისი უნარებისა თუ კითხვის მოტივაციისა. სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეს პედაგოგის მიერ მიეცა დავალება- მან დახატა პლანეტები ...

 
ასეთი მეთოდები პედაგოგებს  საშუალებას აძლევ გაააქტიურო მოსწავლეების შემეცნებითი შესაძლებლობები, ხელი შევუწყო კრიტიკული აზროვნებისა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარის განვითარებას
 
გაკვეთილს ესწრებოდა დირექტორი თენგიზ თაბუკაშვილი, მოადგილე ლელა გრძელიშვილი და სკოლის პედაგოგები.  დამსწრე საზოგადოებამ მოსწავლეებსა და პედაგოგს გაკვეთილის შესახებ თავიანთი აზრი გააცვნეს და წარმატებები უსურვეს როგორც პედაგოგს, ასევე მოსწავლეებს.