2016 წლის 22 აპრილს ქალაქ ქუთაისის N36 საჯარო სკოლის მე-6ბ კლასში G-Pried-ის აქტივობებით გამდიდრებული კიდევ ერთი გაკვეთილი ჩაატარა პედაგოგმა მერი აბულაძემ, გაკვეთილს ესწრებოდა G-Pried-ის ტრენერი იაგორ ბალანჩივაძე და სკოლის დირექტორი თენგიზ თაბუკაშვილი. გაკვეთილის თემა გახლდათ: სივრცული ფიგურები, სივრცული ფიგურების ზედაპირის ფართობი.
გაკვეთილის მიზანს წარმოადგენს: მოსწავლემ გაიღრმაოს სივრცული წარმოდგენები ამოიცნოს სივრცული ფიგურები, მოდელის მიხედვით შეძლოს მათი აღწერა, ელემენტის დასახელება, ზოგიერთი სივრცული ფიგურის შლილის წარმოდგენა, სივრცულ ფიგურებზე დაკვირვების საფუძველზე ვარაუდის გამოთქმა ელემენტების რაოდენობას შორის კავშირის შესახებ, გაზომვის ჩატარებით შეძლოს სივრცული ფიგურების ზედაპირის ფართობის გამოთვლა (მხოლოდ პარალელეპიპედისა და კუბის). პრაქტიკული ამოცანების ამოხსნა.
მასწავლებელმა მოახდინა წინარე ცოდნის შემოწმება და გამოიკვეთა, რომ მოსწავლეებმა იციან მარტივი გეომეტრიული და ბრტყელი ფიგურების ამოცნობა (წერტილი, წრფე, მონაკვეთი, მართკუთხედი, კვადრატი), იციან რიცხვებზე მოქმედებების შესრულება, რიცხვების შედარება, ფიგურის ფართობი, მართკუთხედისა და კვადრატის ფართობის გამოთვლა, ფართობის საზომი ერთეულები და კავშირი მათ შორის.
გაკვეთილი დაიგეგმა და წარიმართა სამფაზიანი კონსტრუქტივისტული მოდელის გამოყენებით.
გაკვეთილის ფაზები
I ფაზაში პედაგოგმა წინასწარ მიცემული პრაქტიკული ხასიათის ამოცანების შესრულების სისწორე შეამოწმა გამოძახებით, ხოლო შესრულება მერხებს შორის ჩამოვლით. ამოცანების ამოხსნის პრეზენტაციის დამთავდების შემდეგ კლასს მიმართა კითხვით და შეაფასა მოსწავლეთა მზაობა ახალი მასალის მოსასმენად და შესასწავლად.
II ფაზა - განმავლობაში- პედაგოგმა მის მიერ დასმულ შეკითხვებზე: თუ იცით ისეთ ფიგურები რომელთაც აქვს ორზე მეტი განზომილება? რომელია მათი განზომილებები? -მოსწავლეებიდან ამომწურავი პასუხები მიიღო. სივრცული ფიგურების მოდელების გამოყენებით აჩვენა მათი ელემენტები: წახნაგები, წიბოები და წვეროები.
განუმარტა, ის რომ ერთი წვეროდან გამოსულ სამ წიბოს განზომილებები ეწოდება. გააცნო მართკუთხა პარალელეპიპედი და კუბი, აჩვენა მათი წახნაგები, წიბოები, წვეროები და ფუძეები. ესაუბრა პირამიდაზე, რომლის გვერდითი წახნაგები საერთო წვეროს მქონე ტოლფერდა სამკუთხედებია. სამკუთხედის წვეროები პირამიდის წვეროებია გვერდები წიბოებია, ხოლო თვით სამკუთხედები გვერდითი წახნაგებია. მრავალწახნაგების სახელდება ხდება ფუძის მრავალკუთხედის მიხედვით. გაკვეთილი გამდიდრებული იყო მრავალფეროვანი თვალსაჩინოებებით, მოდელებით, რაც მოსწავლეებისათვის აღქმის კარგი საშუალებაა.
განუმარტა, ის რომ ერთი წვეროდან გამოსულ სამ წიბოს განზომილებები ეწოდება. გააცნო მართკუთხა პარალელეპიპედი და კუბი, აჩვენა მათი წახნაგები, წიბოები, წვეროები და ფუძეები. ესაუბრა პირამიდაზე, რომლის გვერდითი წახნაგები საერთო წვეროს მქონე ტოლფერდა სამკუთხედებია. სამკუთხედის წვეროები პირამიდის წვეროებია გვერდები წიბოებია, ხოლო თვით სამკუთხედები გვერდითი წახნაგებია. მრავალწახნაგების სახელდება ხდება ფუძის მრავალკუთხედის მიხედვით. გაკვეთილი გამდიდრებული იყო მრავალფეროვანი თვალსაჩინოებებით, მოდელებით, რაც მოსწავლეებისათვის აღქმის კარგი საშუალებაა.
ჯგუფებს დაურიგა სივრცულ ფიგურების, პარალელეპიპედისა და კუბის მოდელები და მისცა დავალებები: დაეთვალათ რამდენი წახნაგი, წიბო და წვერო ჰქონდათ ფიგურებს. მოსწავლეებს შესაბამისად უნდა შეევსოთ ცხრილი და აღმოეჩინათ კანონზომიერება. დავალება იმდენად საინტერესო აღმოჩდა მოსწავლეებისათვის, რომ აქტივობაში ჩაერთო ისეთი მოსწავლეებიც რომლებიც მათემატიკის სიყვარულით არ გამოირჩევიან. მოსწავლეთა ინტერესი მასწავლებლის სწორად მოძიებულმა რესურსებმა და გაკვეთილის ახსნის საინტესესო მიდგომამ გამოიწვია.
მოსწავლეებმა სივრცულ ფიგურის მოდელებზე დაკვირვებით დაადგინეს მათი ელემენტების: წახნაგების, წიბოების, და წვეროების რაოდენობები, გაზომვების ჩატარებით გამოთვალენ მართკუთხა პარალელეპიპედისა და კუბის ზედაპირის ფართობი.
III ფაზა- შემდგომ- მასწავლებელმა შეამოწმა დავალება, კლასთან ერთობლივი იტერაციით ამოიხსნა ამოცანები, რის შემდეგაც მოახდინა მოსწავლეთა შეფასება შეფასების რუბრიკის მიხედვით.
ამ გაკვეთილის შემდეგ მოსწავლეებს განუვითარდებათ გრაფიკული გამოსახულების მიხედვით ფიგურების აღწერის უნარი. სივრცული წარმოდგენები. ფიგურათა ზედაპირის ფართობის გამოსათვლელად გაზომვებისა და გამოთვლების უნარ-ჩვევები, გაიწაფებიან სხვადასხვა სტრატეგიების გამოყენებაში. გაკვეთილი შედეგიანი გამოდგა. კმაყოფილი დარჩა მასწავლებელი, მოსწავლეები და თავად ტრენერი.
იხილეთ სრული ფოტომასალა