ქალაქ ქუთაისის №36 საჯარო სკოლის I კლასში ჩატარდა ღია გაკვეთილი ,, ანბანის შემობრძანება“. კლასის ხელმძღვანელმა ლელა ჟორჟოლიანმა და მისმა ულამაზესმა პატარებმა უმასპინძლეს ანბანს დაერთად შეაბიჯეს იმ ჯადოსნურ სამყაროში რასაც „ანბანეთი“ ჰქვია.
ღია გაკვეთილზე მოსწავლეებმა წარმოაჩინეს ერთი თვის განმავლობაში წინასაანბანო პერიოდში შესწავლილი მასალა: ლექსები, სიტყვები, ანდაზები, გამონათქვამები.
გაკვეთილი დატვირთული იყო სახალისო აქტივოებებით, ჯგუფური მუშაობით. პედაგოგი პარალელურად პროექტორის საშუალებით ეკრანზე აჩვენებდა თემის ირგვლივ წინასწარ მომზადებულ
მასალას.
ყველასაგან მოულოდნელად სასაჩუქრე
ყუთიდან სტუმრად მოსულმა ულამაზესმა იამ თავი ამოყო, მოგვესაალმა და გვითხრა: ალბათ მიცანით, მე სწორედ ის პატარა ია ვარ, რომელიც თქვენს დედაენის წიგნში ხატია, პირველად მე უნდა გაგიღიმოთ, იის სურნელს გაზიაროთ და ცოდნის სამყაროსაკენ სავალი გზა დაგილოცოთ.
პატარებმა სტუმრად მოსული ია ლექსებით შეამკეს, სიმღერაც უმღერეს და დიდი სიყვარულით უმასპინძლეს. ბუშტებიდან გადმოყრილი პაწაწინა იები ირგვლივ მიმოიფანტა და საოცარი სითბო შემოიტანა ყველას გულებში.
იხილეთ სრული ფოტომასალა