პროფორიენტაციის გაკვეთილები

პროფორიენტაცია დამხმარე ბმული



აქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომპროფესიული ორიენტაციისა დაკარიერის დაგეგმვის პროგრამა’’, რომელიც საბაზო და საშუალო საფეხურის დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებისთვის არის განკუთვნილი 2014 წლიდან აამოქმედა.
პროგრამის მიზანია სკოლებში პროფკონსულტანტები (მასწავლებლები) დაეხმარონ მოზარდებს საკუთარი შესაძლებლობების ადეკვატურად შეფასებასა და განვითარებაში, რაც საბოლოოდ მათ პროფესიის არჩევაში დაეხმარება.
გამომდინარე იქიდან, რომ პროფესიული ორიენტაცია სრულიად ახალი დისციპლინაა ქართულ რეალობაში, ადამიანებს უჭირთ გაიგონ რაში მდგომარეობს მისი არსი, რაში შეიძლება მისი გამოყენება და რა დადებითი მხარეები აქვს მას.
პროფესიული ორიენტაცია საკუთარი თავის, შრომითი ბაზრისა და საგანმანათლებლო შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის შეგროვება, ორგანიზება და სისტემაში მოყვანაა.
ეს ყველაფერი კი მოზარდებს სწორი, მათთვის შესაფერისი პროფესიის არჩევაში დაეხმარებათ


პროგრამაში ჩვენი სკოლა ჩაერთო 2014-2015 სასწავლო წელს. მოსწავლეებთან აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მუშაობდა კლასის დამრიგებლები ნანა გორდეზიანი, ციცინო ჭეიშვილი და ლია ოსაძე, ხოლო 2015-2016 სასწავლო წელს პედაგოგი ირმა ლომიძე, რომელმაც გაიარა სპეციალური ტრენინგები და შეექმნა წარმოდგენა იმაზე, თუ რა კუთხით იმუშაოს მოსწავლეებთან. პედაგოგს მიღებული აქვს სპეციალური სერთიფიკატი




წარმოგიდგენთ პედაგოგის მიერ ჩატარებული საინტერესო გაკვეთილების მასალას.



2015-2016 სასწავლო წელს ჩატარებული პროფესიული ორიენტაციის და კარიერის დაგეგმვის გაკვეთილები IX - Xკლასებში, პედაგოგი ირმა ლომიძე


N1 გაკვეთილი

გაკვეთილის მიზანი: მოსწავლეთა ინფორმირება პროფესიის არჩევის მნიშვნელობაზე, პროფესიათა მახასიათებლებისა და კონკრეტული პროფესიის წარმომადგენელთათვის აუცილებელი ცოდნისა და უნარების გააზრება
გაკვეთილის გამოყენებული აქტივობები :
Ø  მინი-ლექცია
Ø  გონებრივი იერიში
Ø  ჯგუფური მუშაობა „შეურჩიე პროფესია
Ø  მინი ლექცია- ჰოლანდის ტიპოლოგიისა და კლიმოვის კლასიფიკაციის გაცნობა.

                     

შედეგი: მოსწავლეები აცნობიერებენ მომავალი პროფესიის არჩევის მნიშვნელობას. თითოეული მოსწავლე ინდივიდუალურად ახდენს პიროვნული მახასიათებლის იდენტიფიცირებას ჰოლანდის ტიპოლოგიასთან. მოსწავლეები ეცნობიან პროფესიათა ჯგუფების მახასიათებლებს და აუმჯობესებენ ჯგუფში მუშაობის უნარს.

           
                 



N2 გაკვეთილი:


მიზანი: სუბიექტური რეალობის არსებობის გაცნობიერება. სტერეოტიპების გავლენა და მათი მოქმედება.
გაკვეთილის გამოყენებული აქტივობები:
Ø  დისკუსია
Ø  გონებრივი იერიში
Ø  ჯგუფური მუშაობა,
Ø  მინი ლექცია
Ø  პრეზენტაცია
Ø  კითხვა-პასუხი


მოსწავლეებს გაკვეთილის დასაწყისშივე განუმარტა გაკვეთილის მიზანი.
თითოეული მათგანი თანაბრად ჩაერთო აქტივობებში.მოსწავლეებს ჰქონდათ საშუალება თამამად გამოეთქვათ თავიანთი ვარაუდები და დაეფიქსირებინათ შეხედულებები. საკითხის უკეთ გაგების მიზნით მოვამზადე პედაგოგის მიერ შეთავაზებულ იქნა პრეზენტაცია.

                

შედეგი: აღქმის ილუზიები და სუბიექტურობის გააზრება. პროფესიის არჩევაზე მოქმედი სტერეოტიპების და მათი მოქმედების რისკების გაცნობიერება.





N3 გაკვეთილი:


მიზანი: პროფესიათა მახასიათებლებისა და კონკრეტული პროფესიის წარმომადგენელთათვის აუცილებელი ცოდნისა და უნარების გააზრება.
გაკვეთილის გამოყენებული აქტივობები:
Ø  დისკუსია
Ø  გონებრივი იერიში
Ø  ჯგუფური მუშაობა, როლური თამაშები
Ø  პრეზენტაცია
Ø  კითხვა-პასუხი




  

შედეგი: მოსწავლეები გააცნობიერებენ პროფესიათა მახასიათებლებისა და კონკრეტული პროფესიის წარმომადგენლთათვის აუცილებელ ცოდნასა და უნარებს.


N4 გაკვეთილი:


მიზანი: მომავლის დაგეგმვის მნიშვნელოვნების გააზრება
გაკვეთილის გამოყენებული აქტივობები:
Ø  გონებრივი იერიში
Ø  სავარჯიშოვირჩევთ მიზანს“- ჯგუფური მუშაობა
Ø  მინი ლექცია
Ø  რა არის გეგმა“ -ტვინის შტურმი
Ø  სავარჯიშო- „ სამშენებლო კომპანია
Ø  კითხვა-პასუხი


პედაგოგმა ირმა ლომიძე მოსწავლეებს ესაუბრა სხვადასხვა სფეროში წარმატებული ადამიანების შესახებ, აჩვენა საინტერესო ვიდეორგოლები იმ ადამიანების შესახებ, რომლებმაც სწორად დაგეგმეს თავიანთი კარიერამოსწავლეებმა გაიგეს თუ რა უნარებისა და კომპეტენციების ფლობაა აუცილებელი ამა თუ იმ სფეროში წარმატების მისაღწევად. გაკვეთილის მსვლელობისას მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართულნი, მიმდინარეობდა ჯანსაღი დისკუსია და განიხილავდნენ მათთვის საინტერესო დეტალებს.

          


შედეგი: მოსწავლეები აცნობიერებენ მომავლის დაგეგმვის მნიშვნელობას, ივითარებენ მიზნის დასახვისა და გეგმის შედგენისათვის საჭირო უნარებს


N5 გაკვეთილი:


მიზანი: საქართველოში არსებული პროფესიათა სფეროების გაცნობა.
გაკვეთილის გამოყენებული აქტივობები:
Ø  სავარჯიშოპროფესია-სპეციალობა“-ჯგუფური სამუშაო
Ø  მინი-ლექცია
Ø  ჯგუფური მუშაობაპროფესიის პრეზენტაცია
Ø  კითხვა-პასუხი


შედეგ: მოსწავლეები გაეცნობიან საქართველოს ეროვნულ საკვალიფიკაციო ჩარჩოს; გაიაზრებენ სწავლის შედეგად მიღებული კომპეტენციების კავშირს პროფესიებთან


N6 გაკვეთილი

მიზანი: შრომითი ღირებულებებისა და ინტერესების როლის გაცნობიერება პროფესიული არჩევანი დროს.



გაკვეთილის მსვლელობისას გამოყენებული აქტივობები:

Ø  პროფესიული არჩევანის პროცესში პიროვნული თვისებების, ინტერესების, ღირებულებების და უნარების მნიშვნელობის გაცნობიერება
Ø  მოსწავლეთა ინფორმირებულება შრომითი ღირებულებების შესახებ
Ø  ღირებულებათა აუქციონი



       

გაკვეთილი საინტერესოდ წარიმართა, პედაგოგის (ირმა ლომიძის) მიერ მიწოდებულმა უამრავმა აქტივობამ მოსწავლეთა მაქსიმალური აქტივობა გამოიწვია. მოსწავლეები აქტიურობამ პიკს მიაღწია. საინტერესო იყო მათი მსჯელობააღნიშნული საკითხის ირგვლივ. აღნიშნეს, რომ საქართველოში პროფესიას ძირითადად ირჩევენ ოჯახის წევრების, ახლობელების რჩევით ან პროფესიის მოდურობიდან გამომდინარე, მოტივით, რომ ეს პროფესიარომანტიულიან დაინტელექტუალურია“, თუმცა ხშირად მათი თანატოლები ვერ თუ არ აცნობიერებენ, რომ ამ ტიპის პროფესიებში საკუთარი თავის წარმატებულად რეალიზაციისათვის მათ მოუწევთ რუტინულიარარომანტიულიდაარაინტელექტუალურისამუშაოების შესრულება. ამასთანავე, არსებობს იმის რისკი, რომ გარკვეული დროის შემდეგ ესა თუ ის პროფესია აღარ იქნებამოდურიანპრესტიჟული“, ან თუნდაც, „მოდურიდაპრესტიჟულიპროფესია სულაც არ შეესატყვისება მათ უნიკალურ მახასიათებლებს. დისკუსიაში ჩაერთო ყველა მოსწავლე, გაკვეთილის მიზანი 100% მიღწეულ იქნა.


        


შედეგი: მოსწავლეები ეცნობიან და ანალიზებენ საკუთარ ინტერესებს და შრომით ღირებულებებს, იზიარებენ მათ კავშირს პროფესიულ არჩევანთან.

N7 გაკვეთილი

2016 წლის  15 აპრილ ქალაქ ქუთაისის N36 საჯარო სკოლის  IXა და  IXბ კლასებში პედაგოგმა ირმა ლომიძემ ჩაატარა პროფესიული ორიენტაციის და კარიერის დაგეგმვის რიგით მე-7გაკვეთილი.

გაკვეთილის მიზანი: მოსწავლეეებში გადაწყვეტილების მიღების უნარის გაუმჯობესება.





ქალაქ ქუთაისის N36 საჯარო სკოლის მე-11 კლასში პედაგოგ ირმა ლომიძის მიერ  ჩატარდა პროფესიული ორიენტაციის და კარიერის დაგეგმვის  გაკვეთილი.
გაკვეთილის მიზანიშრომის ბაზრის მნიშვნელობა პროფესიის არჩევის და კარიერის დაგეგმვის პროცესში: რეზიუმეს (CV) ძირითადი სტრუქტურა და მომზადება



2016-2017 სასწავლო წელი 





პირველი გაკვეთილი მე-9 კლასში



Комментариев нет:

Отправить комментарий