ინკლუზიური განათლება (Inclusive education) არის საგანმანათლებლო მიდგომა და იდეა, რომლის ფარგლებშიც განათლების სისტემა უზრუნველყოფს ყველა ბავშვის თუ მოზარდის ხარისხიან განათლებას ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში იმის მიუხედავად, თუ რა ფიზიკური, შემეცნებითი, სოციალური, ემოციური, ლინგვისტური, ეთნიკური, რასობრივი, რელიგიური, სქესობრივი თუ სხვა მახასიათებელი გააჩნიათ. ინკლუზიური განათლებასთან დაკავშირებული მომსახურება (Inclusive Education Related
Services) არის ყველა ტიპის მომსახურება, რომელიც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიიროების მქონე ბავშვს დაეხმარება სწავლასა და ადაპტაციაში და მოიცავს ფსიქოლოგიური, ლოგოპედური, ფიზიკური, სატრანსპორტო და სხვა სახის მომსახურებას.
ინკლუზიური განათლების კოორდინატორი (Inclusive education coordinator) არის სკოლის მიერ არჩეული პიროვნება, რომელიც პასუხისმგებელია სკოლაში ინკლუზიური განათლების საკითხების კოორდინირებაზე. ინკლუზიური განათლების მულტიდისციპლინური გუნდი (Inclusive education multidiciplinary team) ეს ის
სპეციალისტების გუნდია, რომლის შემადგენლობაში შედიან: ფსიქოლოგი, ოკუპაციური თერაპევტი, მეტყველების თერაპევტი, სპეციალური პედაგოგი და ზოგადი განათლების პედაგოგი. გუნდის შემადგენლობა შეიძლება იცვლებოდეს საჭიროებისდა მიხედვით. მულტიდისციპლინური გუნდი ახდენს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე ბავშვების იდენტიფიკაციასა და შეფასებას, მშობლებისა და მასწავლებლების კონსულტირებას სსსმ ბავშვის სწავლას, სწავლებასა და ქცევასთან დაკავშირებით,
ამრიგად, ინკლუზიური განათლება არ გულისხმობს მხოლოდ ფიზიკური, გონებრივი და ინტელექტუალური შეზღუდვების მქონე ბავშვებისა და მოზარდების ინტეგრაციას ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში. ინკლუზიური განათლება არის სწავლის პროცესში აქტიურობის და სწავლების დამაბრკოლებელი ბარიერების განსაზღვრის, შემცირების ან აღმოფხვრის ორმხრივი პროცესი. ინკლუზიური განათლების სტრატეგიები გულისხმობს კავშირს მოსწავლესა და მის ირგვლივ არსებულ გარემოს შორის. ეს პროცესი მიზნად ისახავს ყველა მოსწავლის საჭიროებების და აუცილებლობების დადგენას და უზრუნველყოფას. აღნიშნული პროცესი წარმოშობს ცვლილებებს შინაარსის, მეთოდოლოგიის, სტრუქტურისა და სწავლების სტრატეგიების თვალსაზრისით.
ჩვენს ქვეყანაში ინკლუზიური განათლების მიმართულება შეიქმნა 2009 წლის აგისტოში მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში. მიმართულების მიზანია სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეთა განათლების ხარისხის გაუმჯობესების ხელშეწყობა ზოგადსაგანმანათლებლო, მათ შორის სპეციალიზირებული პროფილის მქონე სკოლებში, რათა
მათ მიიღონ აქტიური მონაწილოება ინკლუზიური განათლების დანერგვაში.
ინკლუზიური განათლების მიმართულების ფარგლებში შეიქმნა სპეციალური მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი. შემუშავდა სპეციალური მასწავლებლის სამუშაო აღწერილობა და განმარტება. სპეციალური მასწავლებლის განმარტება აისახა საქართველოს კანონში ზოგადი განათლების შესახებ.
სპეციალური მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტზე დაყრდნობით შეიქმნა სატრენინგო მოდული, მომზადდა რეკომენდაციები სპეციალური მასწავლებლის საუნივერსიტეტო განათლებასა და სერტიფიცირებასთან დაკავშირებით.
საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს პროექტის "ინკლუზიური განათლების დანარგვა საქართველოს ცხრა რეგიონის საჯარო სკოლებში” წარმომადგენლაბთან თანამშრომლობით და მათი მხარდაჭერით
ჩატარდა რეგიონული კონფერენციები ინკლუზიური განათლების შესახებ საქართველოს 4 რეგიონში: შიდა ქართლი, კახეთი, იმერეთი და აჭარა. კონფერენციები გაიმართა თელავის, გორის, ქუთაისის და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტებში.
საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს ზოგადი და პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტთან და სახალხო დამცველის აპარატთან აქტიური თანამშრომლობით მომზადდა ცვლილებები საქართველოს კანონში ზოგადი განათლების შეასხებ ინკლუზიური განათლების საკითხებთან დაკავშირებით.
Комментариев нет:
Отправить комментарий