пятница, 18 марта 2016 г.

       3 დეკემბერი  

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების უფლებების

დაცვის საერთაშორისო დღეა 


   3 დეკემბერი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღედ (International Day of Persons with Disabilities) გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინიციატივით 1992 წლიდან იქნა დაწესებული და მისი მიზანია კიდევ ერთხელ გაამახვილოს ყურადღება იმ მრავალსაუკუნოვან დისკრიმინაციასა და უგულვებელყოფაზე, რომელსაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები განიცდიან.

   მიუხედავად იმისა, რომ მთელი მსოფლიოს მასშტაბით ამ მიმართულებით დიდი ძალისხმევაა გაწეული, შეზღუდული შესაძებლობის მქონე პირებს კვლავაც ექმნებათ გადაადგილების, განათლების, დასაქმების, რესურსებზე ხელმისაწვდომობისა და სხვა ტიპის პრობლემები. ეს პრობლემა განსაკუთრებით მძაფრად ჩანს ისეთ ქვეყნებში, როგორიც საქართველოა. შეზღუდული შესაძებლობის მქონე პირებს ყოველდღიურად უწევთ დიდი დაბრკოლებების გადალახვა, რომელიც ვერ ჩაითვლება ღირსეულ ცხოვრებად. შშმ პირების ნაწილი ამის გამო გამოკეტილია დახურულ სივრცეში და ვერ ახდენს საზოგადოების ნაწილად საკუთარი თავის აღქმას, ნაწილი კი მძიმე საზოგადოებრივი სტიგმის მსხვერპლია. სწორედ ამიტომ, დღეს როგორც არასდროს ჩვენ უნდა გვესმოდეს თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს საზოგადოების თითოეული წევრის ცნობიერებასა და სოლიდარობას შშმ პირების მიმართ.


     აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით 
სკოლის სპეც. პედაგოგებმა ია კაშიამ და ირმა კოჭბიანმა მოსწავლეებს აჩვენეს ორგანიზაცია „ყველა ყველასათვის“ მიერ რეჟისორ გიორგი გვიშიანის გადაღებული დოკუმენტური ფილმი“როგორ ინგრევა კედელი“. ფილმში ასახულია შვიდი ადამიანის წარმატებული ისტორია, რომლებმაც მიუხედავად იმ დაბრკოლებისა, რომელსაც ცხოვრების მანძილზე აწყდებოდნენ, შესძლეს თვითრეალიზაცია და ირგვლივ იმ სტერეოტიპებისა და ცრუწარმოდგენების ნგრევა, რომელიც არსებობს ინვალიდობის მიმართ საზოგადოებაში. 


    ეს არ არის საზეიმო დღე, ეს არის უბრალოდ თარიღი, რომელიც კიდევ ერთხელ გვა ხსენებს, რომ უნდა ვიყოთ ტოლერანტულები ჩვენს გარშემო მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე თანამოქალაქეების მიმართ.

    მიუხედავად შშმ პირთა მიმართებაში გადადგმული პროგრესული ნაბიჯებისა, მდგომარეობა სავალალოა: ხშირად ირღვევა საზოგადოების ამ ფენის უფლებები, არ არსებობს შესაბამისი კანონმდებლობა , დაბალია საზოგადოების ცნობიერება, არ არის ადაპტირებული გარემო, მოუგვარებელია შშმ პირთა დასაქმების, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საკითხები, თავად შშმ პირები იზოლირებული არიან სოციუმისგან და .. ქართული საზოგადოება ამ კუთხით საკმაოდ პასიური და არაინფორმირებულია

     ფილმების ჩვენების შემდეგ გაიმართა დისკუსია მოსწავლეებმა ერთად მოახდინეს რეფლექსია, იმსჯელეს იმ აქტუალურ პრობლემებზე რომელებიც დღესაც ბარიერს უქმნის შშმ პირების სრულფასოვან ინტეგრაციას საზოგადოებაში. გამოკვეთეს ინფრასტრუქ-ტურული ბარიერები. 

     შშმ პირების ადაპტაციასა და მათ ინტეგრაციისათვის საზოგადოებაში, პირველი ეტაპზე ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციაა საჭირო. თუ ქვეყანაში მოხდება რეაბილიტაცია, საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპები შშმ პირებზე ნელ-ნელა წარსულს ჩაბარდება, საზოგადოებაც ბევრად ტოლერანტული გახდება შშმ პირების მიმართ და ხალხიც ისწავლის მათთან ერთად ცხოვრებას

   დისკუსიის შემდეგ მოსწავლეებმა შექმნეს ერთობლივი ნამუშევარი ჩვენ ერთნი ვართ.

 

ასევე სკოლის თვითმართველობამ გამოიჩინა ინიციატივა და 3 დეკემბრის კვირეულის ფარგლებში კლასებს შორის კონკურსი გამოაცხადა : „ვამზადებთ რესურს ოთახისათვის“. 

     ეს იქნება მოსწავლეების მიერ დამზადებული თვალასაჩინოება, რომლითაც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეები ისარგებლებენ. 



Комментариев нет:

Отправить комментарий