понедельник, 25 апреля 2016 г.

I ა კლასში G-Pried-ის აქტივობებით გამდიდრებული მათემატიკის გაკვეთილი, პედაგოგი ნათელა კიკაბიძე




   2016 წლის 22 აპრილს ქალაქ ქუთაისის N36 საჯარო სკოლის I ა კლასში  G-Pried-ის აქტივობებით გამდიდრებული კიდევ ერთი გაკვეთილი ჩაატარა პედაგოგმა ნათელა კიკაბიძემ, გაკვეთილს ესწრებოდა G-Pried-ის ტრენერი იაგორ ბალანჩივაძე და სკოლის დირექტორი თენგიზ თაბუკაშვილი. 





       გაკვეთილის/აქტივობის ძირითადი მიზანი: მოსწავლეებს განუვითარდეთ უცნობი შესაკრების ხერხების გამოყენების უნარი, შეძლონ მიღებული შედეგის შემოწმება, ურთიერთშებრუნებულობის დემონსტრირება, გაიწაფონ უცნობი კომპონენტის საპოვნელად მოქმედებების შესრულებაში, ამოხსნან შესაბამისი მარტივი ამოცანები.

  ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტის შესაბამისად მოსწავლეს შეუძლია ერთმანეთთან დააკავშიროს თვლა, რიგებს შორის დამოკიდებულებები და შეკრება-გამოკლების მოქმედებები, სიტყვიერად აღწერს შეკრების, გამოკლების, ტოლობის და შედეგის ცნებებს სხვადასხვა კონტექსტში (მაგ; „დავუმატოთ“, „მოვაკლოთ“, მიმატება-გაზრდა, გამოკლება-შემცირება, განცალკევება, განსხვავება). ახდენს შეკრება-გამოკლების თვალსაჩინოდ დემონსტრირებას, განსაზღვრავს განსხვავებას (მაგ; „რამდენით გაიზრდება/შემცერდება?“) და აღწერს რიცხვებს შორის  დამოკიდებულებებს, ზეპირად ანგარიშისას იყენებს 1-ის ტოლი ბიჯით თვლას, ან სხვა ხერხს და ახდენს შეკრება-გამოკლების მოქმედებათა ურთიერთშებრუნებულობის დემონსტრირებას მოდელის გამოყენებით. მოცემული გროვისათვის ასახელებს ამ გროვის მითითებულ რაოდენობამდე შესავსებად საჭირო დამატებით რაოდენობას, ზეპირად ასრულებს 10-ის გავლით შეკრება - გამოკლებას და ახდენს გამოყენებული ხერხის დემონსტრირებას.


   გამოვლინდა მოსწავლეთა საჭირო წინარე ცოდნა და უნარ-ჩვევები: შეკრების თვისებების ცოდნა, შეკრების კომპონენტების გარჩევა, დამოკიდებულება მათ შორის, რომელიც პედაგოგის მიერ დაკვირვებით, დამოუკიდებელი სამუშაოს შესრულების შედეგებით შეფასდა.
    მუშაობა მიმდინარეობდა როგორც მთელ კლასთან ისე  წყვილებში და ჯგუფურად წინასწარ განსაზღვრული მზაობის მიხედვით. გაკვეთილზე გამოყენებულ იქნა სახელმძღვანელო, დაფა, ცარცი, რიცხვითი ცხრილები, პოსტერები, ბარათები, კომპიუტერი.

I ფაზა -წინასწარ  

დაურიგდათ   რიცხვითი ბარათები 0-დან 20-ის ჩათვლით,  ორმა  მოსწავლემ აჩვენა  მთელ კლასს თავიანთი ბარათები, რის შემდგომ გამოვიდა იმ რიცხვების ჯამის მქონე მოსწავლე. მოსწავლეთათვის ეს აქტივობა სახალისო და საინტერესო იყო.
   პატარებმა მიცემული დავალებების გათვალისწინებით წარმოადგინეს პრეზენტაციები, მათთვის საინტერესო აღმოჩნდა დაფის ღარზე განთავსებული  გეომეტრიული ფიგურები, რომელთაც მონაცვლეობის შემდეგ უნდა ამოეცნოთ რომელ ფიგურებს შეეცვალათ ადგილები.



II ფაზაში-განმავლობაში

პედაგოგმა მოსწავლეებს შეახსენა ახალი მასალის თემა და მიზანი. მასწავლებელმა მოსწავლეთა უფრო მეტი აქტიურობისთვის ამ ფაზაში უამრავი აქტივობა გამოიყენა: დარიგებული რიცხვითი ბარათების მიხედვით, რომელთაგან ერთ-ერთი შესაკრებია, მეორე კი - ჯამი, ის მოსწავლე რომელსაც უცნობი შესაკრები მქონე ბარათი ეჭირა თავად უნდა გამოსულიყო, შესრულდა სავარჯიშოები  კომპიუტერისა და სახელმძღვანელოს გამოყენებით.


III შემდეგ  მე-2 გაკვეთილი
       მოსწავლეებმა სახელმძღვანელოში მითითებული სავარჯიშოები. კომპიუტერებში წარმოდგენილი დავალებები, რომელიც წარმოადგენდა ცხრილს მოცემული იყო მხოლოდ ერთი შესაკრები და ჯამი. მოსწავლეებმა ჩასვეს უცნობი შესაკრები.საინტერესო გამოდგა მათემატიკური თამაში - „ჩავიფიქრე რიცხვი“ გამოიკვეთა, რომ გააზრებულად და ზუსტად პოულობენ უცნობ შესაკრებს. შეუძლიათ უცნობი შესაკრების პოვნის დემონსტრირება სხვადასხვა თვალსაჩინოების გამოყენებით, მსჯელობენ  და ასაბუთებენ თავის აზრს.



საინტერესო გაკვეთილის შემდეგ ჩვენი პატარები ადვილად შეძლებენ უცნობი კომპონენტის პოვნას, განუვითარდებათ უცნობი კომპონენტის პოვნის, მისი გამოყენებისა და მარტივი ამოცანების ამოხსნის უნარი.


1 комментарий: