четверг, 10 марта 2016 г.

,,მასწავლებელი-კალამი" Iგ კლასის დამრიგებელი რუსუდან ლომიძე-გაბუნია

     სკოლაში შესვლისთანავე ბავშვის წინაშე დგება უმნიშვნელოვანესი ამოცანა  წერა-კითხვის შესწავლა. პირველი სასკოლო გამოცდილება (თუ როგორ შეაფასებენ მშობლები და პედაგოგები ბავშვის წინსვლას კითხვის, წერისა თუ ანგარიშის შესწავლისას, წაახალისებენ თუ არა მას) ბავშვის არა მარტო შემეცნებითი, არამედ სოციალურ-ემოციური განვითარების მნიშვნელოვან საფუძველს წარმოადგენს. თუ ეს გამოცდილება დადებითია, მაშინ ბავშვი საკუთარ შესაძლებლობებში რწმუნდება და მეტ წარმატებასაც აღწევს.
   წერა-კითხვის შესწავლაში წარმატებას მნიშვნელოვანწილად განაპირობებს მასწავლებლის მიერ სწორად შერჩეული სწავლების სტრატეგია. იმისთვის, რომ მოსწავლემ დაწყებით საფეხურზე შეძლოს გააზრებული წერა-კითხვა, საჭიროა მიზანმიმართული, მრავალფეროვანი და მრავალმხრივი აქტივოვები, ეს აქტივობები მოითხოვს, როგორც მოსწავლის აქტიურ და გააზრებულ ჩართულობას, ისე მასწავლებლის მიერ სწავლა-სწავლების ეფექტური და თანამედროვე მეთოდების გამოყენებას.
      ამ კუთხით საინტერესო გამოდგა, საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტ ,,G-PRIED"-ის ფარგლებში განახორციელებული ენობრივი პრაქტიკის აქტივობა ,,მასწავლებელი-კალამი" I3 კლასის დამრიგებელის რუსუდან ლომიძე-გაბუნიას მიერ.  ტექსტის სათაურად შეარჩიულ იქნა ,,კეთილი მუხა". მოსწავლეების მიერ ტექსტის შექმნის პროცესს  წარმართავდა თავად პედაგოგი. 


    ბავშვები სათითაოდ კარნახობდნენ წინადადებებს და მასწავლებელი მას აფიქსირებდა დაფაზე. ნაცნობ სიტყვებს თავად ბავშვები წერდნენ. მოსწავლეები ხალისით ჩაერთვნენ  მოთხრობის წერის პროცესში. 



   გაკვეთილი ძალზედ  მრავალფეროვანი, საინტერესო და სახალისოა გამოდგა. მსგავი ტიპის გაკვეთილები მოსწავლის მოტივაციასაც უწყობს ხელს და შემდგომში წიგნების უზარმაზარ ლაბირინთში გზის გაკვალვის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. 

   

   რუსუდან მასწავლებლის მიერ წარმოდგენილი სტრატეგიის განხორციელების შედეგად ჩვენს პატარებს მომავალში გაუადვილდებათ სხვადასხვა ტიპის ტექსტების შინაარსის გაგება-გააზრება, ტექსტში ძირითადისა თუ მეორეხარისხოვანის გარჩევა და მათთვის ნაცნობ თემებზე სხვადასხვა ხასიათის ტექსტების გამართულად წერა-კითხვა. შესაბამისად  განუვითარდებათ ინფორმაციის ადეკვატურად აღქმისა და დამუშავების, ლოგიკურ მსჯელობის, მოვლენათა შორის არსებითი მიმართებების წვდომის უნარი, ეს კი ცხოვრებისეულ მოთხოვნებზე რეაგირების ანუ გარემოსთან ადაპტაციის საშუალებაა. 


ვფიქრობთ, ასეთი აქტივობები ხელს უწყობს პატარების წიგნებთან დამეგობრებას და შედეგად შემდგომში აზრის გამოსახატავად ჩვენი მოსწავლეები კალამსაც თვითონვე აიღებენ ხელში.

Комментариев нет:

Отправить комментарий