среда, 9 марта 2016 г.

მე-2ბ კლასში ბუნების გაკვეთილი -პედაგოგი მზიური გოლეთიანი

   ბუნების ცოდნა და მისი ძალთა დამორჩილება შეადგენს ერთ უმთავრეს ბურჯს ერისა და კაცობრიობის ბედნიერებისა. ბუნების შესწავლას დიდ დრო უნდა ეთმობოდეს ბავშვის განვითარებაში როგორც ოჯახებ, ისე სკოლებ. ბუნების შეცნობა, მის მოვლენებში გარკვევა სულ მცირე ასაკიდან იწყება. ამავე ასაკიდან უნდა შთავუნერგოთ ბავშვებს სიყვარული დედა ბუნებისა, მასზე ზრუნვა და პატრონობა. დაწყებით კლასებშივე უნდა გავარჯკვიოთ მოსწავლეები რა არის მათთვის და ბუნებისთვის კარგი და რაა საზიანო.
   ესთეტიკური აღზრდა ადამიანის ყოველმხრივი განვითარების ორგანული ნაწილია, ყველა სხვა კომპონენტთან მჭიდროდ დაკავშირებული. ესთეტიკური აღზრდის ძირითადი მიზანია ადამიანში ადამიანის აღზრდა, რომელიც გულისხმობს არა ექიმის, პოლიტიკოსის აღზრდას, არამედ ისეთი პიროვნების ჩამოყალიბებას, რომელსაც სამყაროსადმი შემეცნებითი დამიკიდებულება ექნებაესთეტიკური აღზრდის აუცილებელი ფაქტორია ესთეტიკური გარემოს შექმნა ოჯახსა თუ სკოლაში. სწორედ, ამ თემას მიეძღვნა მე-22 კლასში ბუნების გაკვეთილი პედაგოგ მზიური გოლეთიანის თაოსნობით.  



   ბავშვები რომ დაინტერესდნენ ბუნების სიმშვენიერით ამისათვის მათ უნდა შევუქმნათ ისეთი გარემო, რომ ინტერესით დააკვირდნენ ბუნებაში მიმდინარე პროცესებს.  პედაგოგმა მოსწავლეებს ესაუბრა მცენარინა აგებულებაზე ფესვი, ღერო , ფოთოლი  თვისებებზე. ყურადღება გაამახვილა თუ რა დანიშნულება აქვს მცენარისათვის თესლს.



 
   მზიური მასწავლებელმა პატარებთან ერთად ქოთანში მოათავსა სხვადასხვა მცენარის თესლი,რათა მომდევნო გაკვეთილებზე მოსწავლეებმა შესძლონ  დაადგინოს ცოცხალი ორგანიზმის ზრდისთვის აუცილებელი პირობები; გამოიმუშავოს მოვლენებზე  დაკვირვების უნარი.


სწავლების ამ საფეხურზე საფუძველი უნდა ჩაეყაროს მოსწავლის მიერ გარემოს პასიური აღქმიდან აქტიურ შემეცნებაზე გადასვლას,  შემოქმედებითი აზროვნებისა და გარემოსადმი სწორი დამოკიდებულების ჩამოყალიბებას. მოსწავლემ უნდა შეძლოს მიღებული ცოდნისა და შეძენილი გამოცდილების ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოყენება.


Комментариев нет:

Отправить комментарий