განვითარებისა და სოციალური რეაბილიტაციის ცენტრი "თაირისი" არასამეწარმეო არაკომერციული ორგანიზაციაა, რომლის მიზნია:კულტურულ-საგანმანათლებლო, ინდივიდუალური განვითარებისა და რეაბილიტაციის პროგრამების განხორციელება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და სოციალურად დაუცველ პირთათვის, შშმ პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების ხარისხის ზრდისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის ხალშეწყობა, მშობელთა თემის ჩართულობა, ინკლუზიური განათლების ხელშეწყობა-პოპულარიზაცი, შშმ პირთა ინტერესებისა და უფლებების დაცვა, ჰუმანიტარული აქციების განხორციელება და სხვა. ის აკეთებს კეთილ საქმეს სხვადასხვა სამიზნე ჯგუფისათვის.
დაუნის სინდრომის კვირეულის ფარგლებში განვითარებისა და სოციალური რეაბილიტაციის ცენტრი "თაირისი"-ს შშმ ბავშვთა დღის ცენტრს სსიპ ქუთაისის N36 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგის ია კაშიასა და ინკლუზიური განათლების სპეც-პედაგოგის ირმა კოჭბიანის ინიციატივით ამავე სკოლის უფროსკლასელები სტუმრობდნენ.

სტუმრები გაეცვნენ ორგანიზაციის საქმიანობას, ბავშვებს საჩუქრად საკანცელარიო და, განმავითარებელი ნივთები, ტკბილეული მიართვეს და ერთობლივი სახალისო აქტივობები მოაწყვეს. მოსწავლეებმა მხიარული, თბილი გარემო შექმნეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს. მოსწავლეებმა
აღნიშნეს, რომ მათთვის ნამდვილად მნიშვნელოვანია ამ პატარებთან ურთიერთობა და ბედნიერები
არიან იმით, რომ კიდევ ერთი დღე გაულამაზეს მათ .
იხილეთ სრული ფოტომასალა
ეს არის ფოტოები, სადაც ნათლლად ჩანს - ჩემი მეგობრები, ჩემი გარემოცვა!
იხილეთ სრული ფოტომასალა
ეს არის ფოტოები, სადაც ნათლლად ჩანს - ჩემი მეგობრები, ჩემი გარემოცვა!
Комментариев нет:
Отправить комментарий