суббота, 26 марта 2016 г.

,,სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2016"-ის პრიზიორები



 საქართველოს სასკოლო სპორტული ოლიმპიადის შეჯიბრებები ტარდება საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების გუნდებს შორის. ოლიმპიადა ტარდება საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს,საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მხარდაჭერით. 
   დღეს, 26 მარტს ქალქ ქუთაისის სპორტის სასახლეში ფეხბურთისა და კალათბურთის ფინალური მატჩებით დასრულდა ,,სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2016"-ის საქალაქო ეტაპის გათამაშებები. ოლმპიადამ სტარტი გასული წლის 14 ნოემბერს აიღო და მასში ქალაქ ქუთაისის 40 სკოლის 1600-მა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. შეჯიბრებები სპორტის 7 სახეობაში გაიმართა:

1.მინი-ფეხბურთი, 
2.კალათბურთი (ვაჟები, გოგონები),
3.ფრენბურთი(ვაჟები,გოგონები),
4.ხელბურთი(ვაჟები,გოგონები) 
5.მაგიდის ჩოგბურთი(ვაჟები,გოგონები),
6.კროსი(ვაჟები,გოგონები),
7.ბადმინტონი(ვაჟები,გოგონები).

    კალათბურთელ გოგონათა შორის ჩვენმა სკოლამ მე-2 ადგილი დაიკავა, გამარჯვება კი წილად ხვდა 41-ე საჯარო სკოლის გუნდს, ანგარიშით 8-7, ხოლო ვაჟ ფეხბურთელთა შორის სკოლა მე-3 ადგილს დასჯერდა. 







   ფინალური მატჩების შემდგომ ყველა სახეობაში გამარჯვებული და პრიზიორი მოსწავლეების დაჯილდოვება გაიმართა. გამარჯვებულები სასკოლო ოლიმპიადის რეგიონალურ ეტაპზე მიიღებენ მონაწილეობას რომელიც სტარტს 15 აპრილს აიღებს. ოლიმპიადის ყოველწლიურ ორგანიზებას ქ.ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის სპორტის განყოფილება ახორციელებს. 

კალათბურთში(გოგონათა შორის) ადგილები ასე გადანაწილდა :

1. 41-ე საჯარო სკოლა
2. 36-ე საჯარო სკოლა
3. 23-ე საჯარო სკოლა
ფეხბურთში:

1. 40-ე საჯარო სკოლა
2. 33-ე საჯარო სკოლა
3. 36-ე საჯარო სკოლა

სრული ინფორმაცია იხილეთ:

Комментариев нет:

Отправить комментарий