7 აპრილს ქალაქ ქუთაისის N36 საჯარო სკოლის მე-61 კლასში, ქართული ენისა
და ლიტერატურის პედაგოგმა, ხათუნა გეწაძე-რუხვაძემ ,,G-PRIED"-ის აქტივობების
გამოყენებით ჩაატარა ღია გაკვეთილი თემაზე „პლანეტების აღლუმი“. გაკვეთილზე გამოყენებული იყო საინფორმაციო ჟანრის ტექსტი. გაკვეთილს ჰქონდა სამფაზიანი სტრუქტურა: წაკითხვამდე, კითხვის დროს, წაკითხვის შემდეგ. მასწავლებელი და მოსწავლეები მთელი გაკვეთილის განმავლობაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი ფიქრის, ვარაუდების გამოთქმის, კითხვის, მსჯელობისა და ერთობლივი შემოქმედების პროცესში.
გაკვეთილის
დასაწყისშივე მოტივაციის ასამაღლებლად და ინტერესის გასაზრდელად პედაგოგმა
მოსწავლეებს აჩვენა ვიდეო მასალიდან ნაწყვეტი
პლანეტების განლაგების შესახებ. მოსწავლეებს გააჩნიათ დიდი ინტერესი კოსმოსის მიმართ. გამოყენებული იყო მრავალფეროვანი სასწავლო საშუალებები და რესურსები, მათ შორის – ელექტრონული რესურსები, დავალების ბარათები...
გათვალისწინებული იყო მოსწავლეთა საჭიროები,
შესაძლებლობები...
დავალების ბარათმა მოსწავლეებს ფიქრისა და პრობლემის გადაჭრის გზების ძიების სტიმული მისცა, ხელი შეუწყო კითხვების დასმას, წაახალისა ზეპირი და წერილობითი კომუნიკაცია, თანამშრომლობა.
გაკვეთილზე
წარმოდგენილი მასალები მოსწავლეებს მხოლოდ კონკრეტული საკითხის შესახებ ცოდნის მიღებაში კი არ დაეხმარა, არამედ გაუღვივა კომუნიკაციის, პრეზენტაციის, თანამშრომლობის უნარები.
ამ სამფაზიანი სტრუქტურის ერთ-ერთი დადებითი მხარე ის არის, რომ მას თითქმის ყველა მოსწავლე მიჰყავს წარმატებამდე, განურჩევლად მისი უნარებისა თუ კითხვის მოტივაციისა. სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეს პედაგოგის მიერ მიეცა დავალება- მან დახატა
პლანეტები ...
ასეთი მეთოდები პედაგოგებს საშუალებას
აძლევს გაააქტიურონ მოსწავლეების შემეცნებითი შესაძლებლობები, ხელი შევუწყონ
კრიტიკული აზროვნებისა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარის განვითარებას.
გაკვეთილს ესწრებოდა დირექტორი თენგიზ თაბუკაშვილი, მოადგილე ლელა გრძელიშვილი და სკოლის პედაგოგები. დამსწრე საზოგადოებამ მოსწავლეებსა და პედაგოგს გაკვეთილის შესახებ თავიანთი აზრი გააცვნეს და წარმატებები უსურვეს როგორც პედაგოგს, ასევე მოსწავლეებს.
კარგად ჩაიარა ამ გაკვეთილმა (ლევანი შარვაშიძე)
ОтветитьУдалить