пятница, 25 марта 2016 г.

მე- 3ბ კლასი ქართულ ენასა და ლიტერეტურა-პედაგოგი მარინა ტვილდიანი


     პედაგოგმა მარინა ტვილდიანმა ჩაატარა ღია გაკვეთილი მე- 32  კლასში ქართულ ენასა და ლიტერეტურაში. გაკვეთილის თემა იყო აკობ გოგებაშვილის ,,თამარ მეფე".


ღია გაკვეთილი ჩატარდა პროექტ ,,G-Pried"-ის ფარგლებში. გაკვეთილზე გამოყენებულ იქნა კითხვის სხვადასხვა მეთოდი, მოსწავლეებმა იმუშავეს სქემის შევსებაზე ,,რა ვიცი? რა გავიგე? რა გვაინტერესებს?", გამოყენებული იყო ჯგუფური მუშობა, საიდანაც კარგად გაირკვა რა ინფორმაციას ფლობენ მოსწავლეები საქართველოს მეფეების შესახებ. შესწავლილი მოთხრობების მიხედვით გაისხენეს და ისაუბრეს დავით აღმაშენებლი და  ერეკლე მეფე.



    გაკვეთილი საინტერესოდ წარიმართა მიზანი რომელიც ისახავდა  თამარ მეფის შესახებ მარტივი საგანმანათლებლო
ინფორმაციის მიწოდება და ეჯამებას მშვენივრად იყო მიღწეული. მასწავლებელი მოსწავლეებს ესაუბრა თამარ მეფის მეფობის წლებზე, თამარისდროინდელ ძლიერ საქართველოსზე, მის ღირსებებზე, ჩამომავლობაზე, მიღწევებზე...


აქტივობები, რომლებიც გამოყენებული იყო გაკვეთილზე ხელს უწყობს მოსწავლეებს ჩამოუყალიბდეთ დამოუკიდებელი და შემოქმედებითი აზროვნების უნარი, გამოუმუშავდეთ  დამოუკიდებელი გააზრებისათვის უნარჩვევები.



მოსწავლეები დიდი ინტესესით უსმენდნენ  თამარ მეფის ალბომის პრეზენტაციას.

Комментариев нет:

Отправить комментарий