суббота, 5 марта 2016 г.

რატომ სოლომონი?


მე-93 კლასის მოსწავლეები იმერეთის მეფის სოლომონ I-ის მეფობის და ცხოვრების გაცნობის სურვილმა ქუთაისის მუზეუმსა და იმერეთის მეფეთა რეზიდენციაში- ოქროს ჩარდახში მიიყვანა.



       2 მარტს აღნიშნულ თემაზე ჩატარდა ღია გაკვეთილი ისტორიაში, რომელსაც პედაგოგი ინეზა კაციტაძე ხელმძღვანელობდა. "რატომ სოლომონი?" კითხვა, რომელიც დაისვა მოსწავლეებმა პასუხი ამომწურავად გასცეს. ღრმად, არგუმენტირებულად და კრიტიკულად წარმოაჩინეს სოლომონის ღვაწლი ერის წინაშე. აღნიშნეს, რომ იგი ძლიერი, ჭკვიანი პიროვნება, უშიშარი მებრძოლი და სარდალი იყო. თავგამოდებულ ქრისტიანს, ერის მოყვარულს და ერთპიროვნული, ცენტრალური მმართველობის მომხრეს, უნდოდა გაეერთიანებინა და გაეძლიერებინა მთელი დასავლეთ საქართველო. ბოლო 100 წლის განმავლობაში თურქეთისათვის მისი მსგავსი წინააღმდეგობა არვის გაუწევია.
ისაუბრეს მეფის ხასიათზე და აღნიშნეს მეფეს საოცრად მტკიცე და  გამჭოლი მზერა ჰქონია , ამბობენ შეხედვით ქვასაც ხეთქავდაო, ამიტომ თურმე "ქვახეთქიასაც" ეძახდნენ.
ღონისძიების მიზანი იყო სხვადასხვა წყაროების გაცნობა, ანალიზი, სადისკუსიო კითხვების შექმნა, პრობლემური საკითხების ახლებური გააზრება, ფაქტებისა და ინტერპრეტაციის გამოყოფა...
ქალბატონმა ინეზამ  წარმატებით განახორციელა  ამ ყველაფრის საგაკვეთილო ფორმატში გადატანა, აქტიური, საინტერესო, სხვადასხვა წყაროებზე დაფუძნებული გაკვეთილის დაგეგმვა და ჩატარება . გაკვეთილი დატვირთული იყო სიახლეებით , რამაც განაპირობა მოსწავლეთა მაღალი მოტივაცია, აქტიური ჩართულობა  რაც ნათლად ჩანს გაკვეთილის მსვლელობისას აღბეჭდილ ფოტომასალაში.












Комментариев нет:

Отправить комментарий