დაწყებითი
განათლების პროექტი
G-Pried ხელს
უწყობს
სკოლის
ბაზაზე
პროფესიული
განვითარების
მოდელის
შემუშავებასა
და დანერგვას, რაც
ითვალისწინებს
მასწავლებელთა
სასწავლო
ჯგუფების
შექმნას
მასწავლებელი
ფასილიტატორების
ხელმძღვანელობით
და პროცესში სკოლის
ადმინისტაცის
მხარდაჭერას.
პროექტი
ხელს უწყობს სასწავლო
პროცესში
საზოგადოებისა
და მშობელთა ჩართულობას,
რასაც
დიდი წვლილი შეაქვს
საჯარო
სკოლებში
მდიდარი
სასწავლო
გარემოს
შექმნაში.
5 თებერვალს,
სკოლაში
აღნიშნული
პროექტის
ფარგლებში
ჩატარდა
ღია გაკვეთილი მე-4
კლასში
ქართულ
ენასა
და ლიტერატურაში, პედაგოგი დარეჯან
ლურსმანაშვილი.
გაკვეთილს
ესწრებოდა
პროექტ
,,G-Pried"-ის
ტრენერი
პედაგოგიურ
მეცნიერებათა
დოქტორი,
ქალბატონი
მალვინა
შანიძე.
პროცესი წარიმართა
ძალიან
საინტერესოდ,
გამოყენებული
იყო ბევრი საჭირო
აქტივობა,
როგორც
ვერბალური,
ისე ვიზუალური. ნაყოფიერი
იყო მოსწავლეთა მუშაობა სქემებში,
ბავშვებს
უყვართ
სქემების
შევსება,
რაც ტექსტის სრულყოფილად
გააზრებაში
ეხმარებათ.
აღნიშნულმა
დღემ წარმატებით ჩაიარა. წარმატებები თქვენს პატარებთან ერთად...
ინფორმაცია დაწყებითი განათლების პროექტის შესახებ განთავსებულია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ვებ-გვერდზე, ეწვიეთ ბმულს
დარეჯან მასწავლებელო მიყვარხართ /ლიზი ბუხრაშვილი/
ОтветитьУдалитьმეყვარხართ დარეჯან მაწავლებელო /ნინო შარვაშიძე/
ОтветитьУдалитьძალიან მიყვარხართ დარეჯან მასწავლებელო /ნია გაბრიჭიძე/
ОтветитьУдалитьრა კარგად დავამთავრე ოთხი კლასი. მომენატრა დარეჯან მასწავლებელი/ნია სალდაძე
ОтветитьУдалить