2016 წლის 28 ოქტომბერს პედაგოგ ირმა ლომიძის ხელმძღვანელობით IX ა და IXბ კლასebში ჩატარდა პროფესიული ორიენტაციის და კარიერის დაგეგმვის რიგით
პირველი გაკვეთილი.
ამ გაკვეთილის მიზანი იყო:
- მოსწავლეებს გაეცნოთ პროფორიენტაციის მიზნები;
- გაეცნობიერებინათ მომავალი პროფესიის არჩევნის მნიშვნელობა;
- ინდივიდუალურად მოეხდინათ პიროვნული მახასიათებლის იდენტიფიცირება ჰოლანდის ტიპოლოგიასთან
გაკვეთილის
მსვლელობის დროს პედაგოგმა
გამოიყენა შემდეგი
აქტივობები :
- მინი-ლექცია
- გონებრივი იერიში
- ჯგუფური მუშაობა
- პრეზენტაცია
პედაგოგმა მოსწავლეებს საინტერესო მინი-ლექციით ამცნო,
რომ მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში წლების განმავლობაში პროფესიული ორიენტაციის
პროცესში გამოყენებულ მთავარ მეთოდებს წარმოადგენდა ინტერვიუ და ტესტირება.
ამჟამად ფსიქოლოგიური ტესტირების გარდა პროფესიული არჩევანის გაკეთებისა და
გადაწყვეტილებების მიღების პროცესში პროფესიული (კარიერის) კონსულტანტები არიან
ჩართულები, რომელთა გამოცდილება და ხედვა მნიშვნელოვანია გადაწყვეტილებების
მიღების პროცესში. თუმცა როგორი სერვისიც არ უნდა იყოს თქვენთვის ხელმისაწვდომი
საბოლოო სიტყვა მაინც თქვენ გეკუთვნით.
გაკვეთილის დაწყებისთანავე მოსწავლეები
ხალისითა და ინტერესით ჩაერთვნენ პროცესში. მოსწავლეებმა პედაგოგის მიერ
მომზადებულ "მოლოდინების სკივრში" მოათავსეს თავიანთი ნააზრევი თუ რას
ელიან ამ ახალი საგნიდან.
ირმა მასწავლებელმა მოსწავლეებს განუმარტა,
რომ პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის ძირითად მიზანის წარმოადგენს,
დაეხმაროს ადამიანს საკუთარი მიდრეკილებების, ინტერესების, შესაძლებლობების,
ღირებულებების, ბაზრის მოთხოვნებისა თუ განვითარების პერსპექტივების გათვალისწინებით
აირჩიოს ან შეიცვალოს პროფესია. პროფორიენტაციის გაკვეთილები თვითგამორკვევაში
დაგეხმარებათ, გაგაცნობთ კარიერასა და პროფესიის არჩევასთან დაკავშირებული
გადაწყვეტილებების მრავალმხრივ ბუნებას, საინტერესო და სახალისო სავარჯიშოები კი
ხელს შეგიწყობთ პრაქტიკაში გამოიყენოთ მიღებული ცოდნა.
პროფორიენტაციის გაკვეთილები დაგეხმარებათ
აიჩიოთ პროფესია, რომელიც თქვენი შესაძლებლობებისა და პოტენციალის სრულად
რეალიზების საშუალებას მოგცემთ, აგრეთვე საკუთარი თავის შეცნობასა და თქვენი
ღირებულებების, ინტერესების, უნარებისა და პიროვნული მახასიათებლების გააზრებაში,
რაც, შესაძლოა მომავალში თქვენთვის იდეალური სამუშაოსა და პროფესიის არჩევის
საფუძველი გახდეს. გაკვეთილის
მსვლელობისას საინტერესო იყო ჰოლანდის ტიპოლოგიასა და კლიმოვის კლასიფიკაციის
გაცნობა. ჯგუფური თუ ინდივიდუალური მუშაობა.
გაკვეთილს ესწრებოდა სკოლის დირექტორის მოადგილე ლელა გრძელიშვილი. გაკვეთილის ბოლოს მან მადლობა გადაუხადა პედაგოგსა და მოსწავლეებს საინტერესო გაკვეთილისათვის და აღნიშნა: ამ გაკვეთილით მოსწავლეები გააცნობიერებენ მომავალი პროფესიის არჩევის მნიშვნელობას.
ქალბატონმა ლელამ ხაზი გაუსვა ჰოლანდის ტიპოლოგიისა და კლიმოვის კლასიფიკაციის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ამ კლასიფიკაციებზე დაყრდნობით თითოეული მოსწავლე უფრო გაეცნობა პიროვნული თვისებებისა და სამუშაო გარემოს მიხედვით ადამიანთა ტიპებსა და პროფესიათა ზოგად კლასიფიკაციას. მოსწავლეები გაიაზრებენ პროფესიათა ჯგუფების მახასიათებლებს და გაიუმჯობესებენ ჯგუგური მუშაობის უნარებს.
Комментариев нет:
Отправить комментарий