четверг, 24 марта 2016 г.

ღია გაკვეთილი ქართულ ენასა და ლიტერატურაში Iგ კლასი პედაგოგი რუსუდან გაბუნია



   9-10 მარტს პედაგოგმა რუსუდან გაბუნია-ლომიძემ I3 კლასში ჩაატარა ღია გაკვეთილი ქართულ ენაში. გაკვეთილის თემა იყო ,," ასო-ბგერის გაცნობა, მიზანი -„-ასოს გაცნობა, მისი კითხვა და წერა, ფონოლოგიური უნარ-ჩვევების განვითარება,ზეპირი თხზულების შედგენა, ტექსტის მახასიათებლების გააზრება, სწორი და ხმამაღალი კითხვის ჩვევის დაუფლება, ლექსიკური მარაგის გამდიდრება, ენობრივი სავარჯიშოების შესრულება,აზროვნების განვითარება, მარტივი ლოგიკური ოპერაციების დაუფლება, წიგნის შედგენა.მასწავლებელმა გამოიყენა კითხვის სწავლების თანამედროვე მეთოდი,,ენობრივი პრაქტიკა ნუ მასწავლებელი-კალამი".

I დღე 

    პირველ გაკვეთილზე პედაგოგმა სათამაშო ბაჭიას გამოყენებით საინტერესოდ წარუდგინა მოსწავლეებს ახალი ასო-ბგერა.მათთან ერთად შეადგინა მოთხრობა ,,ბაჭია". თემატიკა იყო მოსწავლეთათვის ავთენტური, ეყრდნობოდა მათ წინარე ცოდნასა და გამოცდილებას. მასწავლებელს მწერლის როლი ჰქონდა მორგებული, ბავშვების ნააზრევი გადაჰქონდა დაფაზეგაკვეთილზე გამოყენებული იყო კითხვის სხვადასხვა სტრატეგიები, მრავალფეროვანი და სახალისო ენობრივი აქტივობები.

 

    გაკვეთილმა წარმატებით ჩაიარა. აღნიშნული მეთოდი თვალსაჩინო და სანიმუშო იყო, რადგან მოსწავლეები გაკვეთილის განმავლობაში მოტივირებულნი იყვნენ და აქტიურად ჩართულნი საგაკვეთილო პროცესში. მათ მიერ შესრულებელი დავალებები სახალისო და საინტერესო აღმოჩნდა.


    გაკვეთილს ესწრებოდა: დირექცია, ჰუმანიტარული კათედრის წევრები და მშობლებლები. დამსწრე საზოგადოებამ გაკვეთილის მსვლელობა დადებითად შეაფასა.


II დღე

   მეორე გაკვეთილზე მოსწავლეებმა იმუშავეს შექმნილ ტექსტზე. მოთხრობა ჯერ დაყვეს წინადადებებად, წინადადებები - სიტყვებად. შემდეგ კი სიტყვები გააერთიანეს წინადადებებად, წინადადებებით კი ააწყვეს მოთხრობა.
კლასი დაიყო ჯგუფებად. თითოეულ ჯგუფს მიეცა დავალებები, რათა დაემზადებინათ წიგნი სათაურით ,,ბაჭია". მოსწავლეებმა გამოავლინეს ფონოლოგიური უნარ-ჩვევები: წინადადებები დაყვეს სიტყვებად, სიტყვები-მარცვლებად და ასოებად. 

 

    აქტიურად იმუშავეს წყვილებში: ააწყვეს დაჭრილი სიტყვებით ილუსტრაციების შესაბამისი წინადადებები, ასოებად და მარცვლებად დაჭრილი ილუსტრაციები სწორი თანმიმდევრობით დააწებეს თაბახზე. პედაგოგმა  მდიდარი  რესურსებით შესანიშნავად შეძლო მოსწავლეთა მოტივირება  და განწყობა შესაწავლი მასალის მიმართ.

  

     მოხდა გაკვეთილის შეჯამება. დამსწრე პედაგოგებმა აღნიშნეს, რომ კმაყოფილი დარჩნენ ტექსტის სტრუქტურის  მთლიანობის აღდგენის უნარითა და კითხვის ხარისხით, მოდიფიცირებული ტექსტის შექმნის, შეცდომების აღმოჩენისა და გასწორების უნარებთ.
    პედაგოგის მიერ გამოყენებული იყო შეფასების სხვადასხვა ხერხი. გაკვეთილმა მიზანს მიაღწია. აღსანიშნავია, რომ ასეთი გაკვეთილები მოსწავლეთათვის ძალიან სახალისოა. ამავე დროს ბავშვები ყოველგვარი ძალდატანების გარეშე იძენენ და იუმჯობესებენ კითხვისა და წერის უნარ-ჩვევებს.
გაკვეთილზე გამოყენებულმა სტრატეგიებმა უზრუნველყო მოსწავლეთა მაქსიმალური ჩართულობა საგაკვეთილო პროცესში და დიდი გავლენა იქონია   მათ პროდუქტულ ინტერაქციაზე.

 




Комментариев нет:

Отправить комментарий