21 მარტი
დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა საერთაშორისო დღეა
ამ დღესთან დაკავშირებით დღეს სსიპ ქალაქ ქუთაისის N36 საჯარო სკოლაში მარავალი აქტივობა განხორციელდა.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვი, ეს არ არის განაჩენი, ეს ურთულესი გამოცდაა, რომელსაც აბარებს მშობელი. თუმცა სწორედ ეს გამოცდა მომავალში ყველაზე დიდად ფასდება. შშმ არ ნიშნავს ცხოვრების დასასრულს, ეს მხოლოდ გზის დასაწყისია, რომლის დასასრული დამოკიდებულია იმაზე თუ როგორ მიუდგები ამ თემას.
ასეთ პიროვნებებს შორის ბევრია ჩვენთვის ცნობილი ადამიანები, რომლებმაც დიდ წარმატებას მიაღწია, მათ შორის არიან:
- მაიკლ ჯონსონი-ამერიკელი მხატვარი(დაუნის სინდრომი)
- პაბლო პიბედა-ესპანელი მსახიობი (დაუნის სინდრომი)
- მიგელ ტომასინი- დრამერი (დაუნის სინდრომი)
- ლუდვიგ ვან ბეთხოვენი (სრული სიყრუე),
- თეოდორ რუზველტი (აშშ 32 პრეზიდენტი- პოლიომელითის შედეგად დამბლა)
- რეი ჩარლზი (მომღერალი – თანდაყოლილი სიბრმავე)
- სტივი უანდერი (თანდაყოლილი სიბრმავე)
- ვინსენტ ვან გოგი (აუტისტი)
- ვუდი ალენი (აუტისტი)
- ენდი უორჰოლი (აუტისტი)
- ბობ დილანი (აუტისტი)
- იოსებ სტალინი (ზედა კიდურების ნაწილობრივი დამბლა)
- მიშელ პეტრუჩიანი (თანდაყოლილი ძვლების პათოგენეზი „კარლიკი“)
- ალბერტ აინშტაინი (აუტისტი)
- სარა ბერნარი (ცალი ფეხის ამპუტაციის შედეგად მთელი ცხოვრება პროთეზით გაატარა)
- ედიტ პიაფი (ასაკობრივი ჩამორჩენა)
ამ სახელების ჩამოთვლა უსასრულოდ შეიძლება. დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებს ჩვენი სიყვარული, მხარდაჭერა და პატივისცემა
სჭირდებათ.
ამ დღესთან დაკავშირებით, დღეს, სსიპ ქალაქ ქუთაისის N36 საჯარო სკოლაში მრავალი აქტივობა განხორციელდა. სკოლის მოსწავლეებმა ლამაზი ღონისძიება - „ჩემი მეგობრები, ჩემი გარემოცვა “ ამ სახელწოდების
„ფლეშმობი" მიუძღვნა დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეს. ფლეშმობში მონაწილე ბავშვბემა მოსწავლეთა, პედაგოგთა და მშობელთა წინაშე წარმოადგინეს ლამაზი სანახაობა, რომლის მიზანი იყო სოლიდარობის
გამოხატვა და საზოგადოებისთვის
იმის შეხსენება, რომ ქრომოსომების
განსხვავებული რაოდენობა დაავადება არ არის. ჩვენს მიერ სოლიდარობის გამოცხადება ხელს შეუწყობს საზოგადოებში დამკვიდრებული სტერეოტიპების რღვევას, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას და დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა უფლებების დაცვას.
ღონისძიება, რომელიც სკოლის ეზოში ჩატარდა სკოლის, თვითმმართველობის ორგანიზებით შედგა და მასში მონაწილეობა უფროსკლასელებმა მიიღეს.
გავუხალისოთ ერთმანეთს ცხოვრება, ვაჩუქოთ სიყვარული, სითბო და ღიმილი, ნუ დავტოვებთ მათ შესაძლებლობებს და ოცნებებს მხოლოდ სიტყვებად, დავანგრიოთ სტერეოდიპები და ვაღიაროთ, რომ დაუნის სინდრომის მქონე ადამიანები ბედნიერად ცხოვრობენ!
ამას მხოლოდ ერთად შევძლებთ!
სკოლის ბიოლოგიისა და ქიმიის პედაგოგმა, დირექტორის მოადგილემ ქალბატონმა ლელა გრძელიშვილმა
მოსწავლეებს, პედაგოგებსა და მშობლებს დაწვრილებით ესაუბრა იმის შესახებ, თუ რა არის დაუნის სინდრომი, რა იწვევს და როგორი დამახასიათებელი თვისებები აქვს მას, ასევე, როგორ შეიძლება დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების
საზოგადოებაში ინტეგრაცია. აღინიშნა, რომ ეს სინდრომი ქრომოსომული დარღვევაა. ქრომოსომები განაპირობებენ ბავშვის ორგანიზმის ჩამოყალიბების პროცესს ორსულობის დროს და მის განვითარებას, როგორც მუცლადყოფნის, ასევე დაბადების შემდგომ პერიოდში. ჩვეულებისამებრ, ბავშვი იბადება 46 ქრომოსომით. ბავშვებს დაუნის სინდრომით აქვთ ზედმეტი 21-ე ქრომოსომა. სამედიცინო ენაზე მას „21-ე ტრისომია“-ს უწოდებენ. სწორედ ზედმეტი ქრომოსომა ხდება ბავშვის ფიზიკური და გონებრივი განვითარების ცვლილებების მიზეზი. ქალბატონმა ლელამ დაუნის სინდრომის შესახებ არსებულ მითებზეც ისაუბრეა და კიდევ ერთხელ შეახსენა საზოგადოებას, რომ დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებს აქვთ განათლების, შრომისა და საზოგადოებრივ
ცხოვრებაში ჩართვის უფლება.
სკოლის სპეც. პედაგოგებმა
ია კაშიამ და ირმა კოჭბიანმა მასობრივი სოლიდარობა ორიგინალურად აღნიშნეს. ამ დღის-დაუნის სინდრომის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით, სხვადასხვა ღონისძიები და აქტივობები გამართეს. დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღის სიმბოლოდ აღიარებული ჭრელი წინდების აპლიკაციები გამოჭრეს მოსწავლეებთან ერთად და გაალამაზეს სკოლის ფოიე. მოსწავლეებმა
თავიანთი ხელით შექმნეს სხვადასხვა აქსესუარები, ფერადი საღებავებით მოხატეს სიმბოლოები, ფერად ქაღალდებზე ამობეჭდეს სლოგანი „მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან“ და სკოლის ეზოში გადაიღეს სამასხოვრო ფოტოები.
სპეც. პედაგოგები ცდილობენ დაუნის სინდრომის მქონე ჩვენი სკოლის მოსწავლე მათე ვაშაყმაძე განვითარების ასაკს მიუახლოვოს და დააწიოს. სკოლის მთავარი პრიორიტეტია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეს მისცეს საზოგადოებაში ადაპტაციისა და ინტეგრაციისათვის
აუცილებელი უნარ-ჩვევები.
აქედან გამომდინარე სკოლის სპეც პედაგოგებს შემუშავებული აქვს მოსწავლეზე მორგებული განვითარების ინდივიდუალური სწავლების გეგმა.
Комментариев нет:
Отправить комментарий