четверг, 25 февраля 2016 г.

სკოლის მისია


სკოლის მისია  -  სწავლა-სწავლების ეფექტური სტრატეგიების დანერგვით ფორმალურ და არაფორმალურ განათლებაში შექმნას, ზრუნვასა და ხარისხიან განათლებასზე ორიენტირებული სასწავლო გარემო, რათა თითოეულმა მოსწავლემ უკეთ გააცნობიეროს სოციალურ-კულტურულ გარემოში საკუთარი უფლებები და მოვალეობები ოჯახის, ქვეყნის, საკაცობრიო იდეალეების მიმართ. განუვითარდეთ ღირებულებები, რომლებიცდაეხმარებათ პასუხისმგებლიანი არჩევანის გაკეთებასა და ქმედებაში.

სკოლის ხედვა  - უზრუნველყოს ხელმისაწვდომობა მხარდაჭერ, ეფექტურ და ინკლუზიურ სასწავლო გარემოზე. სწავლების პრაქტიკის იმგვარი ინტეგრირება, რომ ის დაეფუძნოს მოსწავლის ფიზიკური, ემოციური, ფსიქოლოგიური და სულიერი ასპექტების განვითარებას. იზრუნოს ჩამოუყალიბოს მოსწავლეს მოქალაქეობის გლობალური გაგება ეროვნული იდენტობის, კულტურული მრავალფეროვნების პატივისცემის, სამართლიანი ციფრული მოქალაქეობის უნარებისა და ეკოლოგიურ ცნობიერების განვითარების ხელშეწყობით. 
გახადოს მოსწავლე კონკურენტუნარიანი, მგრძნობიარე, გამძლე, ჰარმონიული ადამიანი, რომელიც პოზიტიურ ცვლილებებს მოუტანს ჩვენს საზოგადოებასა და თემს.

სკოლის ღირებულებები
ეროვნული იდენტობის პატივისცემა;
თანამშრომლობითი კულტურა (ყველა დაფასებულად გრძნობს თავს); 
გაზიარებული პასუხისმგებლობა, ლიდერობა, ცოდნა და ერთობლივი მხარდაჭერა; 
ფსიქოლოგიური უსაფრთხოება (გუნდურობის განცდა); 
ტოლერანტობა; 
მზადყოფნა ახალი იდეების მისაღებად; 
პროფესიონალიზმი (აკადემიური ცოდნა, წიგნიერება) 

Комментариев нет:

Отправить комментарий