суббота, 20 февраля 2016 г.

G-PriEd-ი ჩვენს სკოლაში



 2016  წლის 4 თებერვალს ქალაქ ქუთაისის N36 საჯარო სკოლას ეწვია  G-PriEd-ის დაწყებითი განათლების განვითარების ტრენერი მეცნიერებათა დოქტორი ქალბატონი მალვინა შანიძე. ქალბატონი მალვინა სკოლის დირექტორთან ერთად დაესწრიო სკოლის დაწყებითი განათლების ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგების: დარეჯან ლურსმანაშვილის, რუსუდან ვარდოსანიძის, ლია მამარდაშვილისა და  ლელა ჟორჟოლიანის მიერ ჩატარებულ გაკვეთილებს.
    პროექტის მონაწილე პედაგოგებმა აჩვენეს, თუ როგორ იყენებს მასწავლებელი ტრენინგებზე მიღებულ ცოდნას, როგორ ნერგავს სწავლების ინოვაციურ მეთოდებს პრაქტიკაში. პედაგოგებმა პროექტის მიერ შემოთავაზებული მრავალფეროვანი საგანმანათლებლო რესურსის, სხვადასხვა აქტივობებითა და თვალსაჩინოების გამოყენებით წარმოადგინეს საინტერესო გაკვეთილები. სსიპ ქალაქ ქუთაისის N36 საჯარო სკოლის  პედაგოგები ძალიან ბევრს შრომობენ,რომ ტრენინგზე შესწავლილი ინოვაციური მეთოდები წარმატებით დანერგონ და გამოიყენონ გაკვეთილზე. გაკვეთილები არის მრავალფეროვანი, სახალისო, საინტერესო, მოსწავლეების საჭიროებებზე მორგებული. მადლობა თითოეულ პედაგოგს და მადლობა პროექტს რომ ასე დაგვეხმარა წინსვლასა და განვითარებაში.
     გაკვეთილების შემდეგ ქალბატონი მალვინა ესწრებოდა სამუშაო შეხვედრას ქართული ენის ფასილიტატორ მაკა ბობოხიძის ხელმძღვანელობითსასწავლო ჯგუფის შეხვედრაზე ფასილიტატორმა გააცნო მასწავლებლებს დღის წესრიგი და შეხვედრის მიზანი. ისაუბრეთ ზოგადად ინტეგრირებული გაკვეთილებების მიზნობრიობასა და ეფექტიანობაზე, ასევე შებრუნებული საკლასო ოთახის მოდელის გამოყენების უპირატესობაზე, მიზნობრიობასა და ეფექტზე. საგანმანათლებლო რესურსის ეფექტიანი გამოყენებაზე გაკვეთილის დაგეგმვის დროს.
       აღნიშნულმა დღემ წარმატებით ჩაიარა.
   






Комментариев нет:

Отправить комментарий