понедельник, 22 февраля 2016 г.

მართლწესრიგის უზრუნველყოფისა და დანაშაულის პრევენციის პროგრამა საჯარო სკოლებისთვის


  9 დეკემბერს საინფორმაციო-საგანმანათლებლო პროექტის “მართლწესრიგის უზრუნველყოფისა და დანაშაულის პრევენციის პროგრამა საჯარო სკოლებისთვის“ ფარგლებში ქუთაისის N36 საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა სააგენტოს დირექტორი. სააგენტოს ხელმძღვანელმა სკოლის მოსწავლეებს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პროგრამის მნიშვნელობაზე ესაუბრა და ხაზი გაუსვა აღნიშნულ პროექტში მოზარდების აქტიური ჩართულობის აუცილებლობას.




 მომსახურების სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომლებმა  სკოლის მოსწავლეებს სააგენტოს სერვისების და საგზაო ნიშნების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს. მოზარდებმა სააგენტოს შენობა დაათვალიერეს, მართვის მოწმობის თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდებს დაესწრნენ. 





მათ ასევე მიიღეს ინფორმაცია სახელმწიფო სანომრე ნიშნის დამზადების ტექნოლოგიის შესახებ. შეხვედრის დასასრულს, მოსწავლეებს სამახსოვრო საჩუქრები და მათი სკოლის ნომრის გამოსახულებიანი სანომრე ნიშანი გადაეცათ.

ამავე დღეს იმერეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ქალაქ ქუთაისის კახიანაურის სახანძრო-სამაშველო განყოფილებაში ჩატარდა "მოსწავლეთა სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ თეორიული და პრაქტიკული სწავლება-ტრენინგი". სადაც მოსწავლეებმა პრაქტიკულად უშუალოდ ნახეს ტექნიკა და აღჭურვილობა, თუ როგორ მუშაობს სამაშველო სამსახური მოქალაქეთა დასახმარებლად. 



ტრენინგს წარმართავდა ჩვენი სკოლის კურსდამთავრებული თენგიზ შალამბერიძე იმერეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამმართველოს ხანძრის ჩაქრობისა და საავარიო სამაშველო სამუშაოების განყოფილების უფროსი. მოსწავლეებმა ასევე ნახეს შენობის შიდა ინფრასტრუქტურა და შეხვდნენ სამსახურის უფროსს.