воскресенье, 24 апреля 2016 г.

G-Pried-ი I გ კლასში, პედაგოგი რუსუდან გაბუნია


2016 წლის 22 აპრილს ქალაქ ქუთაისის N36 საჯარო სკოლის   G-Pried-ის პროექტის ფარგლებში პედაგოგმა რუსუდან გაბუნია-ლომიძემ ჩაატარა გაკვეთილი მათემატიკაში. გაკვეთილს ესწრებოდა G-Pried-ის ტრენერი იაგორ ბალანჩივაძე და სკოლის დირექტორი თენგიზ თაბუკაშვილი.


გაკვეთილის თემა: გამოვაკლოთ 11-ს,  გამოვაკლოთ 12-ს.  დავუკავშიროთ უკან თვლას.
ეროვნული სასწავლო სტანდარტით მოსწავლეს შუძლია ერთმანეთთან დააკავშიროს თვლა, რიგებს შორის დამოკიდებულებები და შეკრება-გამოკლების მოქმედებები
 ახდენს შეკრება-გამოკლების თვალსაჩინოდ დემონსტრირებას, განსაზღვრავს განსხვავებას
·         ზეპირად ანგარიშისას იყენებს 1-ის ტოლი ბიჯით თვლას ან სხვა ხერხს და ახდენს შეკრება-გამოკლების მოქმედებათა ურთიერთშებრუნებულობის დემონსტრირების მოდელის გამოყენებით
·         მოცემული გროვისთვის ასახელებს ამ გროვის მითითებულ რაოდენობამდე შევსებით დამატებით რაოდენობას, ზეპირად ასახელებს 10-ის გავლით შეკრება-გამოკლებას და ახდენს გამოყენებული ხერხის დემონსტრირებას.
ü  საჭირო წინარე ცოდნა და უნარ-ჩვევები: მოსწავლემ იცის ერთნიშნა რიცხვების მიმატების სხვადასხვა ხერხი, „1-ის ბიჯით თვლით“, „10-ის გავლით“ შეკრება, შეკრების გადანაცვლებადობის თვისების გამოყენება.ზეპირად იცის, თუ რამდენი აკლია 10-ზე ნაკლებ თითოეულ რიცხვს ათამდე.
ü  მოსწავლეები ცნობენ რიცხვებს 20-ის ფარგალში, ასახელებენ მოცემული რიცხვების წინა და მომდევნო რიცხვებს, იციან რიცხვის შევსება ათამდე, რიცხვისათვის 1-დან 9-მდე რიცხვების მიმატება ათეულზე გადასვლით სხვადსახვა ხერხით, მისი დემონსტრირება რიცხვით ღერძზე და მოდელების გამოყენებით.
წინარე ცოდნის შეფასება პედაგოგმა მოახდინა კითხვა-პასუხით რეჟიმით, რომლის შემდეგ პედაგოგმა გამოიყენა მოსწავლეთა დაჯგუფების ფორმები: ჰომოგენური ჯგუფები, ინდივიდუალური, წყვილები. დაჯგუფების კრიტერიუმები- მზაობის მიხედვით. გაკვეთილზე გამოყენებული იქნა შემდეგი სასწავლო მასალა: ბუკი, სახელმძღვანელო, რვეულები, თაბახის ფურცლები, მარკერები, რიცხვითი ღერძი, წითელი და მწვანე ბარათები, ფერადი რიცხვები, მაგნიტური დაფა, პოსტერები, დავალების ბარათები.


გაკვეთილი წარიმართა სამფაზიანი მოდელით:
I წინასწარ
       მოსწავლეებს გააცნ გაკვეთილის თემა და მიზანი.
განწყობის შესაქმნელად და ცოდნის გასააქტიურებლად გამოიყენა სხვადასხვა აქტივობები:
    მათემატიკური თამაში  „გავიაროთ თაღქვეშ“. მოსწავლეებს დაურიგა ფერად რიცხვები, თაღქვეშ  გაიარეს იმ წყვილებმა, რომლების რიცხვთა ჯამი 10-ის ტოლი უნდა ყოფილიყო, გამოიყენა მოსწავლეთათვის სახალისო აქტივობა რიცხვების ტაშით შევსება 10-მდე, რომლის შემდეგაც  ბავშვები დააჯგუფა  მზაობის მიხედვით გაკვეთილზე შესრულებული „გასვლის ბარათების“ საფუძველზე. გადაუნაწილა შესაბამისი დავალებები, რომლის შესრულების შემდეგ მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები

II განმავლობაში
  ბავშვებს ბუკებში შევთავაზა ცხრილი, სადაც რიცხვები უნდა დაეყოთ ათამდე. ჯგუფებში დავალებები სხვადასხვაგვარად განაწილდა: მოსწავლეებმა რიცხვითი ზოლის, მაგნიტური დაფის , სხივის გამოყენებითა და წარმოდგენილი ნახატის საშუალებით სანიმუშოდ გაართვეს თავი სამუშაოს. პედაგოგი აკვირდებოდა ჯგუფების მუშაობას და საჭიროების გათვალისწინებით უწევდა მათ დახმარებას. ამხანაგის მიერ შესრულებული დავალების სისწორეს ბავშვები თავად აფასებენ , სწორი პასუხის შემთხვევაში  აჩვენებდნენ  მწვანე ბარათებს, არასწორი პასუხის შემთხვევაში-წითელს.


III შემდეგ
მომდევნო გაკვეთილზე ერთობლივად შეასრულეს სხვადასხვა სავარჯიშოები სახელმძღვანელოდან. დადგინეს, რომ გამოკლებისას რიცხვი მცირდება, შეკრებისას-იზრდება. საინტერესო გამოდგა  აქტივობა „მათემატიკური ფაქტების სამკუთხედები“, რის შემდეგაც მოსწავლეებმა რვეულებში შეავსეს ცხრილი, იპოვეს ჯამისა და შესაკრებების სხვაობა, რის შემდეგაც ახალი სამუშაოს შესასრულებლად კვლავ გადანაწილდნენ მზაობის მიხედვით. დომინოს გამოყენებით იმუშავეს  წყვილებში, გამოიყენეს შეკრებისა და გამოკლების ურთიერთშებრუნებულობის თვისებას. პრეზენტაციაზე ბავშვებმა გამოიტანეს  სათანადო დასკვნები.
გაკვეთილის დასასრულს მოსწავლეებმა დამოუკიდებლად შეასრულეს ტესტი,  მოხდება გაკვეთილის შეჯამება და შეფასება.


გაკვეთილი იყო ძალიან საინტერესო, აზრიანი, მხიარული, მოსწავლეთა საჭიროებებზე გათვლილი, ისინი გააზრებულად და ზუსტად ასრულებენ 11-დან და 12-დან რიცხვის გამოკლების ორივე ხერხს- უკან გადათვლასა და ათეულის გავლას.   მსჯელობენ და ასაბუთებენ  თავის აზრს. გაკვეთილი თვალსაჩინოებებით დატვირთული იყო, რაც მოსწავლეთათვის  საინტერესოს და შედეგიანს ხდიდა. მსგავსი ტიპის გაკვეთილების შემდეგ მოსწავლეებს უფგრო  განუვითარდებათ რიცხვების სწრაფი გამოკლების ,  მარტივი ამოცანების ამოხსნისა და საკუთარი აზრის დასაბუთების, თანამშრომლობითი, დამოუკიდებელი მუშაობისა და სააზროვნო უნარები.