четверг, 21 апреля 2016 г.

პროფესიული ორიენტაციის და კარიერის დაგეგმვის გაკვეთილი მე-11 კლასში

ქალაქ ქუთაისის N36 საჯარო სკოლის მე-11 კლასში 21 მარტს პედაგოგ ირმა ლომიძის მიერ ჩატარდა პროფესიული ორიენტაციის და კარიერის დაგეგმვის  გაკვეთილი.
გაკვეთილის მიზანიშრომის ბაზრის მნიშვნელობა პროფესიის არჩევის და კარიერის დაგეგმვის პროცესში: რეზიუმეს (CV) ძირითადი სტრუქტურა და მომზადება







შედეგები

მოსწავლეებმა იციან შრომის ბაზრის არსი; სად მოიძიონ ინფორმაცია შრომის ბაზრის შესახებ ; შრომის ბაზრის ინფორმაციის გამოყენების მნიშვნელობა პროფესიის არჩევისას; მოსწავლეები განივითარებენ თვითპრეზენტაციის უნარს, გაეცნობიან რეზიუმეს ( CV) მომზადების ტექნიკას.

პედაგოგმა ისაუბრა შრომის საბაზარზე და მის მოთხოვნებზე საქართველოში, აღნიშნა, რომ  საბაზრო ეკონომიკის პირობებში არსებული საწარმოები, დარგები და პროფესიები გამუდმებით იცვლება და ქრება, ამ დროს კი სხვები ჩნდება, იზრდება და ვითარდება. ვინაიდან ტექნოლოგიური პროგრესის გამო ცვლილებები სწრაფად ხდება, საწარმოები ახლებური, მრავალფეროვანი უნარ-ჩვევების და ცოდნის მუშაკებს მუდმივად მოითხოვენ. ამ ცვლილებებით რომ ისარგებლონ, მუშაკებს ისეთი პროფესიონალური უნარ-ჩვევები უნდა ჰქონდეთ, რომელიც მათ ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაში მონაწილეობის საშუალებას მისცემს. დღეს ბევრად უფრო ხშირად, ვიდრე ათი წლის წინ, შეხვდებით ისეთ პიროვნებებს, რომლებიც არა მარტო სამსახურს, არამედ მთელ კარიერასაც იცვლიან, რათა შრომის ბაზრის მოთხოვნები დააკმაყოფილონ. ცოდნა, პროფესიული უნარ-ჩვევები, განათლება და გამოცდილება გავლენას ახდენს მოთხოვნასა და მიწოდებაზე შრომის ბაზრებზე
გაკვეთილი აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობდა, მოსწავლეებმა ისაუბრეს პროფესიის არჩევის შესახებ, გამოთქვეს თავიანთი მოსაზრებები საკითხთან დაკავშირებით, აღნიშნეს, რომ საჭიროა უკეთ შევძლოთ გავერკვეთ საკუთარ უნარებსა თუ შესაძლებლობებში და მათი ჩვენთვის საკეთილდღეოდ გამოყენება ვისწავლოთ. რაც უფრო კარგად გვაქვს განვითარებული საკუთარი უნარები და შესაძლებლობები, მით უფრო იზრდება შანსი კმაყოფილი დავრჩეთ არჩეული პროფესიით და კარიერაში წარმატებას მივაღწიოთ.




პროფესიის არჩევის პროცესში საკუთარი უნარებისა და შესაძლებლობების გაცნობიერება ერთ-ერთ მნიშვნელოვან საფეხურს უნდა წარმოადგენდეს. იმისთვის, რომ შეძლოთ საკუთარ უნარებში გარკვევა, პედაგოგმა მოსწავლეებს ურჩია გაითვალისწინონ შემდეგი:

1. გაიგეთ, რა არის უნარები?;
2. გაერკვიეთ უნარების ტიპებში;
3. გაერკვიეთ დამსაქმებლების მიერ მოთხოვნილ უნარებში;
4. შექმენით თქვენი უნარების ჩამონათვალი;
5. ეფექტურად წარმოაჩინეთ საკუთარი უნარები;
6. განივითარეთ საკუთარი უნარები.

გაკვეთილის მსვლელობისას გაიმართა დისკუსია, ისაუბრეს რეზიუმეს სტრუქტურაზე. აღინიშნა, რომ რეზიუმე ასახავს თქვენი საქმიანობის/პროფესიონალიზმის მოკლე და ამავდროულად სრულყოფილ სახეს. სწორედ ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია მისი სწორად შედგენა. კარგი და საინტერესო რეზიუმეს შემთხვევაში, ბევრად მეტი შანსი გაქვთ, გასაუბრებაზე დაბარების და შემდეგ სამსახურში მიღების. ცუდი რეზიუმის შემთხვევაში კი დარწმუნებული იყავით, რომ არც კი დაგირეკავენ
მოსწავლეებმა ერთ-ერთი აქტივობის შესრულებისას წარმოადგინეს რეზიუმე , იმსჯელეს, განიხილეს და გაითვალისწინეს ის მოთხოვნები რაც შეიძლება დააინტერესოს დამსაქმებელს მათი დასაქმების შემთხვევაში.



გაკვეთილის ბოლოს განიხილეს რეზიუმეს ფორმატის შემადგენელი  ძირითადი ინფორმაციები:
  • პერსონალური ინფორმაცია: სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, მისამართი, ტელეფონი, ელექტრონული ფოსტა.
  • აპლიკნატის განათლება, მიღებული ხარისხი, სწავლის პერიოდი.  დაწყებითი  სკოლის მითითება არ არ  სავალდებულო.
  • კარიერული ისტორია, დაწყებული ქრონოლოგიურად ყველზე ახლიდან, მუშაობის დაწყების და დასრულების თარიღების მითითებით.  სასურველია  მითითებული იქნეს  ის სამსახურებიც რომელშიც აპლიკანტი იყო მოხალისის, სტაჟიორის სახით  ან  არასრული განაკვეთით.
  • პერსონალური უნარ-ჩვევები, რომლებიც   ადეკვატურია  სასურველი პოზიზიიცისათვის და აგრეთვე მიღწევები  ამ კონკრეტულ სფეროში.
  • სხვადასხვა  საკვალიფიკაციო ტრეინინგების ჩამონათვალი   ქრონოლოგიურად ყველზე ახლიდან.
  • ინტერესების ჩამონათვალი, თუ ეს ინტერესები შეესაბამება განსაზღვრულ პოზიციას.
  • სხვა სახის  ექსტრა ინფორმაცია,  როგორც არის მაგალითად  ძველ სამსახურში დაკისრებული მოვალეობების აღწერა,  კარიერის შეცვლის ფაქტები ან GAP -ის (GAP სამსახურიდან სხვა სამსახურამდე არსებული  დროის პერიოდი)  მიზეზები კარიერულ ისტორიაში.
  • სასურველია აგრეთვე მითითებული იყოს  მინიმუმ ორი რეკომენდატორის  სახელი და გვარი, თანამდებობა,  საკონტაქტო მონაცემები. უპირატესობა ენიჭება  ბოლო სამუშო ადგილიდან რეკომენდაციას.
  • აუცილებელია აგრეთვე რეზიუმეში მითითებული იქნეს  ენების და კომპიუტერული პროგრამების ცოდნა  დონეების მითითებით.

 იხილეთ  სრული  ფოტომასალა