განათლების სისტემის
გაუმჯობესება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს
წარმოადგენს. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ახორციელებს რეფორმას, რომლის
მიზანია ბავშვზე ორიენტირებული თანამედროვე საგანმანათლებლო გარემოს ჩამოყალიბება და
თითოეული მოსწავლის პოტენციალის სრულფასოვნად რეალიზება, სასწავლო გამოცდილების გამდიდრებას. აღნიშნული ინოვაციების სკოლებში დანერგვის
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით
G-PriEd-ი ხელს უწყობს სისტემის სხვადასხვა მნიშვნელოვანი კომპონენტის გაძლიერებას. კერძოდ, პროექტის ფარგლებში მასწავლებლები ეუფლებიან სწავლების ეფექტურ და ინოვაციურ სტრატეგიებს. პროექტი ეხმარება მასწავლებლებლებს განმავითარებელი შეფასების ეფექტურად დანერგვასა და მოსწავლეების მიღწევების რეგულარულ მონიტორინგში.
სწორედ, ამ მიზნით აღნიშნული პროექტის გათვალისწინებით კიდევ ერთი გაკვეთილი ჩატარდა სსიპ ქალაქ ქუთაისის #36 საჯარო სკოლის მე-4 კლასში ქართულ ენასა და ლიტერატურაში პედაგოგ ლელა ჟორჟოლიანის თაოსნობით. გაკვეთილზე გამოყენებული იყო მრავალფეროვანი სასწავლო რესურსი, სხვადასხვა აქტივობები, პედაგოგმა გამოიყენა ვიდეო სესიების დროს მიწოდებული მასალიდან ახალი მეთოდოლოგია.
გაკვეთილს ესწრებოდა სკოლის დირექტორი თენგიზ თაბუკაშვილი და ქალბატონი მალვინა შანიძე,პედაგოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროექტ ,,G-Pried"-ის ტრენერი და დამკვირვებელი.
Комментариев нет:
Отправить комментарий