2015-2016 სასწავლო წელს ჩვენი სკოლა ჩაება საქართველოს დაწყებითი განათლების G-Pried-ის პროგრამაში.
საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტი (G-PriEd) წარმოადგენს აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებულ პროექტს, რომლის მიზანია, ხელი შეუწყოს ინოვაციური, მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების შემოღებასა და დანერგვას.
დაწყებითი განათლების 5 წლიანი პროექტი აუმჯობესებს დაწყებითი კლასების მოსწავლეთა უნარებს კითხვასა და მათემატიკაში, მასწავლებლებისათვის სწავლების ახალი სტრატეგიების გაცნობის, ხარისხიანი საგანმანათლებლო რესურსების უზრუნველყოფისა და კითხვასა და მათემატიკაში საგნობრივი ექსპერტების კომპეტენციების გაზრდის გზით.
დაწყებითი განათლების პროექტი ასევე ხელს უწყობს სკოლის ბაზაზე პროფესიული განვითარების მოდელის შემუშავებასა და დანერგვას, რაც ითვალისწინებს მასწავლებელთა სასწავლო ჯგუფების შექმნას მასწავლებელი ფასილიტატორების ხელმძღვანელობით და პროცესში სკოლის ადმინისტრაციის მხარდაჭერას. პროექტი ასევე ხელს შეუწყობს სასწავლო პროცესში საზოგადოებისა და მშობელთა ჩართულობას.
4 თებერვალს დაწყებითი კლასების პედაგოგმა იმედა ზარქუამ მე-23კლასში G-PRIED-ის პროექტის ფარგლებში ჩაატარა ღია გაკვეთილი ქართულ ენაში.მასწავლებელმა გამოიყენა ,,მთელი-ნაწილი-მთელი" მეთოდი. გაკვეთილს ესწრებოდნენ სკოლის პედაგოგები,დირექცია და მშობლები. ღია გაკვეთილმა დიდი მოწონება დაიმსახურა...
წარმატებები თქვენს პატარებთან ერთად...
ინფორმაცია დაწყებითი განათლების პროექტის შესახებ განთავსებულია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ვებ-გვერდზე, ეწვიეთ ბმულს
Комментариев нет:
Отправить комментарий