вторник, 12 апреля 2016 г.

მე-5ა კლასი - ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილი, პედაგოგი რუსუდან კუბლაშვილი

   ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა, რუსუდან კუბლაშვილმა მე-51 კლასში ,,G-PRIED"-ის აქტივობების გამოყენებით ჩაატარა ღია გაკვეთილი თემაზე „სამაგიერო“, სადაც გამოყენებული იყო მხატვრული ჟანრის  ტექსტი



გაკვეთილის მიზანს წარმოადგენდა:

  • ტექსტის  სათაურისა და შინაარსის გააზრება
  • ლექსიკური ერთეულების მნიშველობების დადგენა
  • ფაქტებისა და მოვლენების დაკავშირება
  • მთავარი სათქმელის გამოკვეთა და დასკვნების გაკეთება
    გაკვეთილს ჰქონდა სამფაზიანი სტრუქტურა: წაკითხვამდე, კითხვის დროს, წაკითხვის შემდ. მასწავლებელი და მოსწავლეები მთელი გაკვეთილის განმავლობაში აქტიურად იყვნენ ჩართულ ფიქრის, ვარაუდების გამოთქმის, კითხვის, მსჯელობისა და ერთობლივი შემოქმედების პროცესში, რაშიც ხელი შეუწყო პედაგოგის მიერ გამოყენებულმა სხვადასხვა აქტივობებმა და რესურსებმა. მო9სწავლეებმა საკვანძო სიტყვების გამოყენებით  შეადგინეს თხზულება, წარმოედგინეს პრეზენტაციები...


ძალზედ საინტერესო გამოდგა  აქტივობა- სიტყვის პირამიდა, იგი კარგი მეთოდია ინფორმაციის დასამახსოვრებლად, გასააზრებლად და დასახარისხებლად. მეთოდი საშუალებას გვაძლევს დავახარისხებინოთ ნაცნობი, უცნობი, განსხვავებული, ბუნდოვანი ინფორმაცია, დავაზუსტოთ უცხო სიტყვების მნიშვნელობა, მსჯელობის შეჯამება, კითხვებზე პასუხის გაცემა თუ საინტერესო შემოქმედებითი პროდუქტის შექმნა.
წაკითხვის შემდგომ აქტივობების გამოყენებამ  მოსწავლებ მეტი ხალისი და შემართება შეჰმატა. გამოიჩინეს უფრო მეტი  თავდაჯერებულობა და ენთუზიაზმ. ყველას სურდა თავისი აზრის დაფიქსირება და  ღირებულ შედეგამდე მისვლა. სადისკუსიო სქემის გამოყენებით მოსწავლეებმა დაიცვეს "დიახ" და "არა" პოზიციები. საინტერესოდ წარმოაფგინეს თავიანთი მოსაზრებები. 

წერის კულტურის გამდიდრებას ხელს უწყობს ზემოთ ჩამოთვლილი ყველა აქტივობა, რაც უფრო მეტხანს წერს ან კითხულობს ადამიანი, მით უფრო დიდია გააზრების სიღრმე. ყველა ფაზის გამოყენებამ პედაგოგს საშუალება მისცა გაეაქტიურებინა მოსწავლის შემეცნებითი შესაძლებლობები, კრიტიკული აზროვნებისა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.


სსსმ მოსწავლე, ომარი ჩხვიმიანს თავისი შესაძლებლობების გათვალისწინებით პედაგოგის მიერ მიეცა დავალება, რასაც თავი კარგად გაართვა. იგი ხალისით ჩაერთო მუშაობის პროცესში, რაც კარგად ჩანს ფოტომასალაზე.



   ტექსტის წაკითხვის შემდეგ მოსწავლეებმა იმსჯელეს მათთვის ნაცნობი, უცნობი და ბუნდოვანი ინფორმაციის შესახებ და შეეცადნენ უკვე შესწავლილი ინფორმაციით განეახლებინათ მანამდე შექმნილი სიტყვის პირამიდა. 

   ტექსტის შეჯამება-გამთლიანების მიზნით გამოყენებულ იქნა აქტივობა-თამაში "ანბანის რიგზე".  მოსწავლეებმა აღნიშნულ დავალებას სანიმუშაოდ გაართვეს თავი

ასეთი აქტივობებით  გამდიდრებული გაკვეთილები საგნისადმი სიყვარულს უღვიძებს მოსწავლეებს, მეტ სტიმულს აძლევს და  სწავლისადმი შინაგან  მოტივაციას უმაღლებს.