понедельник, 1 августа 2016 г.

გილოცავთ სტუდენტობას!

  

  სსიპ ქალაქ ქუთაისის N36 საჯარო სკოლის  2015-2016 სასწავლო წლის ყველა კურსდამთავრებულს, სიყვარულით გილოცავთ სტუდენტობას. ვულოცავ თქვენს მასწავლებლებსა და მშობლებს.
   გისურვებთ წინსვლას ცხოვრების იმ დიდ გზაზე, რომელზეც თქვენი შედეგებით გადადგით პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯები. წინსვლას, წარმატებებს, დიდ და ნათელ მომავალს გისურვებთ. წარმატებებით გაგევლოთ უდიდესი პასუხისმგებლობით გასავლელი ცხოვრების ლამაზი წლები. გახარებული გამყოფოთ უფალმა მთელი ცხოვრება, თქვენი ცოდნით და შრომით დასახულ მიზანს მიაღწიეთ, არ გადაუხვიოთ არჩეულ გზას და კვლავ მიაღწევ სასურველ მიზანს რომელიც ძალზედ მნიშვნელოვანია როგორც თქვენი მომავალისათვის, ასევე ჩვენი ქვეყნისათვის. გვჯერა, რომ  თქვენნაირი ნიჭიერი, ბეჯითი და მიზანდასახული თაობა  საუკეთესო მიღწევებით გაგვახარებს და ქვეყნის სასიკეთოდ მნიშვნელოვან ცვლილებებს განახორციელებს.
   წარმატებული და ბედნიერი ყოფილიყოს თქვენი ყოველი გადადგმული ნაბიჯი ამ ახალ გზაზე. უფალმა დაგლოცოთ და გაგახაროთ.