суббота, 20 февраля 2016 г.

G-PRIED-ის მე-3 კლასში პედაგოგი ლიანა მამარდაშვილი

G-PRIED-ის პროექტის ფარგლებში ჩატარებული ღია გაკვეთილი მე-3  კლასში ქართულ ენასა და ლიტერატურაში, პედაგოგი  ლიანა მამარდაშვილი

      საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტს (G-PriEd) მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს მთავრობის მიერ განათლების სფეროში დასახული არაერთი მიზნის მიღწევაში. 
პროექტი ხელს უწყობს ინოვაციური, მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების მეთოდების შემოღებასა და დანერგვას. პროცესის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს დაახლოებით 300 საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის 1-6 კლასების ქართული ენის, ქართულის, როგორც მეორე ენისა და მათემატიკის მასწავლებელი და დაწყებითი საფეხურის დაახლოებით 40 000 მოსწავლე საქართველოს ყველა რეგიონიდან.
 პროექტი აუმჯობესებს დაწყებითი კლასების მოსწავლეთა უნარებს კითხვასა და მათემატიკაში, მასწავლებლებისათვის სწავლების ახალი სტრატეგიების გაცნობის, ხარისხიანი საგანმანათლებლო რესურსების უზრუნველყოფისა და კითხვასა და მათემატიკაში საგნობრივი ექსპერტების კომპეტენციების გაზრდის გზით.
   5 თებერვალს, სკოლას  ეწვია ქალბატონი მალვინა შანიძე,პედაგოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროექტ ,,G-Pried"-ის ტრენერი და დამკვირვებელი. ამ პროექტის ფარგლებში მე-3 კლასში  საინტერესო იყო პედაგოგ ლიანა მამარდაშვილის მიერ ჩატარებული გაკვეთილი ქართულ ენასა და ლიტერატურაში, რომელსაც ესწრებოდა ქალბატონი მალვინა შანიძე და სკოლის დირექტორი თენგიზ თაბუკაშვილი. 

  საინტერესო იყო ლექსიკური მარაგის გამდიდრებისათვის შემოთავაზებული რამდენიმე ეფექტური აქტივობა მოსწავლეების სიტყვებზე მუშაობის პროცესის გამრავალფეროვნებისთვის.










ინფორმაცია დაწყებითი განათლების პროექტის შესახებ განთავსებულია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ვებ-გვერდზე, ეწვიეთ ბმულს



Комментариев нет:

Отправить комментарий