пятница, 22 апреля 2016 г.

G-Pried-ი მათემატიკაში , მე-6 ბ კლასი პედაგოგი მერი აბულაძე


   2016 წლის 22 აპრილს ქალაქ ქუთაისის N36 საჯარო სკოლის მე-6ბ კლასში  G-Pried-ის აქტივობებით გამდიდრებული კიდევ ერთი გაკვეთილი ჩაატარა პედაგოგმა მერი აბულაძემ, გაკვეთილს ესწრებოდა G-Pried-ის ტრენერი იაგორ ბალანჩივაძე და სკოლის დირექტორი თენგიზ თაბუკაშვილი. გაკვეთილის თემა გახლდათ: სივრცული ფიგურები, სივრცული ფიგურების ზედაპირის ფართობი.


გაკვეთილის მიზანს წარმოადგენს: მოსწავლემ გაიღრმაოს სივრცული წარმოდგენები   ამოიცნოს სივრცული ფიგურები, მოდელის მიხედვით შეძლოს მათი აღწერა, ელემენტის დასახელება, ზოგიერთი სივრცული ფიგურის შლილის წარმოდგენა, სივრცულ ფიგურებზე დაკვირვების საფუძველზე ვარაუდის გამოთქმა ელემენტების რაოდენობას შორის კავშირის შესახებ, გაზომვის ჩატარებით შეძლოს სივრცული ფიგურების ზედაპირის ფართობის გამოთვლა (მხოლოდ პარალელეპიპედისა და კუბის). პრაქტიკული ამოცანების ამოხსნა.

   
   მასწავლებელმა მოახდინა წინარე ცოდნის შემოწმება და გამოიკვეთა, რომ მოსწავლეებმა იციან მარტივი გეომეტრიული და ბრტყელი ფიგურების ამოცნობა (წერტილი, წრფე, მონაკვეთი, მართკუთხედი, კვადრატი), იციან რიცხვებზე მოქმედებების შესრულება, რიცხვების შედარება, ფიგურის ფართობი, მართკუთხედისა და კვადრატის ფართობის გამოთვლა, ფართობის საზომი ერთეულები და კავშირი მათ შორის.  
  გაკვეთილი დაიგეგმა და წარიმართა სამფაზიანი კონსტრუქტივისტული მოდელის გამოყენებით.
გაკვეთილის ფაზები
I ფაზაში პედაგოგმა წინასწარ მიცემული პრაქტიკული ხასიათის ამოცანების შესრულების სისწორე შეამოწმა გამოძახებით, ხოლო შესრულება მერხებს შორის ჩამოვლით. ამოცანების ამოხსნის პრეზენტაციის  დამთავდების შემდეგ კლასს მიმართა კითხვით და შეაფასა მოსწავლეთა მზაობა ახალი მასალის მოსასმენად და შესასწავლად.
II ფაზა - განმავლობაში- პედაგოგმა მის  მიერ დასმულ შეკითხვებზე: თუ იცით ისეთ ფიგურები რომელთაც აქვს ორზე მეტი განზომილება? რომელია მათი განზომილებები? -მოსწავლეებიდან ამომწურავი პასუხები მიიღო. სივრცული ფიგურების მოდელების გამოყენებით აჩვენა მათი ელემენტები: წახნაგები, წიბოები და წვეროები.




 განუმარტა, ის რომ  ერთი წვეროდან გამოსულ სამ წიბოს განზომილებები ეწოდება. გააცნო მართკუთხა პარალელეპიპედი და კუბი, აჩვენა მათი წახნაგები, წიბოები, წვეროები და ფუძეები. ესაუბრა პირამიდაზე, რომლის გვერდითი წახნაგები საერთო წვეროს მქონე ტოლფერდა სამკუთხედებია. სამკუთხედის წვეროები პირამიდის წვეროებია გვერდები წიბოებია, ხოლო თვით სამკუთხედები გვერდითი წახნაგებია. მრავალწახნაგების სახელდება ხდება ფუძის მრავალკუთხედის მიხედვით. გაკვეთილი გამდიდრებული იყო მრავალფეროვანი თვალსაჩინოებებით, მოდელებით, რაც  მოსწავლეებისათვის აღქმის კარგი საშუალებაა.



ჯგუფებს დაურიგა სივრცულ ფიგურების, პარალელეპიპედისა და კუბის მოდელები და მისცა დავალებები: დაეთვალათ რამდენი წახნაგი, წიბო და წვერო ჰქონდათ  ფიგურებს. მოსწავლეებს შესაბამისად უნდა შეევსოთ ცხრილი და აღმოეჩინათ კანონზომიერება. დავალება იმდენად საინტერესო აღმოჩდა მოსწავლეებისათვის, რომ აქტივობაში ჩაერთო ისეთი მოსწავლეებიც რომლებიც მათემატიკის სიყვარულით არ გამოირჩევიან. მოსწავლეთა ინტერესი  მასწავლებლის სწორად მოძიებულმა რესურსებმა და გაკვეთილის ახსნის საინტესესო მიდგომამ გამოიწვია. 


  მოსწავლეებმა სივრცულ ფიგურის მოდელებზე დაკვირვებით დაადგინეს მათი ელემენტების: წახნაგების, წიბოების, და წვეროების რაოდენობები, გაზომვების ჩატარებით გამოთვალენ მართკუთხა პარალელეპიპედისა და კუბის ზედაპირის ფართობი.

III ფაზა- შემდგომ- მასწავლებელმა შეამოწმა დავალება, კლასთან ერთობლივი იტერაციით ამოიხსნა ამოცანები, რის შემდეგაც მოახდინა მოსწავლეთა შეფასება შეფასების რუბრიკის მიხედვით.

  ამ გაკვეთილის შემდეგ მოსწავლეებს განუვითარდებათ გრაფიკული გამოსახულების მიხედვით ფიგურების აღწერის უნარი. სივრცული წარმოდგენები. ფიგურათა ზედაპირის ფართობის გამოსათვლელად გაზომვებისა და გამოთვლების უნარ-ჩვევები, გაიწაფებიან სხვადასხვა სტრატეგიების გამოყენებაში. გაკვეთილი შედეგიანი გამოდგა. კმაყოფილი დარჩა მასწავლებელი, მოსწავლეები და თავად ტრენერი.

იხილეთ სრული ფოტომასალა 



G-Pried-ი და მათემატიკა მე-5ბ კლასში, პედაგოგი ჟუჟუნა თოდიძე

2016 წლის 22 აპრილს სკოლას ეწვია G-Pried-ის ტრენერი, ქუთაისის აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის პროფესორი იაგორ ბალანჩივაძე. სასკოლო ვიზიტის ფარგლებში მათემატიკაში საინტერესო გაკვეთილი ჩაატარა მე-5ბ კლასში, პედაგოგმა ჟუჟუნა თოდიძემ. გაკვეთილის თემას წარმოადგენდა: სამკუთხედები. მათი კლასიფიკაცია. სამკუთხედის გვერდებისა და კუთხეების  თვისებები.                                                                


მიზანი: მოსწავლე უკეთ გაეცნოს სამკუთხედებს, განასხვაოს ისინი გვერდებისა და კუთხეების მიხედვით. მოახდინოს მათი გარკვეული ნიშნებით კლასიფიკაცია. შეძლოს სამკუთხედის გვერდებისა და კუთხეების თვისებების გამოყენება ამოცანების ამოხსნისას. 
გაკვეთილს ჰქონდა სამფაზიანი სტრუქტურა.

I ფაზა - „ წინასწარ“
წინარე ცოდნა: კუთხეები, მათი კლასიფიკაცია, გაზომვა.
მასწავლებელმა მთელ კლასთან ინტერაქციით მოახდინა წინა მასალის ცოდნის გააქტიურება, რისთვისაც კითხვა-პასუხის რეჟიმში მოსწავლეები იმეორებდნენ კუთხეთა კლასიფიკაციას,  პედაგოგმა მოსწავლეებთან ერთად მოახდინა საშინაო დავალებიდან თითოეული ამოცანის გარჩევა, რითაც შეძლო მოსწავლეთა გონების მომართვა ახალი პროგრამის ასათვისებლად.  




II ფაზა - „ განმავლობაში“

მოსწავლეებს გააცნო  გაკვეთილის თემა და მიზანი.
მოსწავლეები აქტიურად ჩაებნენ საგაკვეთილო პროცესში. უპასუხეს კითხვებს: რა იცით სამკუთხედების შესახებ? როგორ სამკუთხედს ეწოდება ტოლფერდა, ტოლგვერდა, სხვადასხვაგვერდა? როგორია მართკუთხა, მახვილკუთხა, ბლაგვკუთხა სამკუთხედი?
პედაგოგმა გამოიყენა სხვადასხვა აქტივობები: ჯგუფებს დაურიგა სხვადასხვა სამკუთხედების ნაკრები. მოსწავლეებმა სათანადო ინსტრუქციით მოახდინეს  საჭირო გაზომვები და გამოთვლები. შეაჯამეს შედეგები და აღმოაჩინეს, რომ ნებისმიერი სამკუთხედის კუთხეთა ჯამი არის 1800. გაარჩიეს ამოცანები სახელმძღვანელოდან, ყურადღება გამახვილდა სამკუთხედის გვერდებს შორის დამოკიდებულებაზე. პედაგოგმა თვალსაჩინოების მხრივ, სლაიდის საშუალებით მოსწავლეებს აჩვენა ამოცანა, რომლის გარჩევის შემდეგ მოსწავლეები მივიდნენ დასკვნამდე,  რომ სამკუთხედში ყოველი გვერდი ნაკლებია დანარჩენი ორი გვერდის ჯამზე. ამ  დასკვნის სისწორე განამტკიცენ სხვადასხვა აქტივობებით.



III ფაზა - „შემდგომ“

ამ ფაზაში მოსწავლეებმა მოახდინეს მიღებული ცოდნის შეჯამება-რეფლექსია, ახალი მასალის განმტკიცება, მისი გამოყენება პრაქტიკულ ამოცანებში.
პედაგოგმა მოსწავლეთა გამოცოცხლების მიზნით ჩაატარა-მათემატიკური თამაში -მოსწავლეები ითვლიდნენ ნატურალურ რიცხვებს ზრდის მიხედვით. ყოველი სამის ჯერადი რიცხვის ნაცვლად ასახელებდნენ რომელიმე სახის სამკუთხედს (ტოლფერდა, ტოლგვერდა, მართკუთხა). ამ თამაშმა მოსწავლეები გაახალისა და ახალი აქტივობისთვის დადებითად განაწყო.
  პედაგოგმა მოსწავლეებს ინდივიდუალურად დაურიგა მცირე „დიაგნოსტიკური“ ტესტი ახალი მასალის ათვისების დონის შესამოწმებლად. ტესტის შესრულების შემდეგ , შედეგების შეჯამების გათვალისწინებით მოსწავლეები გადაანაწილა დიფერენცირებულ ჯგუფებად: მაღალი, საშუალო და დაბალი დონის.



  მოსწავლეებმა იმუშავეს დონეების მიხედვით შედგენილ ამოცანებზე. მასწავლებელი აკვირდებოდა მათ მუშაობას და საჭიროების შემთხვევაში ეხმარებოდა მათ,  მუშაობისა და დაკვირვების  პროცესში ჩაერთო თავად სტუმარი, G-Pried-ის ტრენერი, იაგორ ბალანჩივაძე და სკოლის დირექტორი თენგიზ თაბუკაშვილი. მუშაობის დასრულების შემდეგ მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები.




   გაკვეთილი მართლაც საინტერესოდ წარიმართა. გაკვეთილის მსვლელობისას პედაგოგი ახდენდა განმავითარებელ  შეფასებას. ასევე აწარმოებდა ინდივიდუალურ დაკვირვებას  მოსწავლეზე შეფასების რუბრიკის მიხედვით, რომელსაც ინიშნავდა მონიტორინგის რვეულში. გაკვეთილის ბოლოს კი მოსწავლეთა ნაწილს მისცა განმსაზღვრელი შეფასება (ქულებით) - სათანადო კონკრეტული არგუმენტებითა და რჩევებით.




იხილეთ გაკვეთილის მსვლელობისას გადაღებული ფოტომასალა