суббота, 20 февраля 2016 г.

G-PRIED-ის სახალისო აქტივობებით ჩატარებული გაკვეთილი - პედაგოგი რუსუდან ვარდოსანიძე


    საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტს (G-PriEd) მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს მთავრობის მიერ განათლების სფეროში დასახული არაერთი მიზნის მიღწევაში. პროექტი ხელს უწყობს დაწყებითი კლასების მოსწავლეთა საბაზისო და გამჭოლი უნარჩვევების განვითარებას კითხვასა და მათემატიკაში.
     პროექტი აგრეთვე მნიშვნელოვანია მასწავლებლებისათვის, რომლებიც ეუფლებიან სწავლების ეფექტურ და ინოვაციურ სტრატეგიებს. პროექტი ეხმარება მასწავლებლებლებს განმავითარებელი შეფასების ეფექტურად დანერგვასა და მოსწავლეების მიღწევების რეგულარულ მონიტორინგში. პროექტმა შეიმუშავა მრავალფეროვანი სასწავლო რესურსები, რომლებიც ხელს უწყობს სკოლებში სწავლა-სწავლების გაუმჯობესებასა და მოსწავლეების და მასწავლებლების მხარდაჭერის მიზნით, G-PriEd- უზრუნველყოფს სკოლის დირექტორების მომზადებასა და ინფორმირებას მათი როლისა და პროექტის ძირითადი აქტივობების შესახებ.
     აღნიშნული პროექტის ფარგლებში მე-4 კლასში საჩვენებელი გაკვეთილი წარმოადგინა პედაგოგმა რუსუდან ვარდოსანიძემ ქართულ ენასა და ლიტერატურაში. გაკვეთილს ესწრებოდა პროექტის ტრენერი ქალბატონი მალვინა შანიძე.
     გაკვეთილზე გამოყენებული იყო G-PRIED-ის სახალისო აქტივობები. გაკვეთილი წარიმართა სხვადასხვა სახალისო აქტივობებით, საინტერესოდ და ეფექტურად. მოსწავლეები მთლიანად იყვნენ საგაკვეთილო პროცესში ჩართულნი, რაც გაკვეთილის მსვლელობისას გადაღებული ფოტო მასალიდანაც ნათლად ჩანს.








ინფორმაცია დაწყებითი განათლების პროექტის შესახებ განთავსებულია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ვებ-გვერდზე, ეწვიეთ ბმულს

2 комментария:

  1. ჩვენი ლამაზი კლასი /ბაია სალდაძე/









    ОтветитьУдалить
  2. მე ჩვენი კლასი ძალიან მიყვარს. მე ჩვენი მასწავლებელი ძალიან მიყვარს. მე მასღან სულ ვივლი და მოვეხმარები. /მარიამ გორგოძე/

    ОтветитьУдалить