суббота, 28 мая 2016 г.

„ბოლო ზარი“

20 მაისს სსიპ ქალაქ ქუთაისის N36 საჯარო სკოლაში მეთორმეტე კლასელებისათვის „ბოლო ზარი“ დაირეკა. სპეციალურად ამ დღისთვის, სკოლის მოსწავლეებმა მოამზადეს მინი იუმორისტული სკეჩები, „ფლეშმობი“, გაიხსენეს სკოლაში გატარებული დრო, სახალისო ამბები, იმხიარულეს სხვადასხვა წლებში გადაღებული ფოტოებით... 
ჩვენი მოსწავლეებისათვის დასრულდა ერთი მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული ეტაპი და დაიწყო შემდეგი. ვულოცავთ ჩვენს მოსწავლეებს სკოლის დამთავრებას და ცხოვრების ახალ საფეხურზე დიდ წარმატებებს ვუსურვებთ.


G-PRIED მე-5ა კლასი პედაგოგი რუსუდან კუბლაშვილი

     სკოლის დირექტორის მიერ  გრძელდება G-PRIED-ის ფარგლებში მასწავლებლის საქმიანობაზე დაკვირვებისა და შესაბამისი მონაცემების შეგროვების პროცესი. 27 მაისს სსიპ ქალაქ ქუთაისის N36 საჯარო სკოლაში ქართული ენასა და ლიტერატურის პედაგოგის, რუსუდან კუბლაშვილის მიერ  ჩატარდა გაკვეთილი მე-5ა კლასში, რომელსაც ესწრებოდა სკოლის დირექტორი თენგიზ თაბუკაშვილი.

გაკვეთილის თემა: "ადამიანი და ბუნება" რევაზ ინანიშვილის მოთხრობა „ბიჭი მალხაზის“ მიხედვით.


გაკვეთილის მიზანი:
  •  დამოუკიდებლად წაკითხული ტექსტის გააზრება და შინაარსის გადმოცემა
  •  ტექსტში ძირითადი საკითხის გამოკვეთა
  •   საკუთარი აზრის დასაბუთება, კრიტიკული აზროვნების განვითარება
  •  ფაქტებისა და მოვლენების ერთმანეთთან დაკავშირება და დასკვნების გაკეთება
  •  სახელთა კლასიფიკაცია



   მოსწავლეებმა იმსჯელეს ნაწარმოებში ასახულ ამბავსა და პერსონაჟებზე, მათთვის საინტერესო და მნიშვნელოვან საკითხებზე,  დაასახელეს ტექსტიდან ესთეტიკურად ღირებული ადგილები, შეაფასეს და თავიანთი მოსაზრებები ჩამოაყალიბეს გმირის საქციელზე, პერსონაჟის მოქმედებას დაუკავშირეს პირადი ცხოვრებისეული გამოცდილება და გაისხენეს მსგავსი სიტუაციები. თითქმის ყველა მოსწავლე ჩაერთო  გამართულ დისკუსიაში, გამოხატეს  საკუთარი ემოციები და განცდები.  



გაკვეთილზე პედაგოგის მიერ გამოყენებული ბარათები იყო ძალიან ეფექტური, რამაც მოსწავლეებს ფიქრისა და პრობლემის გადაჭრის გზების ძიების სტიმული მისცა,
უფრო გააქტიურა და მოტივირებული გახადა ისინი.  


     წერილობითი დავალებების შესრულებას მოსწავლეები დიდი ინტერესით  შეუდგნენ. გამოავლინეს შემეცნებითი შესაძლებლობები,  კრიტიკული აზროვნება და 
დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.