вторник, 15 марта 2016 г.

მე-4 ბ კლასი პედაგოგი დარეჯან ლურსმანაშვილი

    
      თანამედროვე ეპოქაში მათემატიკა ცხოვრების განუყრელი ნაწილია. იგი გამოიყენება ადამიანის საქმიანობის ყველა სფეროში: მეცნიერებასა და ტექნოლოგიებში, მედიცინაში, ეკონომიკაში, გარემოს დაცვასა და აღდგენა-კეთილმოწყობაში, სოციალურ გადაწყვეტილებათა მიღებაში. ასე იწყება ეროვნული სასწავლო გეგმაში მათემატიკისათვის განკუთვნილი საგნობრივი პროგრამა.  
    აგრეთვე აღსანიშნავი მათემატიკის განსაკუთრებული როლი კაცობრიობის განვითარებაში და თანამედროვე ცივილიზაციის ჩამოყალიბებაში. საინფორმაციო და გამოთვლითი ტექნოლოგიების განვითარება, სივრცე-დროის სტრუქტურის უკეთ გააზრება, ბუნებაში არსებული მრავალი კანონზომიერების აღმოჩენა და აღწერა, ნათლად წარმოაჩენს მათემატიკის სამეცნიერო და კულტურულ ღირებულებას. რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მათემატიკა ხელს უწყობს ადამიანის გონებრივი შესაძლებლობების განვითარებას. იგი იძლევა ეფექტიანი, ლაკონური და არაორაზროვანი კომუნიკაციის საშუალებას.

    დღეს 7 მარტს, მე-42 კლასის მოსწავლეებმა ნაშთიანი გაყოფის შესწავლა დაიწყეს. პედაგოგმა დარეჯან ლურსმანაშვილმა G-Pried"-ის აქტივობებით გამდიდრებულ გაკვეთილზე მოსწავლეებს აუხსნა, რომ გაყოფა არის გასაყოფიდან გამყოფის თანმიმდევრობით გამოკლების პროცესი, რომელიც გრძელდება მანამ, სანამ ეს შესაძლებელია. სხვადასხვა მაგალითების განხილვისას გაარკვიეს, რომ  გამოკლების პროცესი ყოველთვის არ სრულდება ბოლოს ნულის მიღებით, ანუ დარჩენილ რიცხვს უკვე აღარ აკლდება გამყოფი. მათ გაიგეს, რომ დარჩენილ რიცხვს ნაშთი ჰქვია. მოსწავლეებს გაყოფის პროცესის გამოკლების საშუალებით გააზრება გაუადვილა სიტუაციური ამოცანის დაფაზე წარმოდგენილმა მოდელმა.


მოსწავლეები ხალისითა და ინტერესი ჩაერთვნენ სამუშაო პროცესში. უპასუხეს კითხვებს, გაიხსენეს გაყოფის კომპონენტები, შებრუნებული მოქმედება, გამრავლების კომპონენტები. ჩამოაყალიბეს და წესების რვეულში ჩაიწერეს გასაყოფის დამოკიდებულება გამყოფზე, განაყოფსა და ნაშთზე. იმუშავეს წყვილებში და სხვადასხვა რიცხვების მოცემულ რიცხვებზე გაყოფისას მიღებულ ნაშთებზე დაკვირვებით დაადგინეს, რომ ნაშთი ყოველთვის ნაკლებია გამყოფზე...


  ჯგუფური მუშაობის შემდეგ მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები. მასწავლებელმა დასახულ მიზანს მიაღწია-მოსწავლეებმა კარგად გაიგეს ნაშთიანი გაყოფის ჩაწერა, ამოხსნა, ნაშთის პოვნა და ..



იხილეთ ფოტომასალა სრულიად