пятница, 11 марта 2016 г.

I ბ კლასში ქართულ ენისა და მათემატიკის გაკვეთილები, პედაგოგი ნარგიზა ბიტკაშა


    კითხვისა და წერის სწავლების თანამედროვე მიდგომების ცოდნა, გაცნობიერება იმისა, თუ რა უნარები უდევს საფუძვლად კითხვის ათვისების პროცესს, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლისთვის, არამედ დაწყებითი საფეხურის ნებისმიერი სხვა საგნის პედაგოგისთვისაც. ხშირად მოსწავლის მიერ მათემატიკური ამოცანის ამოხსნისას შეცდომის დაშვების მიზეზი არის დავალების პირობის წაკითხვისა და გაგების პრობლემა და არა ხარვეზები მათემატიკის ცოდნაში. ასეთ შემთხვევაში მასწავლებელს უნდა შეეძლოს მისთვის შესაბამისი დახმარების სტრატეგიის შეთავაზება. ამ კუთხით საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტს (G-PriEd) მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს მთავრობის მიერ განათლების სფეროში დასახული არაერთი მიზნის მიღწევაში. პროექტი ხელს უწყობს დაწყებითი კლასების მოსწავლეთა საბაზისო და გამჭოლი უნარ-ჩვევების განვითარებას კითხვასა და მათემატიკაში.
   აღნიშნული პროექტის ფარ­­ლებ­ში საინტერესო, უამრავი აქტივობებით დატვირთული ღია გაკვეთილები ჩაატარა დაწყებითი კლასის პედაგოგმა ნარგიზა ბიტკაშამ I 2 კლასში ქართულ ენასა და მათემატიკაში.

     

  ინო­ვა­ცი­­რი სას­წავ­ლო მე­თო­დე­ბი, რაც გუ­ლის­­მობს თი­თო­­ულ მოსწავლესთან ინდივი­დუ­­ლურ მიდ­გო­მას და მოს­წავ­ლე­თა სა­ჭი­რო­­ბებ­ზე მორ­გე­ბულ სწავ­ლე­ბის მეთო­დებს პედაგოგის მიერ აქტიურად იყო გამოყენებული როგორც ქართული ენის, ასევე მათემატიკის გაკვეთილზე.


 

     ქართულ ენაში გაკვეთილი ჩატარდა კითხვის დაბალანსებული სწავლების მეთოდით. ძირითად რესურსად გამოყენებულ იქნა G-PriEd-ის პორტალიდან მოთხრობა. მასწავლებელმა გამოიყენა ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები და მოთხრობა გადასცა საპრეზენტაციო სლაიდებით, რომელსაც მოსწავლეები კითხულობდნენ

 

      პატარები დიდი მონდომებითა და ხალისით ასრულებდნენ სხვადასხვა აქტივობებს.
მათემატიკის გაკვეთილზე გამოყენებულ იქნა კონსტრუქტივისტული მეთოდი-რიცხვისათვის 4-ის მიმატებისა და 4-ის გამოკლების სხვადასხვა ხერხის გამოყენებით. პედაგოგმა მოქნილი, მოსწავლეთა ინტერესებზე, მათ წინარე ცოდნასა და გამოცდილებაზე აგებული ძალზე საინტერესო გაკვეთილი ჩაატარა. მასწავლებელი დაეხმარ მოსწავლეებს, თავად აეგოთ ცოდნა, პოვნათ მნიშვნელობები, დამყარებინათ საგნებს შორის კავშირი და თავადვე გამოეტანათ დასკვნები.
.
 


  დაწყებითი კლასის მოსწავლეთა სწავლების წარმატებით განხორციელებისათვის მნიშვნელოვანია მისი ფსიქიკური განვითარების კანონზომიერების გათვალისწინება. ბავშვთა ემოციური და გონებრივი თავისებურებების, მათი მიდრეკილებებისა და ინტერესების ცოდნა ეხმარება პედაგოგს, დაამყაროს კონტაქტი ბავშვთან, უხელმძღვანელოს მათ განვითარებას, თავიდან აიცილოს მრავალი შეცდომა მათი სწავლებისა და აღზრდის საკითხში. გაკვეთილილის მსვლელობისას ნათლად ჩანდა მოსწავლეებისა და მასწავლებლის დამოკიდებულება. პედაგოგი კარგად იცნობს თითოეულ მოსწავლეს და იცის, თუ  როგორ უნდა შეუწყოს ხელი სწავლის უნარის განვითარებას. მოსწავლეებმა პედაგოგის მიერ შეთავაზებული აქტიური და საინტერესო აქტივობების გამოყენებით განამტკიცეს ცოდნა და ხალისით შეასრულეს დავალებები.