вторник, 5 апреля 2016 г.

თამბაქოს საწინააღმდეგო დღე

საქართველოში ყოველწლიურად 29 მარტს აღინიშნება დღე ,,საქართველო თამბაქოს გარეშე". მისი აღნიშვნა მიზნად ისახავს თამბაქოსაგან თავისუფალი გარემოს მნიშვნელობისა და თამბაქოს მოხმარების რეალური საფრთხის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას. "თამბაქოს მავნე ზემოქმედებით მსოფლიოში ყოველწლიურად 6 მილიონი ადამიანი იღუპება - 1 ადამიანი ყოველ 6 წამში. თუ მთავრობების მიერ სათანადო ნაბიჯები არ იქნა გადადგმული, 2030 წლისათვის ეს რიცხვი 8 მილიონს მიაღწევს. საქართველოში, ზრდასრული მოსახლეობის 30% მწეველია; ეწევა მამაკაცთა 55% და ქალთა 5%. თამბაქოს მოხმარების მზარდი ტენდენცია განსაკუთრებით აღინიშნება მოზარდებში, რაც საგანგაშოა და გადაუდებელი პრევენციული ღონისძიებების განხორციელებას საჭიროებს.

 

სწორედ, ამ დღესთან დაკავშირებით 31 მარტს მე-82 კლასში კლასის დამრიგებელმა ირმა ლომიძემ ჩაატარა ღია გაკვეთილი ,,თამბაქო და მისი უარყოფითი მხარეები" სადამრიგებლო საათის ფარგლებში.გაკვეთილი საინტერესოდ წარიმართა. პედაგოგ მოსწავლეებს ესაუბრა თამბაქოს ისტორიიდან დაწყებული, დაავადებებითა და სტატისტიკით დამთავრებული ყველა თემაზე.


  

   აინტერესო და ყოვლისმომცველი გახადა გაკვეთილი სასწავლო ნაწილის გამგემ ლელა გრძელიშვილმა.მან,როგორც ქიმიკოსმა და ბიოლოგმა, ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა მოსწავლეებს თუ რა მძიმე შედეგების მომტანია სიგარეტის მოწევა. ნიკოტინითამბაქო, ერთი შეხედვით, ლამაზი და უწყინარი მცენარეა, თუმცა მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, ყოველ 8 წამში ერთ ადამიანს კლავს. თამბაქოს ფოთლის ქიმიური შემადგენლობაა: ნიკოტინი – 1-4%, ნახშირწყლები– 2-20%,ორგანული მჟავები – 5-17%, ცილები – 1-13%, ეთერები – 0,1-1,7%.
ნიკოტინი წარმოადგენს მასტიმულირებელ ნივთიერებას, რომელიც თავის ტვინის უჯრედებს ააქტიებსდა მსუბუქ ეიფორიას იწვევს. ამას გარდა, თამბაქოში არსებული შხამები ორგანიზმის თითქმის ყველა უჯრედამდე აღწევს. ნიკოტინი მცენარეული წარმოშობის ალკალოიდია, რომელიც უარყოფით ზემოქმედებას ახდენს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე.



  

  სკოლის დირექტორმა თენგიზ თაბუკაშვილმა საკუთარი გამოცდილების შესახებ ესაუბრა მოსწავლეებს.თუ რატომ დაიწყო სიგარეტის მოწევა მათ ასაკში და რაოდენ რთული იყო შემდეგ თავის დანებება...   
   რატომ იწყებს ადამიანი მოწევას? ამ კითხვაზე პასუხი მრავალგვარია: მოზარდების ნაწილი მოწევას იწყებსრათა მთელ ქვეყანას დაანახოსრომ უკვე დიდია და ამ ჟესტით საზოგადოებაში თავის დამკვიდრებას ცდილობს. სინამდვილეში კი, მოწევა არც თავისუფალ ქცევას ნიშნავს და არც მომხიბვლელობას მატებს. პირიქით ეს მომაკვდინებელი და მავნე ჩვევაა, რომელიც უნდა დავამარცხოთ.