понедельник, 11 апреля 2016 г.

მე-5 ბ კლასი- ქართული ენა და ლიტერატურა, პედაგოგი ციცინო ჭეიშვილი

  
12 აპრილს ქალაქ ქუთაისის N36 საჯარო სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა, ციცინო ჭეიშვილმა მე-52 კლასში ,,G-PRIED"-ის აქტივობების გამოყენებით ჩაატარა ღია გაკვეთილი თემაზე „კაპადოკია“, სადაც გამოყენებული იყო საინფორმაციო ჟანრის  ტექსტი. გაკვეთილის მიზანს წარმოადგენდა მოსწავლეებს გაეგოთ უფრო მეტი უცხოეთში მყოფი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შესახებ. 

  


პედაგოგმა გონებრივი იერიშის გამოყენებით გაიგო თუ რა ინფორმაციას ფლობდნენ მოსწავლეები აღნიშნული საკითხის ირგვლივ. გაკვეთილის მსლელობისას მოსწავლეებმა გაარჩიეს საინფორმაციო და მხატვრული ტექსტი ერთმანეთისგან, გამოთქვეს ვარაუდები და ჩამოაყალიბეს მოლოდინები ტქსტის შესაძლო შინაარსის შესახებ, დაამუშავეს უცხო სიტყვები, აქტიურად იმუშავეს წყვილებში იმსჯელეს საკითხის ირგვლივ.


საინტერესო და ამასთანავე სახალისო გამოდგა წყვილებში მუშაობა, მოსწავლეებმა წაიკითხეს ტექსტი, გაიაზრეს, იმსჯელეს და შეაფასეს  წაკითხული. დასმულ შეკითხვებს გასცენ პასუხი და წარმოადგინენ პრეზენტაცია. ტექსტიდან ამოიწერენ ოთხი მნიშვნელოვანი სიტყვა და შეადგინეს სხვადასხვა დავალება, კერძოდ, სარეკლამო განცხადება, მოკლე ტექსტური შეტყობინება გაუგზავნენ თანატოლებს, კაპადოკიაში ასულ ტურისტებს გაუწიეს გიდობა...

  

   გაკვეთილის მსვლელობაში ჩართული იყო ყველა მოსწავლე, ისინი აგებდნენ სიტყვის პირამიდას, თამამად სვამდნენ შეკითხვებს,სწორად იყენებდნენ აქტივობის ბარათებს...

     მოსწავლეები მაქსიმალურად ცდილობდნენ საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებას. აღნიშნული აქტივობების გამოყენებით მოსწავლეებს განუვითარდათ ანალიზის, მსჯელობის, საკუთარი აზრის დასაბუთების (ლოგიკური აზროვნების) უნარი.